Connect with us

სახლი და დიზაინი

ჰაერზე! გადააქციეთ ბაღი კომფორტულ ადგილად საცხოვრებლად, დასასვენებლად და სამუშაოდ

დღეს რამდენიმე საინტერესო იდეას გთავაზობთ.

საზაფხულო სამზარეულო

დამეთანხმეთ, ბინაში ასეთ სამუშაო სივრცეზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. საზაფხულო სამზარეულოს ცენტრი შეიძლება გახდეს თქვენი საყვარელი მოწყობილობა ქუჩაში საჭმლის გასაკეთებლად – სამწვადე გრილი, შესაბოლი მოწყობილობა, ტაჯინი, კაზანი ან ქუჩის ღუმელი.

დაბრძანდით, გეთაყვა

ბაღში კარგი იქნება რამდენიმე კუთხის ქონა, სადაც დაჯდომას, მცენარეებით ტკბობას და ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენას შეძლებთ. დასაკეცი გრძელსკამები დამატებით ლამაზი ბალიშები – ბაღის ავეჯის იაფი მობილური ვარიანტია.

სასადილო ზონა

ავეჯი სკანდინავიურ სტილში თანამედროვე ინტერიერის ნაწილს ჰგავს. აირჩიეთ ავეჯი ფანჩატურისთვის და ქუჩაში სასადილო ზონა შექმენით. კონფიდენციალურობას ბაღის ეკრანი ან შპალერი მცენარეებით უზრუნველყოფს.

ყოველდღე პიკნიკი

ყველაზე მარტივი ხის მაგიდა და სკამები იყიდეთ, დამცავი გამჭვირვალე ლაქით დაფარეთ, ბალიშები, გადასაფარებელი, ქუჩის განათება და სანთლები დაამატეთ. ასე ქალაქგარეთ რესტორნები ლამაზი ვერანდებით არ მოგენატრებათ.

ოთახი ბაღში

როცა მზე ჩადის და სახლში შესვლა არ გსურთ, ასეთი კუთხე დაგჭირდებათ – ბევრი ბალიშით და პლედით, გირლანდების ნაზი შუქით და სანთლებით. ოღონდ კოღოს საწინააღმდეგო არომატული ჩხირების დანთება არ დაგავიწყდეთ.

სავარძელი–ბუდე

მასში შეგიძლიათ მოეწყოთ ახალ წიგნთან, ჭიქა ლიმონათთან ან ნოუთბუქთან ერთად, რომ ცოტა იმუშაოთ – ნებისმიერ შემთხვევაში მსუბუქი სიამოვნება გარანტირებული გექნებათ.

ახალი თუ ძველი?

ძველ ავეჯს ფუნჯის შეხებით ახალი სიცოცხლე აჩუქეთ. საინტერესო შეფერილობის საღებავი შეარჩიეთ და ისეთი აგარაკის ავეჯი შექმენით, რომელიც არავის უნახავს!

სანაპიროს კუთხე

თუ ზღვის სანაპირომდე ათასობით კილომეტრია, რა გიშლით ხელს, რომ სანაპიროს განწყობა პირდაპირ სახლში შეიქმნათ? მოსახერხებელი შეზლონგი არა მხოლოდ სანაპიროზე, არამედ საზაფხულო ბაღშიც საჭიროა.