Connect with us

ჰოროსკოპი

ჰასკი თუ ალაბაი: რომელი ჯიშის ძაღლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალებს კატებთან თავის შედარება ძალიან უყვართ და გვესმის, რატომ! კატები ყველა ერთნაირია! იქნებ ძაღლს უფრო ჰგავხართ? გსურთ, გაიგოთ, რომელი ჯიშის ძაღლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? მაშინ წაკითხვა გააგრძელეთ.

თხის რქა – გერმანული ნაგაზი

მომუშავე ძაღლის ეტალონი: უმუშევრად იწყენს და ხმება, ბეწვს და ცხოვრების აზრს კარგავს. ხელს არ მოკიდებს საქმეს, რომელიც მისთვის შესაფერისი არაა: შეიძლება ჩუსტები მოგიტანოთ, მაგრამ აი, თქვენი ცირკით პუდელებთან წადით. გამოჩენილმა სელექციონერებმა ამისთვის  არ იმუშავეს! ნაგაზთან ერთად ცხოვრება მუდმივად შრომას ნიშნავს: ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში. სად წახვედი? გაჩერდი, თქვა მან! ფეხებთან! ჯოხი დადე, სწრაფად! მეორე მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გწვრთნის, როგორც ქალ თხის რქასთან ცხოვრება. განსხვავება იმაშია, რომ გერმანული ნაგაზი ერთხელაც პენსიაზე გავა, ხოლო თხის რქა – იმედიც არ გქონდეთ.

მერწყული – ჯეკ რასელ ტერიერი

თუ ჯეკ რასელმა დაგიჭირათ (გაზეთს კითხულობთ, როცა უკვე ხუთი წუთია ძაღლთან არ გითამაშიათ?!), გარეთ გასვლას ვეღარ შეძლებთ. კვლავ ბურთის გადაგდება მოგიწევთ და კვლავ და კვლავ ბურთი, ბურთი, ბურთი. არსებობს სხვა ვარიანტიც: შეგიძლიათ ჯეკ რასელი ბედს მიანდოთ: დაე, თავად გაერთოს, თუ ასეთი მხიარულია! მაგრამ გახსოვდეთ, რომ რასელი არა მხოლოდ მხიარული მეგობარი, არამედ მონადირეა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ორმოში შეძვრეს და ბრძოლა გააჩაღოს. დიდი ალბათობით, არ მოგეწონებათ, როცა ჯეკი თავის გართობას დაიწყებს. გვამების დამალვით დაიღლებით. სჯობს ბურთი გადაუგდოთ. მერწყულთან ერთად სასრიალო მოედანზე წადით, წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებთ.

თევზები – ავღანური ბორზაია

ის ძალიან ლამაზია. არა, ასე არა: ის ულამაზესია. ავღანური ბორზაია თავად სრულყოფილებაა, მასზე ლამაზ ძაღლს ვერ იპოვით. ის ფაქტიც, რომ ამ სილამაზის შენარჩუნება დიდ დროს და ფულს მოითხოვს, არავის აჩერებს. ამის გამო მოთმენა შეიძლება! მართალია, ავღანური ბორზაია ყველაზე სულელი ძაღლების სიაში რეგულარულად მეორე ადგილს იკავებს. რაც ტყუილი და ბოროტი ცილისწამებაა, ბორზაი უბრალოდ ადამიანებს, მათ შორის პატრონს, არად აგდებს: მონავ, ჩემი თასი მომიტანე და გაქრი! ბორზაი ადამიანთან მუშაობისთვის უბრალოდ შექმნილი არაა, მას სხვა ამოცანა აქვს. ავღანური ბორზაის ერთადერთი ამოცანაა სამყარო დაამშვენოს. ასეთი კატები ან თევზები არიან.

ვერძი – ალაბაი

ნამდვილი თანამებრძოლი: მტერს ახლოს არ მოუშვებს და პარტნიორის ზურგს უკან მხოლოდ იმიტომ დაიმალება, რომ საჭირო მომენტში გამოვიდეს და ყველას უკბინოს. ძაღლი სავსეა ძალით, მამაცობით და საკუთარი ღირსების გრძნობით და ნამდვილი ვირული სიჯიუტით: თუ რამე გადაწყვიტა, ასე უნდა იყოს. კამათის მსურველებმა ჯერ 70 კგ ალაბაის ხორცი უნდა გადაიტანონ, რომელიც სპეციალურად სასტიკი მგლების გასანადგურებლად არის შექმნილი. ამბობთ, რომ მსურველი არავინაა? ჰმ, ალაბაი ასეც ფიქრობდა, როგორც პრინციპში ქალბატონი ვერძი.

