კულინარია
ხრიკები, როგორ გავრეცხოთ სპილენძის ჭურჭელი
ლითონის, განსაკუთრებით სპილენძის ჭურჭელზე, ნადების და ჭუჭყის მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ დიასახლისებს მათ გასაწმენდად ყოველგვარი ხრიკების მოფიქრება უწევთ.
გთავაზობთ სპილენძის ჭურჭლის გაწმენდის ყველაზე ბიუჯეტურ, სწრაფ, მარტივ და ამავდროულად ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გაწმენდის მეთოდს. ამისთვის დაგჭირდებათ სამზარეულოს მარილი და თეთრი ღვინის ძმარი.
როგორ გავრეცხოთ სპილენძის ჭურჭელი
1. ნიჟარაში ჩადეთ ჭურჭელი, რომლის გაწმენდაც გსურთ.
2. მარილი უხვად მოაყარეთ.
3. ზემოდან ძმარი დაასხით, მაგრამ ეცადეთ მარილი არ მოაშოროთ. მარილი კიდევ ერთხელ მოაყარეთ და ზუსტად 15 წამით გააჩერეთ.
4. ამის შემდეგ ღრუბელი აიღეთ და მისი უხეში მხარე ძმრით დაასველეთ. ჭურჭელი ღრუბლის ამ უხეში მხრიდან გაწმინდეთ – ჭუჭყი უკვალოდ გაქრება!
ეს მეთოდი საყოფაცხოვრებო საქმეებში აუცილებლად გამოგადგებათ, რადგან დიასახლისები, რომლებიც ხშირად ამზადებენ, ჭუჭყიანი ჭურჭელი მუდმივად აქვთ.