Connect with us

სხვა

ხახვის თესვა გაზაფხულზე

ნელ-ნელა თესვის დრო ახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ ხახვის დასათესადაც უნდა შევემზადოთ, რადგან ეს პროდუქტი ძალიან ბევრი დაავადებისგან გვიცავს და აქტიურად გამოიყენება თითქმის ყველა კერძში! ალბათ მიხვდით, რომ ამ სტატიაში ხახვის თესვაზე და მის წესებზე ვისაუბრებთ!

თუ სტატიაში გამოყენებულ თესვის მეთოდს გამოიყენებთ, თქვენი ნათესები უფრო ჯანმრთელი იქნება, მოსავალი კი უფრო უხვი! ხახვი კი გაცილებით დიდხანს შეგენახებათ!

როგორ დავალბოთ ხახვი

1. ამ მეთოდში საკვები სოდა გამოიყენება. არსებობს მოსაზრება, რომ ის ხახვში მინერალური ნივთიერებების ნაკლებობას აღმოფხვრის, ამიტომ სოდით დამუშავებული ნერგები თავს გაცილებით უკეთ გრძნობს მშრალ ამინდში და ნაკლებად რეაგირებს გამოფიტულ ნიადაგზე.

2. მებაღეები თვლიან, რომ სოდით დამუშავების წყალობით ნაყოფი უკეთ ვითრადება. უკეთესი ეფექტისთვის რეკომენდებულია სოდიანი ხსნარი 40 გრადუსამდე გააცხელოთ და ასევე გაათბეთ დასათესი ხახვიც. ზოგიერთი ხსნარს 60 გრადუსამდეც აცხელებს, თუმცა აჯობებს 40 გრადუსს დასჯერდეთ!

3. აუცილებლად გამოიყენეთ სწორი პროპორციები, რათა ნეგატიური შედეგი არ მიიღოთ: თუ სოდა არასაკმარისი იქნება, მისი ანტისეპტიკური თვისებები სესუსტდება და ხახვი უბრალოდ აღარ გაიზრდება. პროპორციები: ერთ ლიტრ წყალზე – 1 ჩაის კოვზი სოდა.

4. ხსნარის პროპორციები უკვე გავარკვიეთ, ახლა კი დროა ხახვი მოვამზადოთ. მთავარია ხახვი იმ ფოჩებისგან გავწმინდოთ რომლებიც თითქმის თავისით ძვრება, თუმცა ყველა ფოჩისგან ბოლომდე ნუ გაასუფთავებთ, “შიშველი” ხახვი აღარ გაიზრდება! ჩაალაგეთ ხახვი ხსნარში, დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ ნახევარი საათით. ახლა კი შეგიძლიათ ნიადაგში გაანაწილოთ!

5. გარდა ხახვისა, სოდიანი ხსნარით ნიადაგის დამუშავებაც შეიგიძლიათ. ეს პათოგენური მიკროფლორის ზრდას შეუშლის ხელს!

გაითვალისწინეთ: დასათესი ხახვი უნდა იყოს ჯანმრთელი და სუფთა, ერთი ჯიშის, მშრალი ფოჩებით! თუ ხახვს ლაქები ან მომპალი ადგილები აქვს ის დასათესად არ გამოგადგებათ! უხვ მოსავალს გისურვებთ!