ჯანმრთელობა
1 ჭარხალი, 2 სტაფილო, 1 ვაშლი – მსოფლიოში საუკეთესო დიეტოლოგის რეცეპტი
ეს რეცეპტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ჩინელმა დიეტოლოგმა ჩენონ ლიმ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობის აღსადგენად შექმნა.
სპეციალისტმა რეცეპტის შედგენის დროს გაითვალისწინა, რომ ინგრედიენტები ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, რომლის მომზადებას ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა.
რეცეპტი ნამდვილად მსუბუქია, რადგან ჭარხალი, სტაფილო და ვაშლი ყველა აუცილებელ მიკროელემენტს შეიცავენ და ძვირიც არ ღირს.
ასე რომ:
აიღეთ 1 ჭარხალი, 2 სტაფილო და 1 ვაშლი. წვენი გაწურეთ ან მინიმუმ სმუზი მაინც გააკეთეთ.
დაახლოებით 1 საათით გააჩერეთ, რადგან ამ პროდუქტებს ყველა მნიშვნელოვანი ნაერთების გასათავისუფლებლად დრო სჭირდებათ.
რატომ არის ეს სასმელი სასარგებლო?
სასმელი შესანიშნავი საშუალებაა ღვიძლისა და თირკმლების დეტოქსიკაციისთვის. ის სიმსივნის განვითარებას აფერხებს, მენსტრუაციულ ტკივილს ამცირებს, იმუნურ სისტემას აძლიერებს, კანს აახალგაზრდავებს, ფარისებრ ჯირკვალს კურნავს და წონაში დაკლებას ხელს უწყობს.
როგორც ხედავთ, ყველაფერი გენიალური მარტივია!
ყურადღება: ამ სასმელის დალევა დიაბეტის, დიარეას, შარდკენჭოვანი დაავადების და კუჭის პრობლემის დროს რეკომენდებული არაა.
ჭარხლის უპირატესობა
ბეტაციანინი, ნივთიერება, რომელსაც წითელი ჭარხალი შეიცავს, ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და სიმსივნისგან გიცავთ!
ის ნაღვლის ბუშტის დაავადებას კურნავს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს და პოდაგრას კურნავს.
ჭარხალია მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა B1, B2, C და ფოლიუმის მჟავა, რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.
ჭარხალი შეიცავს ამინომჟავებს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის განვითარებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელია.
ის შეიცავს იოდს, რომელიც ფარისებრ ჯირკვალზე დადებითი მოქმედებით ცნობილია.
გარდა ამისა, წითელი ჭარხლის წვენი არტერიულ წნევას ამცირებს და შესაბამისად გულის შეტევას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებას აფერხებს.
სტაფილოს უპირატესობა
სტაფილო მხედველობას აუმჯობესებს. ის მდიდარია ბეტაკაროტინებით, ნაერთებით, რომლებიც მოხმარების დროს A ვიტამინად გარდაიქმნებიან.
ბადურაში A ვიტამინი გარდაიქმნება როდოპსინად, მხედველობის პიგმენტად, რომელიც სიბნელეში უკეთესად ხედვაში გეხმარებათ.
ბეტაკაროტინი ყვითელ ლაქას (მდგომარეობა, რომელსაც სხვადასხვა ოფთალმოლოგიური დაავადება შეიცავს) დეგენერაციისგან იცავს. ასევე კატარაქტისგან გიცავთ.
კვლევამ აჩვენა, რომ სტაფილო ბუნებრივი პესტიციდის, ფალკარინოლის შემცველობის წყალობით ფილტვების, სარძევე ჯირკვლების და მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკის 1/3-მდე ამცირებს.
სტაფილო ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, რომელიც ათეროსკლეროზს იწვევს.
ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც კანის უჯრედებს იცავს და თავისუფალ რადიკალებს ებრძვის.
სტაფილო ღვიძლის დეტოქსიკაციას ხელს უწყობს, გამონაყარს კურნავს და გაუწყლოებას თავიდან აგაცილებთ.
ვაშლის უპირატესობა
ჩინური მედიცინის თანახმად, ვაშლი გულის აძლიერებს და წყურვილის მოკვლაში გეხმარებათ. ვაშლის ძმარი თირკმლებში ქვების წარმოქმნას ხელს უშლის.
კვლევამ აჩვენა, რომ ვაშლის ყოველდღიურ მოხმარებას (დღეში მინიმუმ 1 ვაშლი) კანის დაავადების განვითარების შემცირება შეუძლია.
ბრაზილიური კვლევის თანახმად, ჭამის წინ 1 ვაშლის მიღება ქალებს 33%-ით უფრო მეტი წონის დაკლებაში ეხმარებათ, ვიდრე მათ, ვინც ვაშლს არ მიირთმევს.
ვაშლი მხოლოდ 50-80 კალორიას მოგცემთ და ცხიმებს ან ნატრიუმს არ შეიცავს.
ეს ხილი C, A ვიტამინის და ფლავონოიდების მდიდარი წყაროა.
ვაშლი კალიუმის კარგი წყაროა, რომელიც გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს.
თქვენ ასეთი რეცეპტი ნაცადი გაქვთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.