Connect with us

ჯანმრთელობა

ხშირად გაღიმების მიზეზი: მოამზადეთ ეს პასტა საკუთარი ხელით და მარგალიტივით ქათქათა კბილები გარანტირებულია

ხშირად გაიღიმეთ, რადგან ღიმილი წარმატებული დღის უფასო გარანტიაა! კბილები რომ მარგალიტივით ქათქათა იყოს და მათი ხშირად გამოჩენის სურვილი გქონდეთ, თქვენთვის შესანიშნავი საშუალება მოვამზადეთ.

კბილების იდეალურად გასაწმენდად და გასათეთრებლად კურკუმა გამოიყენეთ! მიუხედავად იმისა, რომ კურკუმა ღია მოყვითალო ფერისაა, ჩვეულებრივი მათეთრებელი საშუალების სამუშაოს შესანიშნავად გაუმკლავდება: კბილებზე ნადებს აქრობს, პირის ღრუში ბაქტერიებს კლავს და მინანქარს მოვლილი სპილოს ძვლის სახეს აძლევს.

ეს საშუალება ნატურალურია, ის ემალის დამათხელებელ და ღრძილების დამაზიანებელ ნივთიერებებს არ შეიცავს. კურკუმაზე დაფუძნებული პასტის მხოლოდ ერთკვირიანი რეგულარული გამოყენების შემდეგ შესანიშნავ შედეგს შეამჩნევთ!

კბილების გათეთრება კურკუმით

ინგრედიენტები:

  •  1 ს/კ ზეითუნის ზეთი ან წყალი
  • 1 ჩ/კ კურკუმა

მომზადება:

1. სანელებელი წყალს ან ზეთს კარგად აურიეთ. კბილის ჯაგრისს პასტის მსგავსი მასა წაუსვით და კბილები ჩვეულებრივად გაიხეხეთ.

2. კბილების გაწმენდის შემდეგ ნარევი პირის ღრუში კიდევ 3-5 წუთით გაიჩერეთ.

3. პირის ღრუ კარგად გამოივლეთ.

გახსოვდეთ, რომ პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დასაცავად კბილები დღეში ორჯერ უნდა გაიხეხოთ: საუზმის შემდეგ და საღამოს, ძილის წინ. ასევე რეკომენდებულია ყოველი საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუს სავლები საშუალება გამოიყენოთ და კვირაში რამდენჯერმე ნატურალური კბილის მათეთრებელი საშუალება გამოიყენოთ.

ჯანსაღი ღიმილი გარანტირებული გექნებათ!