Connect with us

კულინარია

ხსნადი ყავა: რა გავლენას ახდენს ქაფი სასმელის გემოზე

დილით, როცა სამსახურში მაგვიანდება, საუზმეზე შემიძლია უარი ვთქვა, მაგრამ არომატულ ყავაზე, რომელიც გამოფხიზლებაში მეხმარება და ენერგიით მავსებს, უარს ვერ ვამბობ. თუ ყავის მოდუღების დრო არ მაქვს, ხსნად ყავას ვაკეთებ. მისი მწარე გემო დიდად არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამთ, როცა სხვა გამოსავალი არაა.

ერთხელ დავინახე, რომ ნაცნობი ბარისტა ხსნად ყავას სვამს იმის მიუხედავად, რომ ყავის მაღაზიაში სასმელის გემრიელი სახეობების დიდი არჩევანია. მიამბო, როგორ მოვამზადო გემრიელი ხსნადი ყავა სწორად.

შეიძლება თუ არა ხსნადი ყავის ქაფიანად დალევა

ხსნად ყავას ძალიან მწარე გემო აქვს, რაც ყველას არ მოსწონს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ფინჯანში ბევრი ყავა ჩაყარა და ამიტომაც მწარეა. ასე არაა. კოფეინის მოყვარულების გავრცელებულ შეცდომას გაგიმხელთ. ყავას წარმოქმნილ ქაფს არ აშორებენ, არადა მთელი სიმწარე მისგან მოდის.

ხსნადი ყავის სწორად მომზადების მეთოდი: ყავა ფინჯანში ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. აურიეთ. წარმოქმნილი ქაფი მოაშორეთ და გემრიელი სასმელით ისიამოვნეთ. ასე მოხარშულ ყავას არაფრით ჩამოუვარდება.

როგორც ხედავთ, ხსნადი ყავით გემრიელი სასმელის მომზადება ძალიან მარტივია. იმის მიუხედავად, რომ ხსნადი ყავა ნამდვილი კოფეინის გემოს დამფასებლებს არ მოსწონთ, შეზღუდულ დროში ამ მეთოდით მომზადებული კოფეინის სასმელი დაგეხმარებათ და სიმწარე აღარ შეგაწუხებთ! სურვილის მიხედვით, ყავას დაუმატეთ ილი, დარიჩინი ან სხვა სანელებელი.

Advertisement