Connect with us

ჯანმრთელობა

ჰერპესის მკურნალობა ხალხური საშუალებებით

ადამიანების უმეტესობას ერთხელ მაინც გადატანილი აქვს „ტუჩის სურდო“, რომელსაც კაცობრიობა უძველესი დროიდან იცნობს. ტუჩზე ბუშტების გაჩენას, სტომატიტს, კონიუნქტივიტს, სასქესო ორგანოების ჰერპესს ყველა დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუ დაავადება მარტივ ფორმებში მიმდინარეობს. ასეთი უსიამოვნება მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება. ექიმთან მიმართვა ხშირად არასწორი პროფილით ხდება.

მედიცინას ადამიანის ორგანიზმში ჰერპესის სრულად განადგურება ჯერჯერობით არ შეუძლია, მაგრამ მისი მავნე მოქმედების განეიტრალება შესაძლებელია. ჰერპესის მკურნალობა კომპლექსურად, რამდენიმე მიმართულებით და პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

ჰერპესის „დაძინებით“ და მის „ძილის“ ფაზაში გადაყვანასთან ერთად იმუნური სისტემის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კომპლექსურად ნიშნავენ პრეპარატებს, რომლებიც ვირუსის მოქმედებას ასუსტებენ და მის ციკლს ყინავენ. სამედიცინო სფეროში ფარმაკოლოგიური სიახლეები გამოჩნდა, რომლებიც უჯრედული პარაზიტების თაობას ცნობს და ანადგურებს, ამით მათ უსიცოცხლოს ხდის.

ტუჩზე ჰერპესის გამოჩენას ხალხი სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის: კბილის პასტის, ალოეს წვენის, ლიმონის და კორვაროლის წასმით, ოდეკოლონის, სპირტის, ცხელი კოვზის და სოდის დახმარებით ჰერპესის მოწვით. ხშირად ასეთი ძალისხმევა არაეფექტურია. ქავილის შემცირებას და შეხორცების დაჩქარებას ბრილიანტის მწვანის, კვარცის ან თუთიის მალამოს დახმარებით შეძლებთ. ჰერპესის გარე გამოვლინებას კარგად ებრძვის ჩაის ხის ზეთი და სოჭის ზეთი. დაავადების დროს ყოველ 2 საათში და ღამით დაზიანებულ ადგილას  წაისვით.

ინფექციის გავრცელება თავიდან რომ აიცილოთ, დაბანის დროს პრობლემური ადგილი მშრალი დატოვეთ და ტუჩები არ დაისველოთ. თუ ჰერპესი პირში მოხვდა, პირის ღრუ სალბის, გვირილას, გულყვითელას, მრავალძარღვას ან წყლის პერის ნაყენით გამოივლეთ. ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და გამოიყენეთ. ადამიანის იმუნიტეტი ჰერპესის ვირუსის მიმართ არამდგრადია. ამასთან ჰერპესის სხვადასხვა სახეობა შეიძლება გაერთიანდეს, რომ ადამიანზე მორიგი შეტევა განახორციელოს. გაითვალისწინეთ, რომ დაავადების ყოველი რეციდივის დროს ინფექცია ახალ უბანს იკავებს. სწორედ ამიტომ, ვირუსული ინფექციის აქტივაციის დროს აქტუალურია ინტერფერონების მიღება, რომლებიც ორგანიზმში ცილოვანი ნივთიერებების წარმოებას სტიმულირებენ. ეს ვირუსული შეტევების მიმართ უჯრედული იმუნიტეტის განვითარებას ხელს უწყობს.

ჰერპესთან ბრძოლაში ეფექტურია ყვითელ კრიალოსანზე დაფუძნებული პრეპარატები. მრავალძარღვის, პიტნის, ფარსმანდუკის, გვირილას და კრაზანას მცენარეულ ნაკრებს ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს. მისი მოქმედება ქიტინთან კომბინაციაში ძლიერდება.

