Connect with us

ყვავილები

10 ძირითადი წესი ოთახის მცენარეების მოსავლელად

რომელ დიასახლისს არ სურს, რომ სახლის მთავარი აქსესუარი, ოთახის მცენარეები ლამაზი, ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე იყოს? ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენი მცენარეებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნას ვცდილობთ, მაგრამ ისინი მაინც იღუპებიან. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ნიუანსი არსებობს, რომლებიც ოთახის მცენარეების მოვლის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

აქ მნიშვნელოვანია წყლის ხარისხი, შერჩეული ადგილი და ჰაერის ტენიანობა. ყველა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. დღეს, მცენარეების მოსავლელად მთავარი წესების შესახებ გიამბობთ.

ადგილის შერჩევა

  1. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ მცენარეს სად დადებთ. ზოგ მცენარეს უფრო თბილი პირობები უყვარს, ზოგს კი – პირიქით.
  2. ჩრდილოთის მხარე უყვართ მცენარეებს, რომლებიც სტაბილურ მიკროკლიმატს და ჩრდილს მიჩვეულნი არიან. მაგალითად, კვიპაროზი, ფილოდენდრონი და ჭორტანა.
  3. მცენარეები, რომელთაც აღმოსავლეთ მხარეს უპირატესობას ანიჭებენ, სრულ დაბნელებას ვერ უძლებენ, მაგრამ დიდი რაოდენობით განათებაც არ სჭირდებათ. მზის პირველი სხივები ასეთი მცენარეების ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. აღმოსავლეთ მხარეს ფანჯრის რაფაზე დადეთ დრაცენა, ფიკუსი, სურო, ბეგონია და ია.
  4. სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეები სამხრეთ მხარეს უნდა დადოთ, რადგან აქ დიდი რაოდენობით მზის სხივებს მიიღებენ. ეს მხარე შესანიშნავად გამოდგება ალოეს, აჰავას ან კაკქტუსებისთვის.
  5. პრაქტიკულად ყველა მცენარისთვის საუკეთესო მხარედ დასავლეთი ითვლება. თუმცა ზაფხულში სჯობს ქოთნები მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ. ასევე დღის ტემპერატურის მერყეობა გაითვალისწინეთ, რადგან დასავლეთის მხარეს ფანჯარა დღისით პრაქტიკულად ისე ხურდება, როგორც სამხრეთ ნაწილში და ღამით უფრო სწრაფად ცივდება. ასეთი პირობები ყველა მცენარეს არ უხდება.

არანაირი ორპირი ქარი

ორპირი ქარის მიმართ გულგრილი მხოლოდ რამდენიმე ოთახის მცენარეა, უმეტესობისთვის ეს მოვლენა დამღუპველია. თუმცა ოთახის განიავება საჭიროა. უბრალოდ ქოთნები ოთახის სხვა ნაწილში გადაიტანეთ ან რამე დააფარეთ, როცა ფანჯრების გაღებას დააპირებთ. ასევე ეცადეთ, რომ მცენარეები ვენტილიატორის, ბატარეის და კონდიციონერისგან დაიცვათ.

მორწყვის რეჟიმი

მორწყვა თქვენი საყვარელი მცენარეების გასაზრდელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ უარყოფითად მოქმედებს როგორც ჭარბი მორწყვა, ასევე მისი დეფიციტი. რა თქმა უნდა, მცენარის შეძენის დროს უნდა გაარკვიოთ, თუ მცენარეს რამდენად ხშირად სჭირდება მორწყვა, მაგრამ ასევე ქოთნის ადგილმდებარეობა, ტემპერატურა და ოთახის ტენიანობა, ქოთნის ზომა და ნიადაგის ტიპი უნდა გაითვალისწინოთ. იმის გასარკვევად, მცენარეს მორწყვა სჭირდება თუ არა, საკმარისია ნიადაგის ტენიანობა თითით ან სპეციალური ინდიკატორით შეამოწმოთ.

სარწყავი წყალი

მცენარეების ონკანის წყლით მორწყვა დამღუპველ მოქმედებას წარმოადგენს, რადგან ასეთი წყალი ბევრ სადეზინფექციო საშუალებას შეიცავს. სარწყავი წყალი უნდა დააყენოთ, ასე მავნე ნივთიერებები აორთქლდება. მცენარე მდუღარე წყლით არ მორწყათ, რადგან ის ჰაერით და აუცილებელი მიკროელემენტებით გაჯერებული არაა. ასეთი წყალი მცენარეს უფრო დააზიანებს, ვიდრე სარგებელს მოუტანს. თუ აკვარიუმი გაქვთ, სარწყავი წყალი იქედან ამოიღეთ, რადგან მასში დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტები შედის. ქოთნები ოთახის ტემპერატურის ან რამდენიმე გრადუსით თბილი წყლით მორწყეთ.

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს გაითვალისწინებთ, ოთახის მცენარეები თავიანთი სილამაზით და ჯანსაღი იერით გულს გაგიხარებენ.