Connect with us

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საიდუმლო ექიმ ჰინოჰარასგან

ექიმი შიგეაკი ჰინოჰარა – ერთ-ერთი იაპონელია, რომელმაც ძალიან დიდხანს იცოცხლა. სწორედ ისაა წარმოუდგენლად აქტიური სიბერის მაგალითი: 75 წლიდან, მან 150 წიგნი დაწერა და გამოაქვეყნა(ყველაზე პოპულარულია “ცხოვრება დიდხანს, ცხოვრება კარგად”), 100 წელს მიღწევის შემდეგ, მან გააგრძელა ადამიანების მკურნალობა და ლექციების კითხვა.

აღვნიშნავთ, რომ ჰინოჰარას არამხოლოდ ექიმად იცნობდნენ. 90 წლის ასაკში, მან ოცნება აიხდინა და ორკესტრის დირიჟორი გახდა. მუსიკალურ საღამოებს იგი საავადმყოფოებშიც აწყობდა, თავისი პაციენტებისთვის.

ექიმი ჰინოჰარას დღეგრძელობის წესები

1. ადამიანი ენერგიას არა საკვებისა და ძილის, არამედ მხიარულებისგან იღებს. გახსოვთ, როგორც ბავშვობაში, თუ ჩვენ ვერთობოდით, გვავიწყდებოდა ჭამა და არც ძილი გვინდოდა. ზრდასრულებშიც ყველაფერი იგივენაირად ხდება. არ ღირს სხეულის გადატვირთვა ზედმეტი წესებით ან ძილის რეჟიმით.

2. ნებისმიერი რასის, ეროვნებისა და სქესის ადამიანი იცხოვრებს დიდხანს. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებთ: დღეგრძელთა შორის ვერ იპოვით მსუქანს. მე, მაგალითად, საუზმეზე ყავას ან რძეს ან ფორთოხლის წვენს ვსვამ, თან 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთს ვაყოლებ. მუშაობისას, შიმშილს საერთოდ ვერ ვგრძნობ.  ჩემი ვახშამი ბოსტნეული, ცოტაოდენი თევზი და ბრინჯია. კვირაში ორჯერ 100 გ უცხიმო ხორცსაც მივირთმევ.

3. ყოველთვის დაგეგმეთ შორეული მომავალი. ჩემი ყოველდღიურობა, ჩვეულებრივ, დაგეგმილი იყო მომდევნო წლის ბოლომდე – ვიწერდი პაციენტებს მიღებაზე, ლექციებსა და სამსახურს ვგეგმავდი. თუმცა, 2016 წელს გართობა დავგეგმე და ტოკიოში ოლიმპიადასაც დავესწარი.

4. პენსიაზე გასვლა საერთოდ არ ღირს, თუმცა, თუ ამას ვერ გაურბიხართ, მაქსიმალურად გადადეთ მაინც. დღეს იაპონიაში საპენსიო ასაკი 65 წელია, თუმცა, იგი ნახევარი საუკუნის წინ შემოიღეს, როცა ქვეყანაში ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა 68 წელი იყო, ხოლო მთელ იაპონიაში 100 წელს მხოლოდ 125 ადამიანი იყო გადაცილებული. დღეს, ქალები საშუალოდ 86 წლამდე ცოცხლობენ, ხოლო მამაკაცები – 80-მდე, ხოლო ისინი, ვინც 100 წელს გადააბიჯა, 36 000-ზე მეტი არიან.

5. გააზიარეთ ცოდნა. მე 150 ლექციას ვკითხულობ წელიწადში, ნებისმიერი აუდიტორიისთვის, დაწყებული სკოლის მოსწავლეებით და დასრულებული ბიზნესმენებით. ჩემი ლექციები 1-1.5 საათი გრძელდება და მათ ფეხზე დგომით ვკითხულობ.

6. როცა ექიმი გარკვეული ანალიზების ჩაბარებას ან ოპერაციის ჩატარებას გთხოვთ, ჰკითხეთ, გაუკეთებდა თუ არა იმავეს თავის ბავშვებს, ცოლს ან ახლო ნათესავებს? ექიმებს ყველაფრის განკურნება არ შეუძლიათ, რასაც არ უნდა გვეუბნებოდნენ. რისთვის უნდა ავიტანოთ ზედმეტი ტანჯვა? ხანდახან, მუსიკა ან ცხოველები ქირურგიაზე უფრო უკეთ გვეხმარება.

7. ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოთ, იარეთ კიბეებზე და ატარეთ თქვენი ნივთები. მე ორ საფეხურს ერთად ვაბიჯებ ხოლმე, კუნთები რომ ვამუშავო.

8. ჩემი შთაგონების წყაროა რობერტ ბრაუნინგის პოემა “აბატ ფოგლერი”. ბავშვობაში მას მამაჩემი მიკითხავდა. იქ ამბობენ, რომ საჭიროა ბევრი მიზნის დასახვა როგორც ხელოვნებაში, ისე ცხოვრებაში. თუ წრის დახატვას აპირებთ, იგი იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ დაასრულოთ.  ჩვენ ამ წრის მხოლოდ ნაწილს ვხედავთ, ხოლო დანარჩენი ჩვენი მხედველობისა და ცხოვრების მიღმაა.

9. ტკივილი – იდუმალი რამეა; საუკეთესო საშუალება მასთან გასამკლავებლად – ესაა რაღაც საინტერესოს პოვნა. როცა ბავშვს კბილი სტკივა, როგორც კი თამაშში გაართობთ, მის შესახებ დაავიწყდება. საავადმყოფოებიც ამაზე ზრუნავენ და პაციენტ ბავშვებთან სხვადასხვა ფილმისა და მულტფილმის გმირი მიჰყავთ.

10. ნუ ეცდებით მატერიალური ნივთების დაგროვებას. გახსოვდეთ, არავინ იცის, როდის დაჰკრავს მისი საათი. ამ ყველაფერს თან ვერ წაიღებთ.

დიდხანს ცხოვრება – შესანიშნავი რამაა. 60 წლამდე ვმუშაობთ საკუთარი ოჯახის საკეთილდღეოდ, და ჩვენთვის მარტივია დასახული მიზნების მიღწევა. ოღონდ შემდეგ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების საკეთილდღეოდ. მას შემდეგ, რაც 65 წელი შემისრულდა, უფასოდ ვმუშაობ, დღეში 18 საათი, კვირაში 7 დღე და ვტკბები თითოეული წუთით.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.