კურო – ბასეტ ჰაუნდი

მსოფლიოში ყველაზე სულელი ძაღლების სიაში საპატიო პირველი ადგილი ბასეტ ჰაუნდს უკავია. ამავდროულად, ყველაზე უბედური, ყველაზე მოუხერხებელი და უსარგებლო ძაღლია. სწავლას თითქმის არ ექვემდებარება. ყოველთვის ისე გამოიყურება, თითქოსდა უთხრეს, რომ ერთ წუთში სამყაროს აღსასრული დაიწყება – მის თვალებში უცოდველი კაცობრიობის მთელი დარდია. არაფრის კეთება არ სურს, მხოლოდ თბილ სავარძელში წოლა (აქედან ბასეტის გაძევა გაგიჭირდებათ – მძიმეა და თავს მოგაჩვენებთ, თითქოსდა არ ესმის). სინამდვილეში, ბასეტი სულელი ძაღლი არაა, უბრალოდ მეძებარია. თავი ასეთი ცარიელი იმისთვის აქვს, რომ კვალი ბოლომდე დაეტიოს. თუ კვალი აიღოს, ბოლომდე არ მიატოვებს. და მასთან ერთად ფინალურ წერტილამდე რბოლა მოგიწევთ, რადგან სხვა ყველაფერი აღარ აღელვებს. კუროც ასეთია. შეუძლებელია გზიდან გადაახვევინოთ. არ აინტერესებს, თუ სად მიდის.

ტყუპები – ციმბირული ჰასკი

საშინელი არსება! წარმოუდგენლად ლამაზი და უჩვეულოდ მეგობრული. ამ მშვენიერ თვისებებთან კომბინაციაში ჰასკი ერთი ნახვით თავს შეგაყვარებთ. ჰა ჰა, მოტყუვდით! საერთოდ, ჰასკი ძაღლი არაა. ჰასკი ბუნების სასტიკი ხუმრობაა, ენოტის და დარტანიანის ნარევი. მოდით გავერთოთ, ჯანდაბას!  მოდით კატებს გავეკიდოთ, მოდით ძაღლი დუელში გამოვიწვიოთ, გაზქურიდან ბორშის ქვაბი გადავაგდოთ და პატრონს ვეხუმროთ!  ახლა – სიმღერა! ზოგადად, ამ ყველაფრის ატანა მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება, მაგრამ ეს მაინც არ ვიცით. ვიღაცას ხომ ჰასკი ჰყავს და ტყუპებთან ცხოვრობს, ასეა?

კირჩხიბი – კოლი

მრავალფუნქციური ძაღლი: შეუძლია მწყემსობაც და მსახურობაც. ამის არ გაკეთება ძილში ან სიკვდილის დროსაც არ შეუძლია. კოლის მთავარი ამოცანა: მთელი ნახირის შეგროვება და იმის თქმა, რომ მათ მოძრაობას სწორი მიმართულება სჭირდება. ბუნებრივია, თავად ნახირს არავინ ეკითხება, საით სურს წასვლა: დისიდენტები და მეამბოხეები საკუთარ ტყავზე გამოცდიან, თუ რამდენად ბასრია მათი მწყემსის კბილები. მეორე მხრივ, თუ მწყემსი კოლი, ანუ ქალი კირჩხიბია, შეგიძლიათ მოდუნდეთ და უბრალოდ დაღეჭოთ: დანარჩენზე თავად იზრუნებს. კარგად დაღეჭეთ!

ლომი – იორკშირის ტერიერი

გლამურული ძაღლი: მოდის ჩვენებებისა და ელეგანტური წვეულებების ხშირი სტუმარი, ყოველთვის მორთული და მოდური. მისი ჩანთა ზოგჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თავად ძაღლი. რაც მთავარია, იორკშირს მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელ ძაღლად მიინჩევენ – ისინი არა უბრალოდ ლამაზები, არამედ გაბედულები არიან. ოჰ, ეს მამაცი პატარა გული! ყოველთვის მისი ხელში ტარება და კოცნა გვსურს. სწორედ ასე ცხოვრობს ქალი ლომი და ვერავინ გაიგებს როგორ გაიარა ჭუჭყიდან ბატონობამდე გზა. როგორც ვერავინ გაიგებს იორკების ბნელი წარსულის შესახებ, რომლებიც ნაგავში სამუშაოდ გამოიყვანეს: იორკები ვირთხების მჭამელები არიან, ხოლო ყველაზე მეტი ვირთხა სწორედ ნაგავსაყრელზე გვხვდება.

