Connect with us

ჯანმრთელობა

1 ეფექტური ვარჯიში ხელების გასათხელებლად: დეტალური ინსტრუქცია

ასაკობრივი ცვლილებები გარდაუვალია და ამას უნდა შევეგუოთ. ნაოჭები, ჭაღარა თმა და ჩამოწელილი კანი სასოწარკვეთის მიზეზი არ უნდა გახდეს. სილამაზის ინდუსტრია მოგვიწოდებს, რომ 60 წლის ასაკშიც ახალგაზრდა გოგოს ტანი შევინარჩუნოთ. მსგავს იდეას ხელს უწყობს მსხვილი კომპანიები, რომელთაც მეტი შემოსავლის მიღება სურთ.  ამ მიზეზით ბევრი ქალი სარკეში საკუთარი ანარეკლით უკმაყოფილოა.

რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ დიდხანს ლამაზი და მოხდენილი დარჩეს, მაგრამ ეს ცხოვრების მთავარი მიზანი არ უნდა გახდეს. უფრო მნიშვნელოვანია, სულიერად ახალგაზრდა დარჩეთ. ჭაღარა თმა შეგიძლიათ შეიღებოთ, ნაოჭები სწორი მაკიაჟით შენიღბოთ ან სილამაზის პროცედურებით შეამციროთ. ხელებზე ჩამოწელილი კანის მოსაშორებლად უნდა ივარჯიშოთ.

ვარჯიში ხელების გასათხელებლად

ადამიანის კანი წლების მატებასთან ერთად მოშვებული ხდება, ელასტიურობას კარგავს და ამის გამო ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. ბევრი ქალი მათ დასამალად მკლავიან ტანსაცმელს იცვამს, ხოლო უმკლავო კაბაზე, სარაფანსა და მაისურზე უარს ამბობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით ვარჯიშს, რომელიც ხელებში კუნთების ტონუსს გაზრდის. ასე მათი დამალვა აღარ მოგიწევთ.

ვარჯიში „ალმასი“ რეგულარულად შეასრულეთ. მტანჯველი ვარჯიში არაა, სავარჯიშო ხელსაწყოები არ დაგჭირდებათ. ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეასრულოთ. მაქსიმუმ 10 წუთი ვარჯიში მოგიწევთ.

როგორ შევასრულოთ ვარჯიში „ალმასი“

  1. სწორად დადექით, ფეხები მხრების სიგანეზე. ორივე ხელის თითების წვერები ერთმანეთს მიადეთ. იდაყვები აწიეთ და კუნთების დაჭიმვა იგრძენით. ზურგი ოდნავ მოამრგვალეთ.
  2. პირიდან ღრმად ამოისუნთქეთ, ცხვირიდან ჩაისუნთქეთ. ისევ პირიდან ამოისუნთქეთ და მუცელი მაქსიმალურად შეწიეთ. სუნთქვა შეიკავეთ.
  3. რამდენადაც შესაძლებელია თითების წვერებით ერთმანეთს დააწექით. ხუთამდე დაითვალეთ და ნორმალურად სუნთქვა გააგრძელეთ.
  4. 40 წამით დაისვენეთ. ვარჯიში 4–ჯერ გაიმეორეთ.

ამ მარტივი ვარჯიშით ხელების კუნთების ტონუსი გაიზრდება და მალე შედეგს დაინახავთ. უმკლავო მაისური და კაბა თქვენს გარდერობში შეგიძლიათ დააბრუნოთ. შეგახსენებთ, ორსულობის პერიოდში, ოპერაციის შემდეგ ან ქრონიკული დაავადებების დროს ამ ვარჯიშის შესრულება უკუჩვენებულია.

გახსოვდეთ, ნებისმიერ ასაკში ლამაზი გარეგნობის შენარჩუნება კარგია, მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავი გიყვარდეთ ისეთი, როგორიც ხართ. ასაკობრივი ცვლილებები მიიღეთ. ნაოჭები ბედნიერებას ხელს ვერ შეგიშლით.

Advertisement