Connect with us

ჯანმრთელობა

ხველის საწინააღმდეგო ჩაი. რა დავუმატოთ ცხელ სასმელს სწრაფად აღსადგენად

ავადმყოფობა არც ერთ ასაკში სასიამოვნო არაა, მაგრამ ბავშვობაში შეგვიძლია საწოლში თბილ საბანში გახვეულმა 1 კვირა მშვიდად გავატაროთ. ზრდასრულ ადამიანს ამის ფუფუნება არ აქვს. სამსახურიდან დიდი ხნით გათავისუფლება რთულია. Аlltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ განიკურნოთ ხველისგან 1–2 დღეში.

ძვირადღირებული სააფთიაქო სიროფები, სპრეები და აბები არ დაგჭირდებათ. ხალხური მეთოდით ხველას მარტივად მოიშორებთ. საჭირო პროდუქტებს სამზარეულოში იპოვით.

ხველის განკურნება 1–2 დღეში სიროფის და მედიკამენტის გარეშე

თუ ხველის სწრაფად მოშორება გსურთ, თაფლიანი ჩაი წიწაკით მოამზადეთ. ამ სასმელით სასუნთქი გზების გაღიზიანებას მოიშორებთ. ფარმაცევტული პრეპარატები, რომლებიც ხშირად ქიმიას შეიცავენ, საჭირო აღარაა.

შავი წიწაკის სარგებელი

ნებისმიერი სახეობის წიწაკა ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ხველის დროს შავი წიწაკა საუკეთესოა. მას ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. შავი წიწაკის რეგულარული მიღება იმუნიტეტს აძლიერებს და სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას ხელს უწყობს.

თაფლის სარგებელი

სურდოს დროს შეუცვლელია. თაფლს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. მისი სარგებელი მეცნიერულად დადასტურებულია. ანტიბიოტიკური თვისებები აქვს, ბაქტერიული ინფექციების მკურნალობას ხელს უწყობს. გარდა ამისა, ანტისეპტიკური და ანტივირუსული მოქმედება აქვს. ყელში გაღიზიანებას აქრობს, ნახველის გამოყოფას ამცირებს. დამატებით, თაფლიანი ჩაი ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ წყალი
  • 15 გ თაფლი
  • 1 ჩ/კ შავი წიწაკა (დაფქული)
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ კოჭა (გახეხილი)

მომზადების და გამოყენების წესი:

1. წყალი აადუღეთ. კოჭა, წიწაკა და ლიმონის წვენი დაუმატეთ. თავსახური დაახურეთ და 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. სითხე გადაწურეთ, თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. სასმელი სამ მიღებაზე გაანაწილეთ. პირველად დილით, უზმოზე დალიეთ. შემდეგ სადილის და ვახშმის წინ. ხველის გაქრობამდე ყოველდღე დალიეთ.

სასარგებლო და გემრიელ სამკურნალო სასმელს მიიღებთ. თაფლი სასმელს ატკბობს, კოჭა საოცარ არომატს ანიჭებს, ლიმონის წვენი სიმჟავეს მატებს, შავი წიწაკა სასმელს პიკანტურს ხდის. მდუღარე წყლის ნაცვლად შავი ან მწვანე ჩაი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

Advertisement