Connect with us

სხვა

ხუთი საშუალება ფეხსაცმლიდან არასასიამოვნო სუნის მოსაშორებლად

საშუალება ნომერი 1

ღამით ფეხსაცმელში თითო სუფრის კოვზი საკვები სოდა ჩაყარეთ. დილით გადმობერტყეთ და ნახავთ, რომ სუნი თითქმის გაქრა.

საშუალება ნომერი 2

თუ ამჩნევთ, რომ ფეხები ძალიან გიოფლიანდებათ, ღამით ფეხსაცმელში 2-2 სუფრის კოვზი ტალკი ჩაყარეთ. დილით ტალკი ფეხზეც დაიყარეთ და ფეხსაცმელი გადმობერტყეთ. რამდენიმე დღეში შეამჩნევთ გაუმჯობესებას.

საშუალება ნომერი 3

გართულებულ სიტუაციებში შეგიძლიათ აფთიაქში სპეციალური საშუალება შეიძინოთ, ე.წ. “5 დღე”. მას ანტიბაქტერიული და სუნის გამქრობი ეფექტი აქვს. ჩაყარეთ ის ფეხსაცმელში ღამით. დილით გადმობერტყეთ ფეხსაცმელი და ჩაიცვით. ეს საშუალება ყველაზე მძაფრ სუნსაც კი 5 დღეში აქრობს.

საშუალება ნომერი 4

ჩექმისა და საშემოდგომო ფეხსაცმლისთვის ლავანდისა და სალბის გამხმარი ფოთლების გამოყენებაც შეიძლება. მათაც ანტიბაქტერიული და სუნის გამქრობი ეფექტი აქვთ. თუ მათ ფეხსაცმლის შიგნით მოათავსებთ და გასანიავებლად აივანზე დადებთ, სუნი ძალიან მალე გაქრება.

საშუალება ნომერი 5

სუნს და ბაქტერიებს არაჩვეულებრვად უმკლავდებიან ღვიის, ლიმონის და ჩაის ხის ეთერზეთები. დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ზეთი ფეხსაცმლის ჩასაფენზე და დაიწვეთეთ ფეხზეც სანამ დასაძინებლად წახვალთ.

იმისთვის რომ ფეხსაცმლის სუნი მომავალშიც არ გაგიჩნდეთ აუცილებელია ფეხსაცმლის განიავება. ეცადეთ ხშირად შეცვალოთ ის და შეუთავსოთ სხვა ფეხსაცმელს. პერიოდულად გარეცხეთ ისინი და შეუცვალეთ ჩასაფენები.