Connect with us

ჯანმრთელობა

ხახვი თქვენს ტვინს, ახალგაზრდობას შეუნარჩუნებს!

ხახვში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

იაპონელმა მკვლევარებმა ხახვის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ის აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობის, ეს კი ხახვში შემავალი გოგირდის ნაერთების დამსახურებაა. ამ ნაერთების ორგანიზმი იოლად ითვისებს და აფერხებს ტვინის დაბერების პროცესს.

იაპონელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა რომლის განმავლობაშიც დეტალურად შეისწავლეს ხახვის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. გაირკვა, რომ ის დადებითი ემოციების მიმართ მგრძნობელობას ამაღლებს და ხელს უწყობს მეხსიერების აღდგენას. ეს კი შემდეგნაირად ხდება:

გოგირდის ნაერთები სისხლის მეშვეობით ტვინში ხვდებიან, იქ კი აახალგაზრდავებენ ტვინის უჯრედებს და ასტიმულირებენ მათ აქტივობას.

სპეციალისტები თვლიან, რომ ყველაზე სასარგებლოა დანაყული ხახვის თაფლთან ერთად მიღება. ხახვის მსგავსი სახით მიღება შესანიშნავ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, განსაკუთრებით კი სკლეროზისკენ მიდრეკილ ასაკოვან ხალხში.

თუმცა არც ახალგაზრდებისთვის იქნება ურიგო ამ მცენარის მიღება, ის გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და ხელს შეუწყობს სხეულის საერთო გაჯანსაღებას.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.