Connect with us

ყვავილები

10 ეშმაკობა უკეთესი მოსავლისთვის

ხახვის ფოჩები პომიდვრისა და წიწაკისთვის

ხახვის ფოჩები ნერგების გადარგვისას გამოგადგებათ. შეგიძლიათ ის გამზადებულ ორმოში ჩაყაროთ და მიწას გადაურიოთ, ეს თქვენს ნერგებს უამრავი დაავადებისგან დაიცავს. ხახვის ფოჩებს კარტოფილისა და ბადრიჯნის თესვისას იყენებენ, ამბობენ რომ ის კოლორადოს ხოჭოსგან იცავს მცენარეს.

შეგიძლიათ ხახვის ფოჩის ნახარში მოამზადოთ და მცენარეების მოსარწყავად გამოიყენოთ – როგორც ბუნებრივი სასუქი!

მზესუმზირის ჩენჩო კიტრისთვის

თუ მზესუმზირით პირის ჩატკბარუნება გიყვართ – მის ჩენჩოს ნუ გადაყრით, ის კიტრის გრუნტში გადარგვისას გამოგადგებათ! ჩენჩო ორმოს ფსკერზე დაყარეთ და მიწას გადაურიეთ, ის ნიადაგსაც გაანოყიერებს და ნესტის საჭირო დონის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ!

შარშანდელი ფოთლები ჭარხლისთვის

ფოთლები ნიადაგს გაანოყიერებს, ამიტომ სანამ დათესავთ, მზა ორმოში შარშანდელი ფოთლები ჩააფინეთ 3-4 სანტიმეტრზე.

ყავის ნალექი სტაფილოსა და ბოლოკისთვის

დათესვამდე ბოლოკისა და სტაფილოს თესლი ყავის ნალექში აურიეთ, მასში დიდი რაოდენობის აზოტია და ეს მცენარეზე ძალიან დადებიტად იმოქმედებს!

სუფრის მარილი პომიდვრისა და ჭარხლისთვის

ჩვეულებრივ მარილს ნაყოფიერების პერიოდში პომიდვრის სასუქად იყენებენ. ეს მცენარეს დაავადებებისგან იცავს, ნაყოფი კი უფრო ტკბილი და გემრიელი ხდება. აუცილებელია მარილი სწორი დოზებით გამოიყენოთ თორემ მისი სიჭარბე მცენარეს დააზიანებს.

10 ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში – 1 სუფრის კოვზი მარილი და 1 ჭიქა ხის ნაცარი გააზავეთ, დააყენეთ 1 საათის განმავლობაში და შემდეგ 1 მცენარე ნახევარი ლიტრი ხსნარით მორწყეთ.

ჭარხლის შემთხვევაში: 10 ლიტრ წყალში აზავებენ 200 გრამ მარილს და მიწას რწყავენ ნერგის გარშემო.

სოდა პომიდორისთვის

სოდა პომიდვრის გემოს აუმჯობესებს და ნიადაგის მჟავიანობას ამცირებს. აიღეთ მცირე რაოდენობის სოდა და მცენარის გარშემო შემოაყარეთ მიწას, ეცადეთ სოდა ფოთლებს არ მოხვდეს!

რძე კიტრისა და პამიდვრისთვის

კალცითა და სხვა სასარგებლო ნივთერებებით მდიდარი რძე, არა მხოლოდ კარგი სასუქი არამედ ძლიერი დამცავი ბარიერიც გახლავთ თქვენი მცენარისთვის! ის კიტრს და პომიდორს ნაცრის გამომწვევი სოკოსგან იცავს. გააზავეთ რძე პროპორციით 1:9 (რძე:წყალი) და კვირაში ერთხელ სპრეის ბოთლით მორწყეთ თქვენი მცენარეებუ. პომიდვრისა და წიწაკისთვის კარგი სასუქის მოსამზადებლად რძე და წყალი 1:4 შეფარდებით გააზავეთ და რამდენიმე წვეთი იოდი დაუმატეთ.

პომიდვრის მორწყვა იოდის ხსნარითაც შეგიძლიათ, 3 ლიტრ წყალზე 1 წვეთი იოდი. ამ ხსნარის გამოყენების შემდეგ მცენარე უფრო სწრაფად გაიხარებს და ნაყოფი უფრო დიდი იქნება.

ჭინჭარი

ჭინჭარი ყველა მცენარისთვის სასარგებლოა გახლავთ. ის მდიდარია ცილით და ასკორბინის მჟავით. მოგლიჯეთ ჭინჭარი, გაახმეთ მზეზე, დაასხით წყალი და გააჩერეთ 2 კვირა, ურიეთ ყოველდღე. მირებული ხსნარით კი მცენარეები მორწყეთ. თუ ბევრი ჭინჭარი გაქვთ, შეგიძლიათ მოგლიჯოთ ის, გაახმოთდ ა შემდეგ დაწვათ, მისგან მირებული ნაცარი აზოტითა და კალიუმით არის გამდიდრებული!

ლუდი – პომიდვრის, წიწაკისა და ყვავილებისთვის

ცოცხალი ლუდის ხსნარი მცენარის ბიოსტიმულატორად ითვლება. ლუდით მცენარის მორწყვა მაშინ შეგიძლიათ როდესაც მას პირველი ფოთლები უჩნდება. ლუდი გააზავეთ წყალში, შეფარდებით 1:10-ზე. თუ ამ ხსნარით ყვავილებს მორწყავთ ისინი უფრო დიდი და ხშირი ყვავილებიტ გაიხარებენ.

ბანანის ქერქი ვარდია და სხვა ყვავილებისთვის

ბანანის ქერქი კალცსა და აზოტს შეიცავს. თუ მას ვარდის ბუჩქის ქვეშ ჩაფლავთ ის ორმაგი ინტენსივობით აყვავდება. ბანანის ქერქი პერიოდულად კომპოსტშიც შეგიძლიათ გაურიოთ ან გააკეთოთ ბანანის ქერქისა და წყლის ნაყენი. ამ ხსნარით ოთახის მცენარეების, ბაღის მცენარეების და ბოსტნის მორწყვაც კი შეგიძლიათ!