Connect with us

საკითხავი

1 კოვზი ხელნაკეთი საშუალება საკმარისია, რომ გაჭედილი მილი გაწმინდოთ

გაჭედილი მილი ნიჟარაში ნამდვილი პრობლემაა. მის გამო ჭურჭლის ნორმალურად გარეცხვა შეუძლებელია. თან ხშირად უსიამოვნო სუნი ჩნდება, რომელიც სამზარეულოში ყოფნას არაკომფორტულს ხდის. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ნიჟარა სახლის პირობებში. ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ არც ერთს მსგავსი ეფექტი არ გამოუვლენია. ამ ეფექტურ და იაფ საშუალებას გიზიარებთ.

როგორ გავწმინდოთ ნიჟარა სახლის პირობებში

სამწუხაროდ, გაჭედილი მილი პრობლემაა, რომელსაც ადრე თუ გვიან ყველა აწყდება. მილში ხვდება საკვების ნარჩენები და დროთა განმავლობაში იჭედება. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ სპეციალური ქიმია შეიძინოთ, მაგრამ ის საკმაოდ აგრესიულია. რა საჭიროა საფრთხეში თავის ჩაგდება, როცა შეგიძლიათ ხელნაკეთი და ნატურალური ალტერნატივა იპოვოთ.

გვაქვს მეთოდი, რომლის მოქმედებაც მაღაზიაში ნაყიდ საშუალებას არ ჩამოუვარდება. მისი დახმარებით პრობლემას რამდენიმე წუთში მოაგვარებთ. ამ ნარევისთვის ინგრედიენტებს სამზარეულოში იპოვით. დაგჭირდებათ 4 ს/კ საკვები სოდა და 500 მლ ძმარი.

რა გავაკეთოთ ამ ინგრედიენტებით? ყველაფერი მარტივია. სოდა ნიჟარაში ჩაყარეთ, შემდეგ ძმარი ჩაასხით. 5-10 წუთით გააჩერეთ. სანამ რეაქცია მიმდინარეობს, ნახევარი ლიტრი წყალი აადუღეთ. მდუღარე წყალი მილში ჩაასხით. ამ მეთოდით ნებისმიერ ჭუჭყს დაშლით და უსიამოვნებას დიდი ხნით მოიშორებთ.

უსიამოვნო სუნი

ხშირად ნიჟარის მილიდან უსიამოვნო სუნი ვრცელდება. ისევ სოდა დაგჭირდებათ. კიდევ ერთი ხელნაკეთი საშუალება, რომელიც უსიამოვნო სუნს უმკლავდება. 200 გ სოდა და 200 გ მარილი აურიეთ. ეს ნარევი მილში ჩაყარეთ და 150 გ თბილი ძმარი და ცოტა წყალი ჩაასხით. რამდენიმე წუთში გამდინარე წყლით ჩარეცხეთ.

ამ მარტივი პროცედურით უსიამოვნო სუნი აორთქლდება. სამზარეულოში სასიამოვნო სუნი და სისუფთავის შეგრძნება დიდი ხნით დარჩება. პროცედურა დროდადრო გაიმეორეთ.

ახლა იცით, როგორ გაწმინდოთ ნიჟარა სახლის პირობებში. შესანიშნავია, რომ ამის გაკეთება შეიძლება ხელმისაწვდომი საშუალებით, რომელიც ეკოლოგიური და ეფექტურია. ასე პრობლემას მოაგვარებთ და ცოტა ფულს დაზოგავთ.

Advertisement