საკითხავი
ხახვის კანს გადაყრის ნაცვლად წვნიანში ვამატებ. როდესაც მიზეზს გაიგებთ, თქვენც ასე მოიქცევით
იშვიათად, რომ დიასახლისმა ხახვს გვერდი აუაროს. ეს ბოსტნეული ყველას არ უყვარს, მაგრამ პრაქტიკულად ყველამ იცის, რომ ხახვი სასარგებლოა – მასში ბევრი ვიტამინი შედის, ხოლო ფიტონციდები მიკრობებს კლავენ.
ჩვეულებრივ, ხახვს მხოლოდ 30-40%-ით იყენებენ. ყველაზე სასარგებლო ნაწილს, რომელსაც ბევრი დაავადების განკურნება შეუძლია, ნაგავში ვყრით. საქმე ხახვის ფურცლებს ეხება, რომელიც უფრო მეტ მიკროელემენტებს შეიცავს, ვიდრე თავად ხახვი.
ხახვის სასარგებლო თვისება
ეს ბოსტნეული ტირილს გვაიძულებს, მაგრამ ბევრ საქმეში შეუფასებელი დამხმარეა. გაიგეთ, ამ მწვავე პროდუქტის ნაკლებად ცნობილი თვისებები.
1. ხახვის ფურცლები კულინარიაში
ხახვის ფურცლები ძლიერ მცენარეულ პიგმენტს შეიცავს, რომელსაც კვერცეტინი ეწოდება. კვერცეტინი არტერიულ წნევას ამცირებს და არტერიების დახშობას თავიდან აგაცილებთ.
თავად საჭმელად ვარგისი არაა, მაგრამ შეგიძლიათ წვნიანებს ან მოთუშულ ხორცს დაუმატოთ. წვნიანს გაჯერებულ ფერს და გასაოცარ არომატს ანიჭებს, თუ ამასთან წვნიანს სოკოს დაუმატებთ…დაჟინებით გირჩევთ.
კვლევამ აჩვენა, რომ ხახვის ფურცლები ბევრ დიეტურ ბოჭკოს შეიცავენ. საკვებში მისი დამატება ბევრი დაავადების, მათ შორის მსხვილი ნაწლავის, გასუქების და დიაბეტის, განვითარების რისკს ამცირებს.
2. ჩაი ხახვის ფურცლებით
კლასიკური რეცეპტით ჩაის დასაყენებლად 3-4 საშუალო ზომის ხახვის ფურცლები შეაგროვეთ და 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. დაყენების დრო 30 წუთი.
თითქმის წამებში ნაყენი ჩაის ფერს მიიღებს. ხახვის ფურცლების ამოღების შემდეგ ადამიანები 100 %-ით დარწმუნებულნი იქნებიან, რომ მის შემადგენლობაში მსუბუქი შავი ჩაიაა.
3. ხახვის ფურცლები საყოფაცხოვრებო საქმეებში
სასარგებლო თვისებების წყალობით ხახვის ფურცლები და ხახვი საყოფაცხოვრებო საქმეებში საიმედო და ეკონომიური დამხმარეები არიან. ის ოთახის მცენარეებისთვის სრულად უსაფრთხო სასუქია. საკმარისია ყვავილები ხახვის ფურცლების ნაყენით მორთოთ, რომ ისინი წამებში გაცოცხლდნენ.
ბაქტერიოციდული მოქმედების წყალობით ხახვის ფურცლები აგარაკზე შეუცვლელია. ის ნიადაგში პათოგენურ მიკროფლორას ანადგურებს, ბაღის და ბოსტნის მცენარეების მავნებლებს თავიდან მოგაშორებთ.
ზამთარში პროდუქტების შესანახად ხახვის ფურცლები ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. გარდა ამისა, ხახვის ფურცლები შეგიძლიათ პროდუქტების, ქსოვილების და ბეწვის შესაღებად გამოიყენოთ.
4. ხახვი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი
კრაზანას ნაკბენზე ხახვი შეგიძლიათ ტკივილგამაყუჩებლის სახით გამოიყენოთ. ამისთვის ნაკბენზე ხახვის წვენი იმწამსვე უნდა შეიზილოთ. ყურის ანთების დროს ხახვი ტკივილის გასაქრობად გამოიყენეთ: დღეში 3-ჯერ ნახევარი საათით ყურზე ხახვის კომპრესი დაიდეთ. ამისთვის ხახვი წვრილად დაჭერით, ორთქლზე გააცხელეთ და მარლაში გაახვიეთ.
ასეთი კომპრესები ჭრილობის, ანთების და ნაკაწრის დროსაც გამოიყენება. ახალი ხახვის წვენი რევმატიული ტკივილის, შეშუპების, თმის ცვენის, ქერტლის დროს შესანიშნავი საშუალებაა. ამისთვის ხახვის წვენი პრობლემურ ადგილას შეიზილეთ.
