ჰოროსკოპი
03.03 სარკისებრი თარიღი. რა სასწაულებს უნდა ელოდოთ და როგორ ჩაიფიქროთ სურვილი სწორად
სარკისებრი თარიღები დიდ ძალას ფლობს. ამ დღეებში იგრძნობა განსაკუთრებული ენერგია, რომელსაც ოცნებების ახდენა და ცხოვრების შეცვლა შეუძლია. გაზაფხულის სარკისებრი თარიღი 03.03.2023 ახლოვდება. საოცარი დღეა, რომ წარმატება კუდით დაიჭიროთ. გიამბობთ, როგორ ჩაიფიქროთ სურვილი ამ დღეს სწორად, რომ ნამდვილად ახდეს.
ასევე Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, კიდევ რას უნდა ელოდოთ ამ დღეს და როგორ გაატაროთ საუკეთესოდ.
როგორ ჩავიფიქროთ სურვილი
ეს დღე ყველასთვის ენერგეტიკულად ძლიერი იქნება, მაგრამ ქალებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 3 მარტს ქალური ენერგია ჭარბობს. ეს დღე საკუთარ თავს დაუთმეთ და მშვიდად გაატარეთ. სხვადასხვა სასიამოვნო რამით გაახარეთ. თქვენი ქალური მხარე დააკმაყოფილეთ, რაც არ უნდა სურდეს.
არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული მხარე აქვს. მამაკაცებმა არ უნდა დაიმორცხვონ. თქვენც შეგიძლიათ დრო საკუთარ თავს დაუთმოთ, რაღაც სასიამოვნო გააკეთოთ. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ასე ცხოვრებაში ძლიერ ენერგიას მოიზიდავთ.
მხოლოდ მოდუნება საკმარისი არაა. კარგი დღეა რაღაცის შესაცვლელად. მაგალითად, სანუკვარი სურვილების ასახდენად. ცხოვრებაში ცვლილებები ყოველთვის გვაეჭვებს. სარკისებრი თარიღები საუკეთესო დროა, რომ შიშს და ეჭვს დაემშვიდობოთ. აიღეთ და იმოქმედეთ.
გასაგებია, რომ ერთ დღეში ვერაფერს შეცვლით. ეს დასაწყისი შეიძლება იყოს. მაგალითად, გეგმის შედგენა, რაზე ოცნებობთ. ვთქვათ, მეტი ფული გსურთ. დაჯექით და დაისახეთ გეგმა, როგორ განახორციელოთ. თუ გეგმაში პატარა პუნქტებია, მაშინვე შეასრულეთ. აუცილებელი არაა, რადიკალური რამ გააკეთოთ, უბრალოდ უნდა დაიწყოთ.
სინამდვილეში, ჩვენი შეუპოვრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენი. თუ საკუთარ თავს სურვილების ასრულების უფლებას მისცემთ, გზაც გამარტივდება. სწორედ 3 მარტი საწყისი წერტილი უნდა იყოს. თამამად იმოქმედეთ და თქვენი ცხოვრება აკონტროლეთ.
როგორ ჩავიფიქროთ სურვილი
3 მარტი საუკეთესო დღეა, რომ სურვილი ჩაიფიქროთ. მის ასასრულებლად გეგმა უკვე შეადგინეთ, ახლა გულწრფელად უნდა ისურვოთ. ამისთვის ნებისმიერი რიტუალი გამოგადგებათ. ზოგი გირჩევთ, სურვილები ქაღალდზე ჩამოწეროთ და ბალიშის ქვეშ შეინახოთ. ზოგი ამ ქაღალდის ჭამას გირჩევთ. რას ვიტყვით, თქვენზეა დამოკიდებული.
სარკისებრი თარიღი ძლიერი დღეა, რომელიც განსაკუთრებულ ენერგეტიკას ფლობს. როგორც არ უნდა ჩაიფიქროთ სურვილი, ეს ენერგეტიკა იმუშავებს. მთავარია, გულწრფელად გჯეროდეთ, ეს ასრულდება. ასევე თქვენი შინაგანი მისწრაფება, რომ ოცნება რეალობად აქციოთ.
3 მარტს საღამოს უნდა მოდუნდეთ. ეს სურვილების ჩაფიქრების რიტუალად შეგიძლიათ აქციოთ. მაგალითად, სანთლები აანთეთ, საყვარელი მუსიკა ჩართეთ და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როცა თქვენი სურვილი ახდება. ეს სამყაროსკენ მიმართული ძლიერი სიგნალია!
სურვილების ჩაფიქრებაში მკაცრი აკრძალვა არ არსებობს. საკუთარ თავთან გულწრფელი იყავით, რაღაც კარგი ისურვეთ და აუცილებლად ახდება. ვიმედოვნებთ, ეს სტატია ოცნებების ასახდენად შთაგონებას მოგცემთ. წარმატებას გისურვებთ!