ჯანმრთელობა
ჯერ კიდევ ბებია ამბობდა, რომ ქრისტესისხლა უებარი მცენარეა, რომელიც მრავალ დაავადებას, მათ შორის კიბოსაც კი კურნავს
ქრისტესისხლას, ხშირად, ჩვენებურ ჟენშენს უწოდებენ, რადგანაც, თავისი სამკურნალო თვისებებით, იგი ამ მცენარეს უახლოვდება. ქრისტესისხლასგან მომზადებულ პრეპარატებს სიცოცხლის ელექსირსაც უწოდებენ.
ქრისტესისხლათი მკურნალობა
ნაყენი
1 ჩ.კ. ქრისტესისხლას ბალახს დაასხით 200 მლ მდუღარე, გააჩერეთ 30 წუთით და გაწურეთ. მიირთვით 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ, კუჭის კიბოს დროს.
ქრისტესისხლასა და გვირილას ნახარში
2 ს.კ. ქრისტესისხლასა და 1 ს.კ. გვირილას ყვავილებს მოასხით 400 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათით, ამის შემდეგ ადუღეთ 10-15 წუთით, გაწურეთ, გააგრილეთ და ჩამოიბანეთ კანის კიბოთი დაზიანებული მონაკვეთები დღეში სამჯერ, 21 დღის განმავლობაში. შეისვენეთ 1 კვირით და გაიმეორეთ თერაპია.
კომპრესი
5 ს.კ. ბალახს დაასხით 800 მლ წყალი, გააჩერეთ 1-2 საათით, აადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთით და გაწურეთ. ჩაალბეთ ნახარშში მარლა, ოდნავ დაწურეთ და მიიდეთ კანის კიბოთი დაზიანებულ მონაკვეთებზე 10-15 წუთით. შეიხვიეთ თბილად. გაიმეორეთ დღეში ორჯერ, 14 დღის განმავლობაში.
ქრისტესისხლას წვენი
ქრისტესისხლას ღეროებში აქვს წვენი, რომლითაც კანის დაზიანებული მონაკვეთები დღეში 2-3ჯერ უნდა დაიმუშავოთ, 30 დღის განმავლობაში.
მალამო
1 ს.კ. ბალახი დაჭერით, შეურიეთ 1 ს.კ. ლანოლინსა და 3-4 ს.კ. ფუტკრის ცვილს. ფრთხილად, შეზელის გარეშე დაიტანეთ მალამო კიბოთი დაზიანებულ მონაკვეთებზე დღეში 2-3ჯერ, 15 წუთით. მკურნალობის კურსი 21 დღეს მოიცავს.
მალამო ქრისტესისხლას წვენისგან
1 ს.კ. ქრისტესისხლას წვენი შეურიეთ 4 ს.კ. ვაზელინს, დაიტანეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე დღეში 2-3ჯერ, 15 წუთით. მკურნალობის კურსი 14-დღიანია.
ნაყენი
1 ჩ.კ. ქრისტესისხლას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 14 დღეს მოიცავს, რის შემდეგაც 1 კვირით შეისვენებთ და გაიმეორებთ.
ქრისტესისხლას, ჭინჭრისა და ყვითელგულას(კალენდულას) ნაყენი
100-100 გ ბალახეული შეურიეთ. აიღეთ 1 ს.კ. მასა და დაასხით 200 მლ მდუღარე. გააჩერეთ 3 საათით და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა ნაყენი დღეში ორჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, ფილტვების კიბოს დროს.
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ქრისტესისხლა კანზე ღია ჭრილობებისა და წყლულების არსებობის შემთხვევაში – ასე მდგომარეობას გააუარესებთ და დამწვრობას მიიღებთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!