5. ხახვი წინდებში გაციების დროს
პირველად სამკურნალო მეთოდი, რომელიც ღამით ტერფებზე ხახვის დადებას გირჩევთ, ჩინეთში გამოიყენეს. ხახვი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ და მსხვილ რგოლებად დაჭერით. ტერფის შუა ნაწილზე დაიდეთ და წინდა ჩაიცვით. ასე ხახვი დილამდე ადგილს არ შეიცვლის.
ხახვის წვენი კანის უჯრედებიდან სისხლძარღვებში ხვდება. ასე ანტიბაქტერიული თვისება მთელ ორგანიზმზე ვრცელდება. თუ გაციების სამკურნალოდ ღამით ხახვს ყოველდღე გამოიყენებთ, დაავადების ნიშნები 2-3 დღეში გაქრება.
6. ხახვი წონაში დასაკლებად
ხახვი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე ვაშლი ან მსხალი. თუ დიეტას ხშირად იცავთ, ამ ბოსტნეულის რაციონიდან ამოღება არ იჩქაროთ.
ხახვი ცხიმებს შესანიშნავად წვავს. სპეციალური ხახვის დიეტაც არსებობს, რომლის დროსაც ყოველდღე ხახვის წვნიანი უნდა მიიღოთ.
7. ხახვი კანის დამწვრობის დროს
ხახვი დამწვრობის დროს მტკივნეულ შეგრძნებას აქრობს, მათ შორის მზის დამწვრობის დროს. ხახვის ფურცლები დაზიანებულ ადგილზე 2 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ბოსტნეულში შემავალი გოგირდი და კვარციცინი ჭრილობას მოაშუშებენ.
8. ხახვი მიმწვარის მოსაშორებლად
ჭუჭყის მოსაშორებლად ჭურჭელი ახალ გაჭრილი ხახვით გაწმინდეთ. შემდეგ სარეცხი საშუალებით კარგად გარეცხეთ. ხახვის წვენი მიმწვარის სუნს კარგად აქრობს და ზედაპირს წმენდს!
9. ხახვი ტანსაცმელზე ლაქის მოსაშორებლად
ხახვის წვენი ლაქას წაუსვით და ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ. სასიამოვნოდ გაოცებული იქნებით, სიყვითლე გაქრება!
10. ხახვი ცხიმიანი კანისთვის
ხახვის ფაფისგან შეგიძლიათ ცხიმიანი კანის ნიღაბი მოამზადოთ: ხახვი ცხიმიან ჯირკვლებს ამცირებს, კანი შრება და ანთება ქრება.
საინტერესო ფაქტები ხახვის შესახებ
1. ხახვი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საკვები პროდუქტია. გაეროს მონაცემებით, ხახვი მსოფლიოში 175 ქვეყანაში მოჰყავთ. ეს კი ხორბლის მომყვან ქვეყნებზე ორჯერ უფრო მეტია, რომელიც მოსავლის მოცულობის მიხედვით მსოფლიო რეკორდსმენია.
2. ძველად შუმერები და ეგვიპტელები ხახვს ღმერთის მცენარეს უწოდებდნენ და თვლიდნენ, რომ დედამიწა მრავალფენიანი ხახვის მიხედვით არის მოწყობილი.
3. ჯვაროსანთა ეპოქის დროს ხახვს იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ფრანგები სარკინოზებისგან ტყვეებს ერთ ადამიანში 8 ხახვის გადახდით იხსნიდნენ. შემთხვევით არ არის, რომ ცნობილმა ექიმმა იბნ სინამ ხახვს თავის ნაშრომში „საექიმო მედიცინის კანონი“ მთელი თავი მიუძღვნა.
4. ძველ ეგვიპტეში ხახვს „ღარიბების მუშკის“ უწოდებდნენ. ძველი რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი ირწმუნებოდა: „ხახვი ზარმაც ქმრებსაც კი ვენერას მკლავებში უბიძგებს.“ შუა საუკუნეებში და აღორძინების ეპოქაში ხახვი, როგორც ძლიერი აფორდიზიაკი, მონასტერში აკრძალული იყო: ბერებს და მონაზვნებს სქესობრივი სურვილი რომ არ ჰქონოდათ!
5. ხახვი 85% წყლისგან შედგება. მისი დაჭრის დროს თვალი იმიტომ გვიცრემლიანდება, რომ დაჭრის დროს ცრემლსადენი ნივთიერება პროპანტოილი ეს-ოქსიდი თავისუფლდება.
6. გამრავლების და გამოყენების მხრივ ხახვი პირველ ადგილას ჩინეთსა და ინდოეთშია – ერთად მთელი მსოფლიოს მოსავლის 45% მოდის, რომელიც დაახლოებით 70 მლნ ტონას შეადგენს.
7. მკვლევარები თვლიან, რომ ხახვში შემავალი გოგირდის ნაერთები სიმსივნის უჯრედებს განვითარებაში ხელს უშლიან. სწორედ ამიტომ, ხახვი ყველანაირი სახით მიირთვით – სალათებში, წვნიანში ან მეორე კერძებში.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.