Connect with us

ჯანმრთელობა

№1 საშუალება მხედველობის გასაუმჯობესებლად – ფილატოვის ჯადოსნური რეცეპტი

წლების მატებასთან ერთად მხედველობა თავის სიმკვეთრეს კარგავს. საქმე არა მხოლოდ ასაკშია. თვალების ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ცუდი ეკოლოგია, თამბაქოს მოწევა და მავნე საკვები. სინგაპურის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ მხედველობასთან დაკავშირებული კვლევები იმედგამაცრუებელ პროგნოზს იძლევიან: 2050 წლისთვის ყოველი მეორე ადამიანი ახლომხედველი იქნება.

თუმცა მხედველობის აღდგენა შეიძლება! თვალის ეფექტური სამკურნალო საშუალება ოდესის წამყვანმა ოფთალმოლოგ-მეცნიერმა ვლადიმერ ფილატოვმა გამოიგონა. გასული საუკუნის 50-იან წლებში ამ ჯადოსნური რეცეპტის შესახებ ექიმის ყველა პაციენტმა იცოდა. ახლა ამ რეცეპტის შესახებ თქვენც გაიგებთ.

სასმელი მხედველობის გასაუმჯობესებლად

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 300 გრ თაფლი
  • 500 გრ დაქუცმაცებული ნიგოზი
  • 100 მლ ალოეს წვენი
  • ახალ დაწურული 3 ლიმონის წვენი

მომზადება:

  1. ალოეს წვენი თავად რომ მოამზადოთ, 2-3 წლის მცენარის ფოთლები აიღეთ. სასმელისთვის მხოლოდ ქვედა ან საშუალო ფოთლები გამოიყენეთ, ზედა ნაწილს არ შეეხოთ.
  2. ალოე თბილი წყლით გარეცხეთ, გააშრეთ, მაგრამ იმწამსვე არ დაჭრათ. პერგამენტის ქაღალდში გაახვიეთ, თეფშზე დადეთ და მაცივარში 8-10 დღე შეინახეთ.
  3. ფილატოვი ამას ასე განმარტავდა: ცივ და ბნელ პირობებში მცენარეულ ქსოვილებში ბიოგენური სტიმულატორები გროვდება, ეს ნივთიერებები უჯრედების მუშაობას ააქტიურებენ.
  4. დროის გასვლის შემდეგ ფოთლები კიდევ ერთხელ გარეცხეთ, კბილები მოაჭერით და მცირე ნაჭრებად დაჭერით, სახეხზე გახეხეთ ან დააბლენდერეთ. შემდეგ საწურის ან ორ ფენად გაკეცილი მარლის დახმარებით წვენი გაწურეთ.

მნიშვნელოვანია: მიღების მაქსიმალური პერიოდი – 1-1,5 კვირა. კურსი შეგიძლიათ 1-2 თვეში ერთხელ გაიმეოროთ. სამკურნალო საშუალების ჭარბად გამოყენება არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთებას გამოიწვევთ.

ვისთვის არ შეიძლება ალოეზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალების მიღება?

ფილატოვის სამკურნალო საშუალებას უკუჩვენება გააჩნია:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მწვავე დაავადება;
  • თირკმლების ანთება;
  • შარდსასქესო სისტემის ორგანოების ანთება;
  • ბუასილი;
  • ორსულობა;
  • ფილტვის ტუბერკულოზის გამწვავება

თუ მხედველობის გამაუმჯობესებელ ამ საშუალებაზე ალერგია გაქვთ, მკურნალობა თამამად დაიწყეთ. მხედველობის აღსადგენად ეს მოქმედი საშუალება მოამზადეთ და რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.