Connect with us

თავის მოვლა

ჯადოსნური ძმარი: როგორ გამოვიყენოთ თმის მოსავლელად

სუფრის ძმრის თმის მოსავლელად გამოყენება ჩვენი საუკუნის ნოუ-ჰაუ არაა: მას გასულ საუკუნეში ბევრი ქალი აქტიურად იყენებდა. მაგრამ რატომ?

ალბათ, სახლში სამზარეულოში ყველას აქვს ვაშლის ძმარი, რომელსაც, ძირითადად, კერძების მოსამზადებლად ვიყენებთ. ახლა ვაშლის ძმარი სააბაზანო ოთახში გაიტანეთ, რადგან მას თქვენი თმისთვის ბევრი დადებითი მხარე აქვს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ქავილი და თმის მტვრევადობა აწუხებს.

ძმრის გამოყენების დადებითი მხარეები

თავის კანს ღრმად წმენდს

სტაილინგის, სილიკონის საშუალების და უსულფატო შამპუნის მოყვარულებისთვის ვაშლის ძმრის რუტინაში დამატება შესანიშნავი იდეაა. მასში შედის ძმრის მჟავა, რომელსაც ღრმად გამწმენდ შამპუნებს ხშირად უმატებენ. ის დაგეხმარებათ ბილდაპის (რამდენიმე საშუალების ფენები) მოშორებაში დაგეხმარებათ და თავის კანს ნამდვილად სუფთას გახდის.

თმის ზრდას აჩქარებს

ძმარი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ამით თმის ზრდას აჩქარებს. თუ არიანა გრანდეს მსგავსად გრძელი თმის გაზრდა გსურთ, თავი ხშირად დაიმასაჟეთ და ამ რიტუალში ვაშლის ძმარი ჩართეთ.

თმას გლუვს ხდის

თუ თქვენი თმა უსიცოცხლოდ გამოიყურება, მუდმივად იხლართება და შესაგრძნებად უხეშია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მაღალი ph ბალანსი აქვს. ვაშლის ძმარი მის შემცირებაში დაგეხმარებათ, რის წყალობით თმა როგორც ვიზუალურად, ასევე შესახებად უფრო გლუვი გახდება.

ქავილს და ქერტლს აქრობს

ძმარი ხშირად სადეზინფექციო საშუალებად გამოიყენება, რადგან ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. თავის კანის შემთხვევაში მას კარგად წმენდს, რის შემდეგ ქავილი და ქერტლი ქრება.

რა უნდა გახსოვდეთ

როგორც ნებისმიერი სხვა საშუალების შემთხვევაში, ვაშლის ძმარი თმაზე დიდხანს არ უნდა გაიჩეროთ – 3-5 წუთი სავსებით საკმარისი იქნება. უკიდურეს შემთხვევაში ამით უნდა დაიწყოთ. თუ გრძნობთ, რომ თავის კანი და თმა ძმარზე კარგად რეაგირებს, შეგიძლიათ ცოტა უფრო დიდხანს გაიჩეროთ.

როგორ გამოვიყენოთ:

  • რამდენიმე სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი წყალს აურიეთ;
  • შამპუნით და კონდიციონერით დაბანის შემდეგ მიღებული ნარევი თავის კანზე და თმაზე წაისვით;
  • რამდენიმე წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ;

ზოგიერთი ძმარს წყალს თანაბარი პროპორციით ურევს და პულვერიზატორში ასხამს, რომ მისი წასმა და თმაზე გადანაწილება მოსახერხებელი იყოს. აუცილებლად ვაშლის ძმრის გამოყენება საჭირო არაა, ნებისმიერი სხვაც გამოგადგებათ.