Connect with us

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის ჰოროსკოპი: მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს დაბადების თარიღი ჩვენს ჯანმრთელობაზე

დროდადრო, ჩვენს შორის ყველაზე რაციონალური ადამიანებიც კი ინტერესდებიან ჰოროსკოპით. აინტერესებთ რა ელით მომავალში და რა როგორი პერიოდი ელით სიყვარულთან, სამსახურსა და რაც მთავარია – ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – მეცნიერების მტკიცებით, დაბადების თვე ადამიანის ამა თუ იმ დაავადების მიმართ მიდრეკილებას განსაზღვრავს. ექიმებმა 1900 – 2000 წლის მანძილზე, 1,75 მილიონი პაციენტის ჯანმრთელობა გადაამოწმეს და აღმოაჩნეს, რომ დაახლოებით 55 სახის დაავადების განვითარება ნამდვილად არის დამოკიდებული დაბადების თვეზე.

მკვლევარები თვლიან, რომ ორსულ დედებზე გარკვეული სეზონური პირობების გავლენა შეიძლება იყოს ის ფაქტორი რომელიც ბავშვის ჯანმრთელობაზე ახდენს ზემოქმედებას. რა თქმა უნდა ამ მონაცემებზე არ უნდა ჩაიციკლოთ, თუმცა არც მათი გათვალისწინება იქნება ურიგო.

იანვარი

იანვარში დაბადებულმა ადამიანებმა გულის ჯანმრთელობას უნდა მიაქციონ ყურადღება, ასევე საყურადღებოა ქოლესტერინის დონე, წნევა და წონის კონტროლიც.

თებერვალი

ამ თვეში დაბადებულ ადამიანებს ბრონქიტის განვითარებისკენ აქვთ მიდრეილება, ასევე ფილტვის სიმსივნის მიმართაც. ასე, რომ აჯობებს არ მოწიოთ და თუ უკვე ეწევით – დროზე მოიშოროთ ეს მავნე ჩვევა.

მარტი

იანვარში დაბადებული ადამიანების მსგავსად, მარტში დაბადებულებიც გულის დაავადებების მიმართ არიან მიდრეკილნი, ხშრის სისხლის მიმოქცევის დარღვევებიც.

აპრილი

აპრილში დაიბადეთ? გაუფრთხილდით გულს!

მაისი

მაისში დაბადებული ადამიანები, ძალიან ჯანმრთელები არიან. კვლევებმა დაავადებებთან მიართებაში ვერანაირ კორელაციას ვერ მიაგნეს.

ივნისი

თქვენი სუსტი წერტილი – სუნთქვის ორგანოები. ივნისში დაბადებულ ადამიანებს ასთმის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

ივლისი

კიდევ ერთი იღბლიანი თვე: არანაირი “დამახასიათებელი” დაავადება გამოვლენილი არ არის.

აგვისტო

ყურადღება მიაქციეთ თვალებს: რადგან აგვისტოში დაბადებული ადამიანები თვალის დაავადებების განვიტარების რისკის ქვეშ არიან.

სექტემბერი

სექტემბერში დაბადებულ ადამიანებს თავისი ჯანმრთელობისთვის მეტი ყურადღების მიქცევა მოუწევთ: კვლევამ აჩვენა, რომ მათ თვალის და რესპირატორული ინფექციების, ასთმის და ფსიქიკური პრობლემების განვითარების საკმაოდ მაღალი რისკი აქვთ.

ოქტომბერი

თუ ოქტომბერში დაიბადეთ, გაუფრთხილდით ფილტვებს, კუჭს, მხედველობას და ფრთხილად იყავით სხვადასხვა გრიპისა და გაციებების სეზონზე.

ნოემბერი

კვლევის შედეგების მიხედვით, ნოემბერში დაბადებულ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირად აქვთ, ისინი უფრო დაუცველნი არიან ტონზილიტისა და ნაწლავის დაავადებების მიმართ.

დეკემბერი

დეკემბრის თვეში დაბადებულთათვის კარგი ამბავია: ამ თვესთან რომელიმე დაავადების კორელაცია გამოკვეთილი არ არის, უბრალოდ მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მათ უფრო მეტად აქვთ სილურჯეების გაჩენის რისკი.