Connect with us

საკითხავი

ხრიკები, როგორ დააუთოვოთ ტანსაცმელი სწრაფად, თუ დენი გამოირთო

გამოირთო დენი? გაქრა სინათლე და დენი როზეტში? დღის საათებში კრიტიკული არაა, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, თუ დაუთოება დაიწყეთ, ხოლო ნახევარ საათში იდეალურად დაუთოებული ტანსაცმლით მნიშვნელოვან ღონისძიებაზე უნდა გამოჩნდეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დააუთოვოთ ტანსაცმელი დენის გარეშე და უბრალოდ ფულის დაზოგვის მიზნით. ყველაზე შესაფერისი მეთოდი აირჩიეთ.

ტანსაცმლის დაუთოება უთოს და დენის გარეშე

თუ დენი მოულოდნელად გაითიშა, ეს მეთოდები დაგეხმარებათ. ზოგიერთის შესახებ ბავშვობიდან ვიცოდი, სხვების შესახებ მეგობრებისა და ნაცნობებისგან გავიგე. ზოგი უფრო ეფექტურია, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს, სხვები ნაკლებად ეფექტური, მაგრამ უფრო სწრაფი. მეთოდი ქსოვილის მიხედვით შეარჩიეთ.

ცხელი შხაპი

არა, ნივთების დასველება არ მოგიწევთ. ცხელი შხაპის ორთქლით ქსოვილს უთოს გარეშე გაასწორებთ. ისე გააკეთეთ, როგორც მოსახერხებელია. თუ საშხაპე კაბინა გაქვთ, კარებზე განივად „შტანგა“ ჩამოკიდეთ, მასზე კი ტანსაცმელი საკიდებით. „შტანგად“ შვაბრის სახელური შეგიძლიათ გამოიყენოთ. კარგად დაამაგრეთ, რომ არ ჩამოვარდეს. შემდეგ ცხელი წყალი გამოუშვით, ცხელი წყლის ორთქლი ქსოვილს გასწორებაში ეხმარება. ეცადეთ, რომ შხეფები ნივთებს არ მოხვდეს.

ძმრიანი ხსნარი

როგორ დავაუთოვოთ ტანსაცმელი უთოს და სხვა მოწყობილობის გარეშე? ძმრიანი ხსნარი ერთ–ერთი უმარტივესი ვარიანტია. 9%–იანი ძმარი წყალს 1:2 თანაფარდობით აურიეთ. ნაკლები ძმარი შეგიძლიათ დაუმატოთ, თუ საქმე კრიტიკულად არაა. სუნი გაშრობის შემდეგ ისედაც მოშორდება. ხსნარი პულვერიზატორში ჩაასხით, ნივთები საკიდზე დაკიდეთ და დანამეთ. გაშრობისას ნაკეცები გასწორდება.

ქვაბი

თეთრეული არა მხოლოდ უთოთი, არამედ ცხელი ქვაბით შეგიძლიათ დააუთოვოთ. ქვაბი აიღეთ და მასში წყალი გააცხელეთ. მანამდე ქვაბის ძირი აუცილებლად შეამოწმეთ. მასზე ჭუჭყი, ცხიმი ან მიმწვარი ადგილები არ უნდა იყოს. ასე ღია ნივთებს უიმედოდ გააფუჭებთ. ცხელი წყალი გადაასხით, ხოლო ქვაბის ძირი უთოდ გამოიყენეთ. ქვაბში ცოტა წყალი შეგიძლიათ დატოვოთ. ასე ქვაბი უფრო მძიმეა და ადვილად დააუთოებთ.

პირსახოცი

რბილი ტრიკოტაჟის ნივთები ყოველთვის არ უთოვდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შალის მცირე პროცენტს შეიცავს. სველი პირსახოცი უთოს ჩაგინაცვლებთ. მაშინაც კი, თუ დენი არ გამორთულა, ამ მეთოდით დააუთოვეთ. პირსახოცი დაასველეთ და ძალიან კარგად გაწურეთ. ტანსაცმელი საუთაო დაფაზე გაშალეთ და პირსახოცი დააფარეთ. დააჭირეთ (ცივი უთოთი შეგიძლიათ) იმ ადგილებში, სადაც ნაკეცები აქვს. პირსახოცი მოაშორეთ და ტანსაცმელი გასაშრობად გააჩერეთ.

აირჩიეთ მეთოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ და გამოცადეთ.

Advertisement