Connect with us

კულინარია

10 იდეა ცხოვრების გასაიოლებლად – თანამედროვე დიასახლისებისთვის

ბლენდერი ნებისმიერ თანამედროვე დიასახლისს აქვს. როგორ შეიძლება მისი დახმარებით ცხოვრების გაიოლება?! დღეს ბლენდერის გამოყენების 10 ხერხს შემოგთავაზებთ.

1. პასტას ცომი


ცომის მოზელის პროცესი ყველას არ სიამოვნებს. ამის გაკეთება ბლენდერს უკეთ შეუძლია, ამიტომ ცომი საყვარელი რეცეპტით ბლენდერის მეშვეობით მოამზადეთ, შემდეგ გაარტყელეთ და წვრილად დაჭერით.

2. პესტოს სოუსი


ბლენდერი პესტოს სოუსის დამზადებასშიც დაგეხმარებათ. ამისთვის დაგჭირდებათ: დიდი კონა რეჰანი, 50 გრამი პარმეზანი, 3 საშუალო ზომის ნიორის კბილი, 30 გრამი კედრის კაკალი, 100-120 მილიგრამი ზეითუნის ზეთი.

რეჰანის ნაცვლად ქინძი, ოხრახუში, ისპანახი ან კამაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. კედრის კაკლის ნაცვლად ჩვეულებრივი კაკალი, ფისტა ან ნუში. პარმეზანის მაგივრად კი ნებისმიერი მაგარი ყველი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მარილის დამატება დაგჭირდებათ.

3. ცივი კოქტეილები


ბლენდერი ცივი კოქტეილების დამზადებისთვისაც იდეალურია. მთავარია თქვენი ფანტაზია და გემოვნება გამოიყენოთ.
ბლენდერში მოათავსეთ 3 სუფრის კოვზი მარწყვის ნაყინი, 2 სუფრის კოვზი შოკოლადის ნაყინი და 1 დაჭრილი ბანანი. დაასხით 1 ჭიქა რძე და მანამდე ურიეთ სანამ ქაფიან, სქელ სითხეს არ მიიღებთ. გადაანაწილეთ ჭიქებში.

4. პანირება


ბლენდერი თუ გაქვთ პანირების შეძენა აღარ დაგჭირდებათ და მის მომზადებას დამოუკიდებლადაც შეძლებთ.

5. თხილის პასტა


ბლენდერით თხილის პასტის მომზადება ძალიან იოლია. მთავარ ინგრედიენტად შეგიძლიათ არაქისი, ჩვეულებრივი თხილი, კექშიუ ან ნუში გამოიყენოთ. ჩაყარეთ ბლენდერში თქვენს მიერ არცეულის ახეობის ნიგოზი და იქამდე აბლენდერეთ სანამ კარაქისებურ მასას არ მიიღებთ. ყოველ 20-25 წამში ბლენდერი უნდა გააჩეროთ და მოურიოთ. შეგიძლიათ კარაქს თქვენთვის სასურველი ინგრედიენტები დაუმატოთ, მაგალითად: პაპრიკა, თაფლი, ვანილი, კაკაოს ფხვნილი, კოჭა და ა.შ. მომზადებულ კარაქს ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ და კვლავ დააბლენდერეთ.

6. სახლში მომზადებული მაიონეზი


ბლენდერის მეშვეობით უგემრიელესი სახლში მომზადებული მაიონეზის მომზადება შეიძლება.

7. დაფხვნილი ორცხობილა


ბლენდერით ორცხობილა დაფხვენით და ტორტის და სხვა დესერტების მოსართავი მასალა თქვენს ხელთაა!

8. ფარში


ნახევარფაბრიკატების შეძენა არც ისე უსაფრთხოა და აჯობებს ფარში სახლში თავად მოამზადოთ. ამაშიც რა თქმა უნდა ბლენდერი დაგეხმარებათ.

9. ბლინები


ბლენდერის დახმარებით შვრიის ფქვილიანი ბლინების მომზადება შეგიძლიათ. დაგჭირდებათ 1 ჭიქა შვრიის ფქვილი, 2 ბანანი, ნახევარი ჭიქა რძე, 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, მარილი – გემოვნებით! ბანანი დაჭერით, ჩააგდეთ ბლენდერში, დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, მარილი, რძე და კვლავ დააბლენდერეთ. სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი უნდა გამოგივიდეთ. გამოაცხვეთ ბლინები ზეთწასმულ ცხელ ტაფაზე.

10. ნაღები


მოამზადეთ ნაღები დესერტისთვის. ჩაასხით ნახევარი ჭიქა ცხიმიანი ნაღები ბლენდერის ჭიქაში და საშუალო სიჩქარით, 15-20 წამი თქვიფეთ. ამის შემდეგ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და მწიკვი ვანილი, კიდევ15-20 თქვიფეთ – სანამ ნაღები კარგად არ გამკვრივდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.