Connect with us

ყვავილები

10 მცენარის ქოთანი სახლიდან გავიტანე. ახლა უფრო მშვიდად ვცხოვრობ

როცა ბინას ყვავილების ქოთნებით ვაფორმებთ, იმედი გვაქვს, რომ გარემოს საზაფხულო ბაღის ფერებს და სურნელს შევმატებთ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მწვანე ცხოველი შეიძლება ცუდი განწყობის მიზეზი გახდეს. რატომ ხდება ასე? რომელი ოთახის მცენარეები არ უნდა გააჩეროთ სახლში, რომ თქვენ, თქვენი შვილები და შინაური ცხოველები უსიამოვნებისგან დაცული იყოთ? ამ კითხვებზე Alltime.ge–ს რედაქცია გიპასუხებთ.

რომელი ოთახის მცენარეები არ უნდა გქონდეთ სახლში

1. სურო

დეკორატიული ლიანა შვილებისა და ცხოველებისგან მოშორებით შეინახეთ. სუროს ბევრი სახეობა შხამიანია. მის ფოთლებთან ან ყვავილებთან შეხებამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

2. სამკუთხა რძიანა

რძიანას ოჯახის ბევრი წარმომადგენლის წვენს დამწვრობა შეუძლია გამოიწვიოს. მაგალითად, სამკუთხა რძიანაზე მოვლისას რეზინის ხელთათმანი აუცილებლად უნდა გაიკეთოთ. სხვა შემთხვევაში კანის გაღიზიანებას და მტკივნეულ წყლულებს მიიღებთ.

3. ლამაზი რძიანა ან პუანსეტია

მცენარის მეორე სახელია საშობაო ვარსკვლავი. ნამდვილად, მისი კაშკაშა ყვავილები ყველაზე ცივ ყინვაში იშლება და ლამაზ ვარსკვლავს ჰგავს. სინამდვილეში, ეს არა ყვავილების, არამედ ფოთლების დამსახურებაა, რომელიც გარს ახვევია. ლამაზ ყვავილს თავისი ნაკლოვანება აქვს. საქმე იმაშია, რომ მცენარის ღერო შეიცავს განსაკუთრებულ წვენს, რომელსაც კანზე მოხვედრისას ძლიერი დამწვრობის გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, სჯობს საშობაო ვარსკვლავი უსაფთხო მანძილიდან გიყვარდეთ.

4. კალადიუმი

ყვავილი, რომელსაც ხალხში „სპილოს ყურს“ უწოდებენ, ფოთლების ფორმით და შეფერილობით ცნობილია. ცოტამ თუ იცის, რომ ძაღლებისა და კატებისთვის ერთ–ერთი სახიფათო მცენარეა. გადაყლაპვისას შეიძლება წვა და ძლიერი შეშუპება გამოიწვიოს.

5. ოლეანდრე

ბუჩქი ღია ვარდისფერი ყვავილებით საკმაოდ მიმზიდველია. მასთან ახლოს მისვლას არ გირჩევთ. საიდუმლო არაა, რომ მის ერთ ფოთოლსაც მოწამვლის გამოწვევა შეუძლია. წარსულში შამფურის ნაცვლად ოლეანდრეს ტოტის გამოყენებამ ფატალური შედეგი გამოიღო.

6. ქლოროფიტუმი

ერთ–ერთი უპრეტენზიო ოთახის მცენარე ჰაერის წმენდის მხრივ ჩემპიონია. ამის გამო „მტვერსასრუტს“ უწოდებენ. ფენშუის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ ქლოროფიტუმს სახლში ჰარმონია და სიმშვიდე მოაქვს. ერთი შეხედვით, თქვენი ფანჯრის რაფის გასაფორმებლად იდეალური კანდიდატია. მცენარის ფოთლებს საკმაოდ ბასრი კიდეები აქვს. თუ ბავშვი ან ცხოველი ფოთლის ნაწილს შემთხვევით გადაყლაპავს, ლორწოვანი გარსის დაზიანებას თავიდან ვერ აიცილებს. დავამატებთ, რომ კატები ქლოროფიტუმს ამსგავსებენ ბალახს, რომელსაც ბუნებაში კუჭის გასაწმენდად იყენებენ. სწორედ ამიტომ, ფუმფულა ცხოველი მის ფოთლებს ხშირად წიწკნის, რაც მისი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არაა.

7. დიფენბახია

სამხრეთ ამერიკიდან შემოსული მცენარე დიდი ღია მწვანე ფოთლებით გამოირჩევა. დახვეწილობის მიუხედავად სახიფათო მცენარეთა რიგს მიეკუთვნება, რადგან ტოქსიკურია. კანზე მოხვედრისას ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, ხოლო პირის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას – ენის და სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებას. ამის შემდეგ ადამიანი მეტყველების უნარს დროებით კარგავს. ამ მიზეზით ლაქებიან დიფენბახიას „მუნჯ წკეპლას“ უწოდებენ.

8. ოვალური კრასულა

ხალხის ნაწილს სჯერა, რომ ფულის ხე ცუდ ენერგიას შთანთქავს. სხვები თვლიან, რომ სახლში ფულს იზიდავს. სწორედ ამიტომ, ჯადოსნური მცენარე თითქმის ყველას სახლში აქვს. ცოტამ თუ იცის, რომ კრასულა სახიფათოა. მისი ფოთლები დარიშხანს შეიცავს. ამის გამო კუჭში მოხვედრისას შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. ერთი სიტყვით, სახლში, სადაც პატარა ბავშვები ან ცხოველები ცხოვრობენ, კრასულა სჯობს მოიშოროთ.

9. ზამიოკულკასი

დოლარის ხეს ბევრი ცრურწმენა უკავშირდება. აყვავებული ზამიოკულკასი პროგნოზირებს სასიხარულო მოვლენას: ქორწილს, კარიერულ ზრდას, მოულოდნელ მოგებას. ამავდროულად, მცენარე შხამიანია. ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის, რომელთაც უყვართ ყველაფრის გასინჯვა, ეს შეიძლება მართლაც საშიში იყოს.

10. სანსევიერია

მცენარე სქელი ფოთლებით ცნობილია, როგორც დედამთილის ენა. ითვლება, რომ სანსევიერია სახლს ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან იცავს. შინაური ცხოველები მსგავსი მეზობლობისთვის მადლობას არ გადაგიხდით. მცენარე მათთვის ტოქსიკურია და მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს.

როგორც ხედავთ, ბევრი ოთახის მცენარე ადამიანისა და შინაური ცხოველისთვის სახიფათოა. ზოგიერთი მათგანი შხამიანია, სხვებს ალერგიის და თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, სანამ ლამაზი ყვავილის გაზრდას გადაწყვეტთ, მის შესახებ ყველა ინფორმაცია შეისწავლეთ. ასე ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე იზრუნებთ, ხოლო მცენარე მხოლოდ სიხარულს მოგანიჭებთ.

Advertisement