ჰოროსკოპი
06.06. ზაფხულის პირველი სარკისებრი თარიღი. რა სიურპრიზებს ველოდოთ
6 ივნისი სარკისებრი თარიღია. ამ დროს ექვსიანის ენერგია გარშემო ყველაფერს ავსებს. ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის რეალური შანსი გაქვთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა გააკეთოთ ამისთვის.
ციფრი 6–ის ენერგია
ნუმეროლოგიაში ექვსიანი ჰუმანიზმს განასახიერებს. ადამიანობის და დახმარებისადმი მზადყოფნის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, 6 ივნისს გაჭირვებულებს დაეხმაროთ და მოწყალება გასცეთ. არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ცხოველს, მაგალითად, უსახლკარო ძაღლს შეგიძლიათ დაეხმაროთ.
გარდა ამისა, ექვსიანი სამსარას 6 სამყაროს სიმბოლოა. ეს ნიშნავს სულიერ ზრდას, რომელიც სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია. უდარდელობა და ცხოვრების თვითდინებაზე მიშვება დაუშვებელია. ეს არა მხოლოდ ერთ სარკისებრ თარიღს ეხება.
თუმცა 6 ივნისს ამის გაკეთება განსაკუთრებით სახიფათოა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს უბედურება შეიძლება მოუტანოთ. სარკისებრმა თარიღმა ძალა რომ მოგცეთ, მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ ამას იმსახურებთ.
დღე უნდა იყოს პროდუქტიული, ამიტომ საწოლში დიდხანს არ გაჩერდეთ. რაც უფრო ადრე ადგებით, მით უფრო დატვირთული დღე გექნებათ. ივარჯიშეთ, გემრიელი საუზმე მოამზადეთ და დანარჩენი რიტუალი შეასრულეთ. იდეალური დღეა, რომ რაღაც ახალი დაიწყოთ, იქნება ეს ჰობი თუ სამუშაო საკითხები. მანამდე ყველა დაწყებული პროექტი დაასრულეთ.
06.06.2023 თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან შერიგებას შეძლებთ. ეს დღე გაატარეთ ახლობლების წრეში, რომელთაც ენდობით. მაგალითად, ბუნებაში გაისეირნეთ ან ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ. გააკეთეთ ის, რაც ნამდვილად გიყვართ. უარი თქვით იმ საქმეზე, რომელსაც ნეგატიური ემოციები მოაქვს. არავისთან იკამათოთ და იჩხუბოთ: ამ დღეს სიმართლეს ნამდვილად ვერ იპოვით.
რა უნდა გააკეთოთ 2023 წლის 6 ივნისს
2023 წლის 6 ივნისს შესაძლებლობა გექნებათ, რომ დაჯდეთ და ცხოვრებაზე დაფიქრდეთ. თვითანალიზს და რეფლექსიას დრო დაუთმეთ. იფიქრეთ, რისი შეცვლა გსურთ ცხოვრების წესში. ზედმეტი არ იქნება, რომ მომავალი კვირის ან თვის გეგმა დაწეროთ.
ჯადოსნური ექვსიანი ღირებულებების და პრინციპების გადახედვაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, უკვე დიდი ხანია ცხოვრების რადიკალურად შეცვლა გსურთ, მაგრამ ამის გაკეთების გეშინიათ. მაგალითად, საძულველი სამსახური დატოვეთ ან ტოქსიკური ურთიერთობა გაწყვიტეთ. სარკისებრ დღეს მიღებული გადაწყვეტილება სასურველ მიზნამდე მიგიყვანთ.
მედიტაცია სცადეთ. განმარტოება და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა მნიშვნელოვანია. ამისთვის ბუნებაში გასვლა იდეალურია. პლედი, წყალი, მსუბუქი წასახემსებელი წაიღეთ, ტბაზე წადით, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ. ქალაქის ხმაურისგან შორს შინაგან ხმას უკეთ მოუსმენთ და მოაგვარებთ პრობლემას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.
როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სარკისებრ თარიღზე
სარკისებრი თარიღი საუკეთესო დროა, რომ სურვილი ჩაიფიქროთ. ეს სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ გააკეთოთ. ჩვეულებრივ, სურვილს ფურცელზე წერენ იმდენჯერ, რომელი რიცხვიც სარკისებრ თარიღს მართავს. ჩვენს შემთხვევაში, ეს ექვსია. სანუკვარი სურვილი ფურცელზე დაწერეთ, ყოველ ჯერზე ახალი აბზაციდან დაიწყეთ. სულ ექვსი სტრიქონი გამოვა.
სცადეთ, არ დაწეროთ სიტყვები „მინდა“ და „მსურს“. შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოთქმა „მჭირდება“ ან „ვოცნებობ“. ფურცელი 4 ნაწილად დაჭერით. ძილის წინ თითოეულ ბინის სხვადასხვა ადგილას შეინახეთ. დილით შეაგროვეთ და დაწვით მორიგ სარკისებრ თარიღზე. საუკეთესო ეფექტისთვის მუსიკა ჩართეთ და არომატული სანთელი აანთეთ.
გისურვებთ, 6 ივნისი მშვიდ გარემოში და წარმატებულად გაატაროთ. დაე, ექვსიანის ენერგია წარმატების კუდით დაჭერაში დაგეხმაროთ.