საკითხავი
1 მუჭა ინგლისური მარილი უსიამოვნებებს დაგავიწყებთ. შეუცვლელია
მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თბილ აბაზანაში განტვირთვა სასიამოვნოა. ასე მთელი დღის ჭუჭყს ვიშორებთ, თბილი წყალი დაღლილობას და ტკივილს ამცირებს. საყვარელი ეთერზეთი ან სპეციალური ქაფი ეფექტს აძლიერებს. ინგლისური მარილი გამოცდილი და ეფექტური საშუალებაა.
Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ინგლისურ მარილს და როგორ გამოიყენოთ.
ინგლისური მარილი
იგივე ეპსომის მარილია, ბუნებრივი მინერალური ნაერთი. მთავარი კომპონენტი მაგნიუმის სულფატია. მას ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ინგლისური მარილი კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში გამოიყენება. ვარჯიშის შემდეგ ტკივილს ამცირებს და განწყობას ზრდის.
აბაზანა ეპსომის მარილით დაჭიმულ კუნთებს აღდგენაში ეხმარება, ტონუსს ზრდის. ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ კარგ განწყობას გაჩუქებთ. სპორტული ტრავმის და ოპერაციის შემდეგ ასეთი აბაზანის მიღება რეკომენდებულია.
ინგლისური მარილის მთავარი კომპონენტი, მაგნიუმი, რიგ სასარგებლო თვისებებს ფლობს. რეგენერაციული და აღმდგენი თვისებების გარდა კუნთების, ნერვული, ძვლების და სახსრების სისტემებზე დადებითად მოქმედებს.
ეპსომის მარილი კარგი ანტიოქსიდანტური და დეტოქს საშუალებაა. მოწამვლის დროს ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს.
ინგლისური მარილის თვისებები
ეპსომის მარილი შესანიშნავი ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. ინგლისური მარილის აბაზანის რამდენიმე პროცედურა ფეხის უსიამოვნო სუნს დაგავიწყებთ. ფეხის კანი გლუვი და ნაზი გახდება.
ფეხის აბაზანა ინგლისური მარილით ბიუჯეტურია და ბევრი დადებითი ასპექტი აქვს. 20 წუთიანი აბაზანა საკმარისია. პროცედურა ყოველდღე 1 კვირის განმავლობაში გაიმეორეთ.
ეპსომის მარილის გამოყენების შესახებ კვლევები დღემდე გრძელდება. კლინიკური კვლევები საკმარისად ჩატარებული არაა, მაგრამ ის, რომ ეპსომის მარილი ბევრი პრობლემის უნივერსალური გადაწყვეტილებაა, უდავოა.
ბევრი მეცნიერი დიეტურ დანამატად მისი მიღების შესაძლებლობას განიხილავს. ჯერჯერობით მეთოდის შეფასება შეუძლებელია, რადგან საკმარისი კვლევა და ფაქტი არ არსებობს. ხოლო ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები ბუნდოვანია.
ყველაფრის მიუხედავად, ეპსომის მარილის შესახებ ცოდნა საკმარისია, რომ ყოველდღიური პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენოთ. ბევრი ქალი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თბილ აბაზანას ინგლისური მარილით იღებს, რომ შეშუპება შეამციროს და დაისვენოს.