Connect with us

თავის მოვლა

1 თვით დეოდორანტებზე უარი ვთქვით. ნახეთ, რა გამოვიდა

დღეს თითქმის ყველა მაღაზია სავსეა მრავალფეროვანი საქონლით, რომელთა განსხვავების დანახვა რთულია. დაფიქრდით, რამდენ თავის მოვლის და სახლის პროდუქტს ვყიდულობთ. არადა თანამედროვე ცხოვრების რიტმში შემადგენლობის დეტალურად შესასწავლად დრო არ გვრჩება. ამავდროულად, მყიდველების უმეტესობას აწუხებს ბევრი ნივთის პოტენციური საფრთხე: სარეცხი ფხვნილი, შამპუნი, დეოდორანტი და ა.შ.

დეოდორანტების უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ მხოლოდ ახლა გამომიჩნდა დრო ამ პრობლემის საფუძვლიანად შესასწავლად. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რამდენად ხშირად უნდა გამოიყენოთ დეოდორანტები, უსაფრთხოა თუ არა მაღაზიაში შეძენილი ჰიგიენის საშუალებები და რა ალტერნატივები არსებობს.

შეიძლება თუ არა დეოდორანტის გამოყენება

მთავარი კომპონენტი, რომლის გამოც ბევრი ადამიანი დეოდორანტის გამოყენებისგან თავს იკავებს, ალუმინია. ზოგი მას ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკთან აკავშირებს, თუმცა ამის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.

ამასთან კვლევებმა აჩვენა, რომ მრავალწლიანი გამოყენების შემდეგ ალუმინს ნამდვილად შეუძლია ქსოვილებში დაგროვება. ის ენდოკრინულ სისტემასაც ანადგურებს.

როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნის პრობლემა, თუ ალუმინის შემცველი საშუალების გამოყენებაზე უარი თქვით? დავიწყოთ იმით, რომ დეოდორანტის რეგულარული გამოყენება ყველას არ სჭირდება. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში უბრალოდ არ არის ბაქტერია, რომელიც უსიამოვნო სუნს იწვევს.

თუ ამ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნებით, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ ოფლის სუნის შესამცირებლად:

  • სწორად იკვებეთ, რაციონში ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა შედიოდეს.
  • დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი დალიეთ.
  • დღეში 2–ჯერ შხაპი მიიღეთ.
  • ალკოჰოლზე უარი თქვით.
  • სპორტით დაკავდით.
  • ენდოკრინოლოგთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ შესაძლო ჰორმონალური დარღვევები გამორიცხოთ.

მოძებნეთ დეოდორანტები, რომლებიც მავნე კომპონენტებზე არ შეიცავენ. რა თქმა უნდა, დიდ ქალაქებში ასეთი ჰიგიენის საშუალების პოვნა გაცილებით მარტივია.

გარდა ამისა, ალუმინის შემცველი დეოდორანტის ნაცვლად შეგიძლიათ ხალხური საშუალება გამოიყენოთ. მათ მიეკუთვნება ლიმონი, ძმარი, სოდა, საპონი, ეთერზეთი და წყალბადის ზეჟანგი. თუმცა მათი გამოყენება მოსახერხებელი არაა. შინაურული დეოდორანტების ნაკლია ისიც, რომ უნივერსალური არაა. ისეთი შემადგენლობის მოძიება, რომელიც თქვენს ორგანიზმს მოუხდება, ოფლის სუნისგან დაგიცავთ და ალერგიულ რეაქციას არ გამოიწვევს, გარკვეულ დროს მოითხოვს.

რა თქმა უნდა, უკიდურესობაში გადავარდნა და მაღაზიის ყველა საშუალებაზე უარის თქმა აუცილებელი არაა. სჯობს აირჩიოთ ის, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე ყველაზე უკეთ უჯხდება. საბოლოოდ, ყველა თავად წყვეტს, სად არსებობს ბალანსი ნატურალურ საშუალებას, კომფორტულ გამოყენებასა და ეკონომიას შორის.