Connect with us

საკითხავი

1 კოვზი მარილი მტრებისგან დაგიცავთ.  უბრალოდ რიტუალი შეასრულეთ

სამწუხაროდ, ყველას გვყავს მტერი, არაკეთილმოსურნე და მოშურნე. ხშირად მათ გასაჩენად არაფერს ვაკეთებთ. უბრალოდ ზოგიერთ ადამიანს საკუთარი უკმაყოფილო ცხოვრებიდან გამოსავალი სჭირდება. ასე შურიანობენ და ყველაფერ ცუდს აკეთებენ. ყველა პირდაპირ დაპირისპირებაში არ შედის, არამედ ზიანის მიყენების გზებს ეძებს. ასე ჯადოები კეთდება. სწორედ ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს მტრისგან ძლიერი დაცვა სჭირდება.

არავინ იცის, რას აპირებენ ისინი, ვინც ცუდს გისურვებენ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მარტივ საშუალებას, რომელიც ცუდის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

მტრისგან ძლიერი დაცვა

როცა რაღაც ნეგატიურ ზეგავლენას გრძნობთ, მარტივი რიტუალი ჩაატარეთ. ასე ამ მდგომარეობას გაანულებთ და მტრების მოქმედებას გააუქმებთ. 1 სუფრის კოვზი მარილი რიტუალისთვის საკმარისია. მთვარის ნებისმიერ ფაზაში შეგიძლიათ ჩაატაროთ, მაგრამ აუცილებლად დღის საათებში.

როგორც ბუნებაში, ასევე სახლში შეგიძლიათ გააკეთოთ. ვფიქრობთ, რომ ბუნებაში რიტუალის ეფექტი ძლიერდება. აიღეთ მარილი და სადმე წყალთან ახლოს მიდით. მარილი მარცხენა ხელში ჩაიყარეთ და მუშტი შეკარით. შინაგანი ნეგატივი, რომელსაც გრძნობთ, ხელისგულისკენ მიმართეთ.

მნიშვნელოვანია ვიზუალურად წარმოიდგინოთ, თუ როგორ მიემართება ეს ენერგია ხელში და მარილში შეიწოვება. ფიქრებით მოიშორეთ. როცა იგრძნობთ, რომ ეს ტალღა გადის და სიმშვიდე მოდის, ხელი წყალში ჩაუშვით და მუშტი გახსენით. დაე, მარილი გაცურდეს. ამასთან თქვით: „მარილს წყალში ვხსნი, ცუდს ვუშვებ, ვისგანაც მოვიდა, იქ იყოს სიცარიელე“. დაე, ნეგატივი არაკეთილმოსურნეს დაუბრუნდეს.

ამის შემდეგ მდინარის პირას პურის ნაჭერი ან ორცხობილა დატოვეთ. ეს ბუნების მკვიდრთათვის ერთგვარი საკვებია. მოკრძალებული გადასახადი მათი სამკვიდროს გამოყენებისთვის.

რიტუალი სახლშიც შეგიძლიათ ჩაატაროთ. ზუსტად იგივე გაიმეორეთ, ოღონდ მარილი გამდინარე წყალში გაუშვით. ამის შემდეგ ნეგატივის გასვლას იგრძნობთ. გულში სიმშვიდე და მყუდროება დაისადგურებს. ეს სიგნალია, რომ მთელი ნეგატივი წავიდა იქ, საიდანაც მოვიდა.

ასეთი მარტივი რიტუალი მტრისგან ძლიერი დაცვა გახდება. მტერმა თქვენთვის ზიანის მოყენება ისევ შეიძლება სცადოს, მაგრამ რიტუალი ისევ და ისევ მასთან დააბრუნებს. ვიმედოვნებთ, ამ მეთოდით თავის დაცვას შეძლებთ.

Advertisement