Connect with us

ჯანმრთელობა

ჰიპოკრატეს სასმელი – 100 დაავადების სამკურნალო საშუალება

ძველად, აღმოსავლეთში ბროწეული სამეფო ხილად ითვლებოდა, რომელსაც უამრავი დაავადების განკურნება შეეძლო. სასარგებლო თვისებებს არა მხოლოდ მისი რბილობი, არამედ ქერქიც ფლობს, რომლისგანაც შეგიძლიათ უნიკალური სამკურნალო სასმელი მოამზადოთ.

ბროწეულის ქერქი უძველესი დროიდან სამკურნალო მიზნით გამოიყენება. ქერქი ადამიანის ორგანიზმის პათოგენების განვითარებას აფერხებს და ანთებით პროცესებს ამცირებს. ბროწეულის ქერქის გადაგდება არ ღირს, რადგან მასში ძალიან ბევრი სასარგებლო მიკროელემენტი შედის. მას ანტიპარაზიტული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია. ის ინფექციებს და ვირუსებს ებრძვის.

რომელი ბროწეული ავირჩიოთ?

კარგ ნაყოფს ხმელი ქერქი და წვნიანი რბილობი აქვს. ბროწეულის გარსი გლუვი არ უნდა იყოს. ქერქი დაზიანებული არ ჰქონდეს, ხელშესახებად უხეში უნდა იყოს. ბროწეული გამწვანებული არ უნდა იყოს.

ბროწეულის ხმელი ქერქის მომზადების რეცეპტი

1 ნაწილ ხმელ ქერქზე 20 ნაწილი მდუღარე წყალი აიღეთ. მინის ჭურჭელში 12-12 გრ ხმელი ქერქი მოათავსეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაუმატეთ ან შეგიძლიათ ცივი წყალი დაასხათ და ადუღებამდე მიიყვანოთ, მაგრამ დუღილი არ აცადოთ. შემდეგ თავსახური ან რამდენიმე ფენად გაკეცილი ქაღალდი დაახურეთ. ნახევარი საათით დაყენების შემდეგ, შეგიძლიათ ნაყენი გამოიყენოთ. ქერქი არ გადაყაროთ, დაყენება გაგრძელდება.

ჰიპოკრატეს სასმელი ორგანიზმის უამრავი უსიამოვნების დროს დაგეხმარებათ. მომზადების რეცეპტი ერთნაირია, მაგრამ გამოყენება დაავადების მიხედვით განსხვავდება.

როგორ მივიღოთ ბროწეულის ქერქის ნაყენი სხვადასხვა დაავადების დროს

1. ნაწლავების აშლილობა

ხშირად ისეთმა უსიამოვნებამ, როგორიცაა დიარეა, შეიძლება თავზარი დაგცეთ, რადგან ეს შეიძლება მოხდეს სახლში, გზაზე ან შვებულებაში. ასეთ შემთხვევაში ზუსტად ნახევარი ჭიქა ახალ მომზადებული ნაყენი დალიეთ, ხოლო დარჩენილ ნაწილს თავსახური დააფარეთ და მორიგი დაყენებისთვის გააჩერეთ. 10-15 წუთის შემდეგ ნაწლავების აშლილობა უნდა გაქრეს.

თუ სიმსუბუქეს ვერ გრძნობთ, ექიმს მიმართეთ და ყველა აუცილებელი ანალიზი გაიკეთეთ. თუ ძლიერ ფაღარათს თან ახლავს გაზრდილი ტემპერატურა, ტკივილი და სხვა სიმპტომები, ექიმი ან სასწრაფო დახმარება დაუყონებლივ გამოიძახეთ.

2. საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი პროცესები

ბროწეულის ქერქის ნაყენი დაგეხმარებათ ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა კუჭის და ნაწლავების წყლული, ანთებითი პროცესები ნაწლავებში, დისბაქტერიოზი. გაითვალისწინეთ, რომ ნაყენის მიღება შეიძლება მხოლოდ რემისიის დროს და მკურნალი ექიმის ნებართვით, რადგან მას შეიძლება უკუჩვენება და თანმდევი პათოლოგიები ახლდეს, რომლის დროსაც ნაყენის მიღება ეფექტური არ იქნება.

ნახევარი ჭიქა (100 მლ) ხმელი ქერქის ნაყენი 4 მიღებაზე გადაანაწილეთ და 20-25 მლ ყოველი კვების დროს დალიეთ. ნაყენი არ გადაწუროთ. დალიეთ ჭამამდე, პირველად უზმოზე, ბოლო კი – ძილის წინ. ნაყენი ყოველ მეორე დღეს დალიეთ. ნაყენის მიღების დღის შემდეგ 1 დღე აუცილებლად დაისვენეთ. 1 კვირიანი შესვენების შემდეგ სამკურნალო კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. სამკურნალო სასმელის მიღების დროს სპირტიანი სასმელები მკაცრად აკრძალულია.

განკურნების პროცესი იმაში მდგომარეობს, რომ ბროწეულის ნაყენი მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პათოგენების გამრავლებას აფერხებს და ანთებით პროცესებს აქრობს. ასევე ცნობილია, რომ ჰიპოკრატე ასეთ ნაყენს კანის დაზიანების, ნაკაწრების და მცირე ტრავმის დროს იყენებდა. ამისთვის, სუფთა სალფეთქი ნაყენში დაასველეთ და ჭრილობაზე დაიდეთ.

