Connect with us

თავის მოვლა

10 მითი სახის დაბანის შესახებ, რომლებსაც დერმატოლოგები უარყოფენ

თითოეული ჩვენგანი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ კანსა და თმას სწორად უვლის. ზოგს მოვლის საშუალებების რეცეპტები დედიდან და ბებიიდან ერგო მემკვიდრეობით, ხოლო სხვები დაქალების რჩევებით ხელმძღვანელობენ.

ასე, ხელიდან ხელში, საუბრით თუ წერით, ვრცელდება მითები კანის მოვლასთან დაკავშორებით. დღეს 10 ყველაზე პოპულარულ მათგანს გავაბათილებთ.

1. შეიძლება თუ არა შხაპში პირის დაბანა

შხაპის მიღებისას სახის დაბანა მავნე არაა, თუ ამას სწორად გავაკეთებთ. შხაპის დროს წყლის ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, რის გამოც კანის დამცავი ბარიერი ირეცხება და ვიღებთ კანის სიმშრალესა და აქერცლვას/

გარდა ამისა, ცხელი წყალი ააქტიურებს ქონის ჯირკვლების მუშაობას, ამიტომ კომბინირებული ან ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებმა უნდა შეამცირონ წყლის ტემპერატურა თბილ-გრილამდე.

2. რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ პირი

უნდა დაიბანოთ დღეში ორჯერ: დილით და საღამოს. ღამით ჩვენი კანი კანის ქონს გამოიმუშავებს და კრემი, რომელსაც დილით კანზე ისვამთ, ამ ქონში ვერ შეაღწევს.

დღის განმავლობაში კი კანზე დიდი რაოდენობით მტვერი გროვდება. რაც უფრო ცხიმიანი გაქვთ კანი, მით უფრო ღრმად ჯდება მტვერი მასში.

3. კანის ორმაგი გაწმენდა ჩვეულებრივს სჯობს?

თუ მაკიაჟს იკეთებთ, კანი ორმაგად უნდა გაიწმინდოთ საღამოს. კანის ორმაგი გაწმენდა ნიშნავს მის ორი სხვადასხვა საშუალებით გაწმენდას.

ტონალური საშუალებების გამოყენებისას, კანის ორმაგი გაწმენდა აუცილებელია. თუ სახეს მხოლოდ ერთი საშუალებით იწმენდთ, დიდია იმის ალბათობა, რომ მაკიაჟის დიდი ნაწილი, კანის მოვლის საშუალებები, სიბინძურე და ქონი კანში რჩება.

4. საჭიროა თუ არა კანის გაპრიალება?

უძველესი მეთოდი, რომლის შემდეგაც გაწმენდილი კანი ხელის გასმისას წრიპინებს, ბევრისთვის დღემდე საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა კანის გასაწმენდად.

საუბედუროდ, ყველა ვერ ხვდება, რომ სახის ასეთი გაწმენდა კანის მჟავურ-ტუტოვან ბალანსს ტუტოვან მხარეს გადაწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალევე გაგიჩნდებათ აკნე, როზაცეა, სიმშრალე და ნაადრევი ნაოჭებიც კი.

5. შეიძლება თუ არა სახის საპნით დაბანა?

რამდენადაც საპნის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ტუტეა, მას კანის გაღიზიანება და გამოშრობა შეუძლია. ზეთები და სხვა დამატენიანაბელი საშუალებები, რომელსაც საპონს დაუმატებთ, კანის გამოშრობის ხარისხს შეამცირებს. თუმცა, ასეთი ზომების მიღება არაა საკმარისი.

6. რეგულარულად უნდა დავამუშავოთ კანი მექანიკურად?

ეს არაა სიმართლე. მექანიკური წმენდა – ეს ის პროცედურაა, რომელიც მაქსიმალურად იშვიათად უნდა გააკეთოთ. ესაა აგრესიული პროცედურა და მხოლოდ არსებულ კომედონებს გაშორებთ, თუმცა გავლენას არ ახდენს ახლების წარმოქმნის მიზეზზე.

თუ პრობლემური კანი გაქვთ, ამ პროცედურას მხოლოდ თვეში ერთხელ მიმართეთ. ხოლო თუ კანი კომედონების გაჩენისკენაა მიდრეკილი, პროფილაქტიკური წმენდა წელიწადში 1-2-ჯერ უნდა ჩაიტაროთ.

7. გამოვიყენოთ თუ არა ღრუბლები?

თუ სახის გაწმენდისას მრავალჯერად ხელსახოცს ან ღრუბელს იყენებთ, ყოველი პროცედურის შემდეგ ისინი საპნით კარგად უნდა გარეცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქსესუარი ბაქტერიების ბუდედ იქცევა. თუ ყოველდღე ღრუბლების რეცხვა გეზარებათ, უპირატესობა ერთჯერად ბამბის დისკებს ან ხელებს მიანიჭეთ.

8. შეუძლია ხელსახოცებს სრულყოფილი დემაჟის ჩანაცვლება?

დერმატოლოგები ამტკიცებენ, რომ საბაზისო, ანუ რეგულარული მოვლის ნაწილად ნამიანი ხელსახოცები არ უნდა ჩათვალოთ. მართალია, ეს საშუალება მოსახერხებელია, თუმცა კანის სრულყოფილ გაწმენდას, დაბანას, ტონიზებასა და დატენიანებას ნამდგილად ვერ შეძლებს.

ამისთვის არსებობს სპეციალურად შემუშავებული ფორმულები. ნამიანი ხელსახოცები დემაკიაჟისთვის – შესანიშნავი ვარიანტია მგზავრობისა და საგანგებო სიტუაციებისთვის. მაგალითად, თუ მაკიაჟის გადაკეთება გზაში გიხდებათ.

9. ნამდვილად საჭირო საშუალებაა თუ არა ტონიკი?

ექიმი-დერმატოკოსმეტოლოგები არ იღლებიან კლიენტებისთვის იმის გამეორებით, რომ გაწმენდა და დატენიანება ეტაპებია, რომლებსაცც კანის მოვლის ყოველდღიური პროცედურა უნდა მოიცავდეს.

ტონიკის ძირითადი ფუნქციაა კანის გაწმენდის პროცედურის დასრულება, ამიტომ იგი ნამდვილად საჭირო პროდუქტია.

10. ძილის წინ მაკიაჟის მოშორება აუცილებელია?

რატომაა ასე აუცილებელი დემაკიაჟის პროცესი? საქმე ისაა, რომ მისი უგულებელყოფა უამრავ პრობლემას იწვევს. სახის კანი უნდა “სუნთქავდეს”. როცა მაკიაჟს იკეთებთ, ფორები იხერგება და კანის რეგენერაციის ბუნებრივი პროცესი ნელდება. შედეგად, ამას შეუძლია აკნეს, გამონაყარის გამოწვევა და კანის დაბერების პროცესის დაჩქარება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.