კულინარია
ხაჭოს ძალიან გემრიელი ტორტი გამოცხობის გარეშე. დესერტი, რომელიც პირში დნება
სახლში მომზადებული ხაჭოს ტორტის ეს რეცეპტი განსაკუთრებულია, რადგან ნამცხვრის ფენა მშრალ ტაფაზე მზადდება. მისი განსაკუთრებული ვანილის არომატი ნაზი კრემის გაჯერებულ გემოს ხაზს უსვამს. ამ დესერტზე უზომოდ შეყვარებული ვარ. დღესასწაულზე თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისი მომზადებით არ ვიღლები. აუცილებლად ცადეთ და პირობას გაძლევთ, მიღებული შედეგით კმაყოფილი იქნებით.
ხაჭოს ტორტი შოკოლადით
ცომის ინგრედიენტები:
- 320 გრ ფქვილი
- 220 გრ ხაჭო
- 180 გრ შაქრის პუდრი
- 10 გრ სოდა
- ცოტა ძმარი
- 1 კვერცხი
კრემის ინგრედიენტები:
- 0,5 ლ რძე
- 200 გრ შაქარი
- 20 გრ ფქვილი
- 1 კვერცხი
- 1 გრ ვანილი
მოსართავად:
- 50 გრ დაფქული ნიგოზი
- 60 გრ შოკოლადის ბურბუშელა
მომზადება:
1. კრემის მომზადება დაიწყეთ. შაქარი, კვერცხი, ფქვილი და ვანილი შეურიეთ ერთმანეთში. ნელ-ნელა, მუდმივი მორევის პირობებში დაამატეთ რძე. ურიეთ კარგად, რათა მასაში პატარა ბურთები, მკვრივი მასები არ გაჩნდეს. 5 წუთის განმავლობაში კრემი დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, შემდეგ ოდნავ გააგრილეთ. ხაჭოს მცირეოდენი ძმრით გაღვივებული სოდა დაუმატეთ და დაიწყეთ ცომის მოზელვა.
2. შაქრის პუდრში კვერცხი ათქვიფეთ და შემდეგ ფქვილი დაუმატეთ. მიღებული მასა ჩაამატეთ ხაჭოსა და სოდის ნარევში. კარგად ზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
3. როდესაც ცომს მოზელთ, დაყოვნეთ ის დაახლოებით 20 წუთით და შემდეგ დაყავით თანაბარი ზომის ბურთებად.
4. ცომის თითოეული გუნდა რაც შეიძლება თხელ ფენად გააბრტყელეთ. თითოეული ფირფიტა დახვრიტეთ რამდენიმე ადგილას ჩანგლით.
5. შეწვით ხაჭოს ფირფიტები მშრალ ტაფაზე.
6. ახლა მხოლოდ კრემის წასმა დაგრჩენიათ! თითოეულ ფენას შორის კარგად წაუსვით კრემი. როდესაც ხაჭოს ცომის ბოლო ფენას გამოიყენებთ, კარგად წაუსვით მას გარედან კრემი.
ტორტს შოკოლადის ბურბუშელა, ქოქოსი ან დაფქული ნიგოზი მოაყარეთ. ხაჭოს ტორტის გემო მჟავე ალუბალსაც შესანიშნავად ერწყმის. აუცილებლად ცადეთ ამ რეცეპტით ხაჭოსა და შოკოლადის უგემრიელესი ტორტის მომზადება, რომელსაც ღუმელი საერთოდ არ ჭირდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. მე ხშირად ვუმასპინძლდები ოჯახის წევრებს ამ დესერტით და ყველა ძალიან კმაყოფილია. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!