ბროწეული და მისი ახალდაწურული წვენი უკუჩვენებულია:

  • მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტი;
  • ბუასილი;
  • ყაბზობა;

ბროწეულის და მისი ქერქის სასარგებლო თვისებები:

წნევას ამცირებს – ბროწეულის მარცვლები ჰიპერტონიის დროს წნევას ნაზად ამცირებს. თუ ხმელ ქერქს ჩაის დაუმატებთ, საშუალება გაზრდილ შფოთვას შეამცირებს და უძილობის დროს დაგეხმარებათ.

ჰემოგლობინს ზრდის – ანემიური მდგომარეობის დროს ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი – 2-3 თვე.

ჰორმონების ბალანსს აღადგენს – ბროწეულის თესლები კლიმაქსის, წინა მენსტრუაციული სინდრომის დაავადებების დროს დაგეხმარებათ, ჰორმონალურ აქტივობას ზრდის.

სისხლში შაქარს ამცირებს – შაქრიანი დიაბეტის დროს დაგეხმარებათ. 60 წვეთი წვენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ და შაქრის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება;

ცხვირ-ხახას წმენდს – ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს გაზავებული წვენით პირის ღრუ გამოივლეთ. წვენს სადეზინფექციო თვისებები გააჩნია და ტკივილს ამცირებს.

რადიოაქტიურ იზოტოპებს გამოდევნის – ბროწეულის ნაყოფი სასარგებლოა მათთვის, ვინც რადიოაქტიურ ნივთიერებებთან მუშაობს ან მაღალი რადიაციის მქონე რეგიონში ცხოვრობს.

პარაზიტებს გამოდევნის – მწიფე ქერქი შეიცავს იზოპელტერინს, მეთილიზოპელტერინს, პელტერინს, რომლებიც ჭიების გამოდევნას ხელს უწყობენ. ამისთვის 40-50 გრ დაჭყლეტილი ბროწეულის ქერქი ნახევარ ლიტრ ცივ წყალში დაახლოებით 6 საათით დააყენეთ. შემდეგ სუსტ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ სითხე არ განახევრდება. ამის შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და მცირე ყლუპებით 1 საათის განმავლობაში დალიეთ. 1 საათის შემდეგ საფაღარათო საშუალება დალიეთ, 4-5 საათში ოყნა გაიკეთეთ;

კანის დარღვევებს კურნავს – დაქუცმაცებული, კარაქში ან ზეითუნის ზეთში შემწვარი ქერქის ნიღაბი სახის ცხიამინ კანს გამოაშრობს, აკნეს და ჩირქოვანი გამონაყარის დროს დაგეხმარებათ. ხმელი ქერქის ფხვნილი დამწვრობის, ბზარების და ნაკაწრების დროს დაგეხმარებათ.

დიარეას აქრობს – მას შემკვრელი თვისებები გააჩნია. ბავშვებს შეგიძლიათ წყალში გაზავებული წვენი დაალევინოთ. უფროსებმა კი მწიკვი ხმელი ქერქის ფხვნილი დღეში 3-ჯერ მიიღეთ.

ანთებას ამცირებს – 2 ჩ/კ ხმელ ქერქს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით წყლის ორთქლზე ადუღეთ. შემდეგ კარგად გადაწურეთ და წყალი საწყის მოცულობამდე დაასხით. 50 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ! ბროწეულის წვენი ალკალოიდებს, ტოქსიკურ ნივთიერებას, შეიცავს. რეცეპტის დოზის გადაჭარბება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მის მიღებას შეიძლება გვერდითი ეფექტები ჰქონდეს, როგორიცაა გაზრდილი წნევა, თავბრუსხვევა, მხედველობის დაქვეითება, კრუნჩხვები. ბროწეულის წვენი ორგანულ მჟავებს შეიცავს, რომლებიც კბილის ემალს აზიანებენ, ამიტომ ახალ გაწურული წვენი წყალში გააზავეთ.

ბროწეულის წვენის მიღება

ორგანიზმის გასაწმენდად. ტოქსიკური ნივთიერებების და ნარჩენი პროდუქტების მოსაშორებლად ბროწეულის წვენი 3 კვირიანი კურსით მიიღეთ. 1-ელი კვირა – ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, მე-2 კვირა დღეში 2-ჯერ, მე-3 კვირა დღეში ერთხელ.

კუჭის და ნაწლავების აშლილობის, ანემიის დროს. ნახევარი ჭიქა წვენი დღეში 3-ჯერ დალიეთ. რეკომენდებულია ისეთი საკვების მიღება, რომელიც კუჭში გასვლას შეამსუბუქებს. კურსი 2-4 თვე გრძელდება. 1 თვე შეისვენეთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.

სურდოს, გაციების და ყელის ტკივილის დროს. გაზავებული წვენით ყელი გამოივლეთ და თაფლთან ერთად მიიღეთ.

მენსტრუაციის დარღვევის დროს. ჰორმონალური წარმოების დარეგულირებისთვის ციკლის პირველ კვირას 1 ჭიქა გაზავებული ბროწეულის წვენი დალიეთ.

შეშუპების და ნაღვლის დაგროვების დროს. ყოველდღე 1/3 ჭიქა წვენი დალიეთ.

მადის დაქვეითების დროს. ნახევარი ჭიქა წვენი ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ.

შაქრიანი დიაბეტის, მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს. ნახევარი ჭიქა ან 1 ჭიქა წვენი 1 ჩ/კ თაფლთან ერთად დღეში 3-ჯერ დალიეთ.

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. საუზმის მიღებამდე 1 საათით ადრე ნახევარი ჭიქა წვენი 3 თვის განმავლობაში დალიეთ.

კანის დამწვრობის დროს. ბროწეულის წვენი წყალში გააზავეთ და დამწვრობის კერა დაასველეთ. ის გამოშრება, ხოლო ქერქის ქვეშ კანი შეხორცდება.