ქალწული – რიზენშნაუცერი

ღამე ბნელ ხეივანში უზარმაზარი რიზენშნაუცერის დანახვა სასიხარულო ნამდვილად არაა. მართალია, მისი დანახვა რთულია, რადგან ძლიერი, სწრაფი და ეშმაკია და წარმოუდგენლად სასტიკი. ამის შესახებ ყველამ არ იცის, რადგან სახე არ აქვს: ქვემოთ წვერი, ზემოთ ჩოლკა, თვალი არ ჩანს, მიმიკაც და რთული სათქმელია რაზე ფიქრობს შავი მოჩვენება ნიანგის პირით. ამის შესახებ მფლობელმაც არ იცის. სამაგიეროდ, მისი გაწვრთნა ადვილია, რადგან ჭკვიანია და წესებზე გიჟდება. ეს ერთადერთი მიზეზია, თუ ჯერ ყველა რატომ არ დაგვხოცა. ალბათ, შესაძლოა. ვინ იცის, რაზე ფიქრობს. ის ხომ ქალწულივითაა: ისიც მდუმარედ და უმეტყველო სახით ზის. შემდეგ კი ბრალდებული ეცემა და ყვირის: „მომაშორეთ, თქვენი კაციჭამია!“

სასწორი – ჩიხუახუა

ჩიხუახუას გვერდით ნებისმიერი თავს დიდებულ გმირად თვლის: ისეთი პატარა და სუსტი, იმდენად დაუცველი ძაღლია! ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში ხელშ უნდა აიყვანოთ და აკოცოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იკანკალებს და მომჩივანი თვალებით შემოგხედავთ. ეს ძაღლი კი არა, ფერიაა. ნაზი ფერია, რომელიც მთელ სამყაროს ემუქრება: ბინძური დიდი ძაღლები, ამაზრზენი მოუხერხებელი ბავშვები ნიჩბებით, ეშმაკი ყვავები და ველური კატები, რომლებიც სერიულ მანიაკებს ჰგვანან. სწორედ ამიტომ, პატარა ჩიხუახუას ყველას მოკვლა სურს. ნელა და მტკივნეულად. ხელიდან ამიტომ არ უშვებენ, როგორც ქალ სასწორს. ეს ძაღლი ნამდვილად არაა, ეს ნახევარი კილოგრამი ბრაზია.

მორიელი – დობერმანი

ძაღლი დემონი. წარმოუდგენლად ლამაზი და გიჟი. მიზნისკენ დამარცხებული მტრების გვამებზე გადაივლის, ხოლო ვინც მისი მომხიბვლელი ღიმილის დანახვისას შიშით არ მოკვდა, თავს მოაჭრის ისე, რომ ტემპსაც არ შეანელებს. ცხოვრებისეული კრედო: „იბატონე და დაამცირე“. მართალია, ეს მხოლოდ უცხო პირებს ეხება. ახლობლებთან, როგორც ქალი მორიელი ნამდვილ მეს ავლენს: ისტერიული ტიპის ქოლერიკი, მაგრამ აუცილებლად მომხიბვლელი!

მშვილდოსანი – სტაფორდშირის ტერიერი

მსოფლიოში საუკეთესო კომპანიონი! საშინელი რეპუტაცია ხელს არ უშლის, მისი ახლობლის სიყვარულის მიზეზით ლაბრადორის ქამარს პირი დაარჭოს. ეს ახლობლები მუდმივად ცხვირს ისწორებენ, რადგან მოსიყვარულე ძაღლის თუჯის შუბლთან შეხვედრას ვერ უძლებენ. სტაფორდი ყოველთვის ბედნიერია: სეირნობა? ვაშა! ცურვა? კი, კი, კი! მთაში? იუ–ჰუ! საბურავის წაღება? ორი მომეცი! სტაფორდს ყველაზე მეტად ადამიანები უყვარს, აქ შედის: უჭკუო ჩვილები, ბოროტი ბებიები სადარბაზოებთან და უცნაური სუნის მქონე აკვავიტის მონები. სტაფორდი თავად სიკეთეა, თავად პოზიტივი. უბრალოდ ყველა დანარჩენი ძაღლის მოკვლა სურს. ყველას, როგორც იცით, თავისი ნაკლი აქვს. მოკლედ, თუ სტაფორდს, როგორც მშვილდოსანს სასიყვარულო და მეგობრობის აკვიატებული შეთავაზებით არ შეაწუხებთ, შეიძლება გამოძვრეთ.