ჰერპესთან ხანგრძლივი ბრძოლის განმავლობაში ხალხურ მედიცინაში ანტივირუსული ბალახების გამოყენების მხრივ დიდი გამოცდილებაა დაგროვებული: კრაზანა, ოფის კვირტები, მოცხარი, არყის ფოთლები, გულყვითელას ყვავილები და ალოე.

ხალხური მედიცინის რეცეპტები ჰერპესის საწინააღმდეგოდ

დაქუცმაცებული ძირტკბილას ფესვები, კრიალოსანა, არალია, ლევზეია, ორკბილას ბალახი, გვირილას ყვავილები და მურყანის გირჩები თანაბარი პროპორციით აიღეთ. 2 ს/კ ნარევს თერმოსში ½ ლ მდუღარე წყალი დაასხით და მთელი ღამე დააყენეთ. 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

2 ს/კ ბარამბოს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. დაყენების შემდეგ ½ ჭიქა ნაყენი ჭამამდე დალიეთ. კურსი – 1-1,5 თვე. ასე შეგიძლიათ იაჟუჟუნას, ორკბილას და ძაღლყურძენას ღეროს ჩაი დალიოთ, აიღეთ ასეთი პროპორციით 1:1:0,5

10 გრ არყის კვირტებს 1 ჭიქა წყალი დაასხით, 15 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ ნახარში დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ.

2 ჩ/კ ძირტკბილას ფესვებს 1,5 ჭიქა წყალი დაასხით, 2 საათით ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ, შემდეგ ნახევარი საათით წყლის ორთქლზე გააჩერეთ და 10 წუთით გააგრილეთ. 10 დღე, ჭამამდე დალიეთ.

ჰერპესთან საბრძოლველად ადაპტოგენი გამოიყენეთ, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს და დაავადების მიშვებული ფორმის დროს ეფექტურია. ის ლეიკოციტების წარმოებას და დაზიანებული უჯრედების აღდგენას ხელს უწყობს. ჯენ-შენის, ექინაცეას, ლიმონურას და ვარდისფერი როდიოლას სპირტიანი ნაყენი 2-3 კვირა მიიღეთ. 2-3 წვეთით დაიწყეთ და ყოველდღე თითო წვეთი დაუმატეთ ისე, რომ 30 წვეთამდე ახვიდეთ.

ჰერპესის სამკურნალოდ ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად B და C ვიტამინების (პირველ დღეებში ჰერპესის ინკუბაციურ პერიოდს ამცირებს) და E ვიტამინის (ტკივილს ამცირებს და წყლულების შეხორცებას აჩქარებს) მიღებაც ხდება. დაავადების პროფილაქტიკის მიზნით ვიტამინების ნაკრები ოქტომბრიდან აპრილამდე პერიოდში მიიღეთ.

ჰერპესთან ბრძოლაში კვება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. გახსოვდეთ, რომ ჰერპესს ნებისმიერ ტკბილეული, მარილიანი კერძი, არაქისი, შოკოლადი, ქიშმიში, ქეშიუ და ლუდი უყვარს. იმუნიტეტზე გაზიანი სასმელები უარყოფით გავლენას ახდენენ. ორგანიზმისთვის სასარგებლოა თევზი, ქათამი, ხორცი, კვერცხი, პარკოსანი პროდუქტები, კარტოფილი, ხორბლის აღმონაცენები, რძის პროდუქტები – ისინი უცვლელი ამინონმჟავის, ლიზინის წყაროს წარმოადგენენ, რომელიც ცილების შემადგენლობაში შედის.

სიფრთხილის ზომები დაიცავით, იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ, პროფილაქტიკით დაკავდით და ჰერპესი დაგავიწყდებათ. თუ დაავადების მოშორება ვერ შეძელით, ჰერპეტოლოგ-ინფექციონისტს აუცილებლად მიმართეთ.

ყურადღება! ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ!