Connect with us

ჰოროსკოპი

ჯადოსნური სარკისებრი თარიღი. როგორ უნდა გაატაროთ 2 თებერვალი, რომ იღბალი თქვენს მხარეს იყოს

2023 წლის სარკისებრი თარიღები ბევრ სასიამოვნო მომენტს ჰპირდება მათ, ვინც ამ დღეების ჯადოქრობას გამოიყენებს. ერთ–ერთი ასეთი თარიღია 2 თებერვალი. შანსი გაქვთ, რომ იღბალი კუდით დაიჭიროთ და ცხოვრება ახალი აზრით გაავსოთ. თებერვლის სარკისებრი თარიღი ანგელოზურ ნუმეროლოგიას უკავშირდება, კერძოდ, 2 რიცხვის მნიშვნელობას.

ანგელოზურ ნუმეროლოგიაში 2 განსაკუთრებულ ძალას ფლობს. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ უნდა გაატაროთ 2023 წლის 2 თებერვალი, რომ მისი ძალა იგრძნოთ.

სარკისებრი თარიღები

02.02.2023 თარიღში ბევრი ორიანი მიგვითითებს, რომ ანგელოზური ნუმეროლოგიის რიცხვებთან გვაქვს საქმე. ნუმეროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ციფრების დასაკეცი კომბინაციები საიდუმლო შიფრს მალავს. ანგელოზური ნუმეროლოგიის ქვეშ ერთნაირი ციფრების ერთობლიობა იგულისხმება, რომლებიც ყველგან შეიძლება შეგხვდეს. მაგალითად, საათზე, სამგზავრო ბილეთზე, დოკუმენტსა და ქვითარზე.

ორიანი, რომელიც თებერვლის სარკისებრი თარიღში გვხვდება, განსაკუთრებულია. ის დადებით ენერგიას ატარებს და ნიშანს გვაძლევს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შეიძლება ეხებოდეს. მაგალითად, ეს ანგელოზური რიცხვი პირადში დადებით ცვლილებებს მოასწავებს.

მომგებიანი ნაცნობობა, ნანატრი ქორწილი ან ახალ ბინაში გადასვლა, ეს ყველაფერი თებერვლის ორიანის გავლენის ქვეშ შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, ჯადოსნური რიცხვი რთულ სიტუაციაშიც სიმშვიდეს და ჰარმონიას გვაძლევს. მისი წყალობით ბალანსს იპოვით და ემოციებს არ აყვებით.

რა უნდა გააკეთოთ 2023 წლის 2 თებერვალს

თუ დიდი ხანია ელოდებით მომენტს, რომ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ, 2023 წლის 2 თებერვალი შესაფერისია. სამსახურის მიტოვება ან ბიზნესის გახსნა შეიძლება ისურვოთ. სამოქმედო გეგმა ჩამოწერეთ.

თქვენი სურვილი ვიზუალურად წარმოიდგინეთ, რომ გაცხადდეს. ბევრს ამაში განწყობის დაფის გაკეთება ეხმარება. ის საკუთარი ხელით შეგიძლიათ გააკეთოთ. ვატმანის ფურცელზე ან ქაღალდზე თქვენი სურვილები დააკარით ან კომპიუტერის გრაფიკული პროგრამების გამოყენებით სურვილების რუკა შეადგინეთ.

02.02.2023–ში დაწყებული საქმე დაასრულეთ, რომ შვებით ამოისუნთქოთ. ამ დღეს ნებისმიერ დასახულ ამოცანას გაუმკლავდებით. თუ დიდი ხანია გეგმავთ მსხვილი ქონების შეძენას, მაგალითად, მანქანის ან ბინის, სარკისებრი თარიღი ამისთვის ყველაზე შესაფერისია.

თუ დიდი ხანია ურთიერთობაში ხართ, 2 თებერვალს გაგიმართლებთ. მაგალითად, საყვარელმა ადამიანმა ხელი შეიძლება გთხოვოს. ამ დღეს ნუმეროლოგები გირჩევთ, რომელიმე საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობა მიიღოთ ან ეს თავად გააკეთოთ. ხალხს და ცხოველებს დაეხმარეთ. ასე წარმატებას და სიუხვეს მოიზიდავთ.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი ამ დღეს

წარმატება რომ მოიზიდოთ, არა მხოლოდ კარგად უნდა იმუშაოთ, არამედ ამ დღის თილისმები გამოიყენოთ. მაგალითად, ოლივინის ქვა, რომელსაც დამამშვიდებელი თვისებები აქვს. ის ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობას აუმჯობესებს. ბინა არომატული ბალახის სურნელში შეიძლება გაეხვიოს. რეჰანის ნაზი და აბრეშუმისებრი არომატი საუკეთესოა.

ნუმეროლოგიის ერთგულმა მომხრეებმა იციან, რომ ნებისმიერი სარკისებრი თარიღი სურვილის ჩასაფიქრებლად შესაფერისია. ეს სწორად უნდა გააკეთოთ. პირველ რიგში, კარგად მოიფიქრეთ, სანამ ისურვებთ. გაარკვიეთ, ამის მიღება ნამდვილად გსურთ თუ არა.

მეორეც, არავის ცუდი არ უსურვოთ. შურისმაძიებლებს უსიამოვნება გაასმაგებული დაუბრუნდება. თუ კოსმოსში გააგზავნით თხოვნას, რომ ბედნიერი გახდეთ, სასწაული არ მოხდება. უფრო კონკრეტული სურვილი ისურვეთ.

სხვათა შორის, ნუმეროლოგები თვლიან, რომ თარიღი 02.02.2023 ქორწინებისთვის შესაფერისია. თუ ამ დღეს ოჯახის შექმნას აპირებთ, გილოცავთ. თუ თქვენს თითზე სანუკვარი საქორწინო ბეჭედი ჯერ კიდევ არაა, დროა პირველი ნაბიჯი თავად გადადგათ.

Advertisement