Connect with us

საკითხავი

ხატი „იკონომოსა“, რომელიც სიღარიბისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ

ადამიანი რთულ დროში დახმარებას და შვებას სულიერებაში ეძებს. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი „იკონომოსა“ სიღარიბისგან თავის დაღწევაში, ვალების მოშორებაში, ფინანსური კრიზისის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამ ხატის წინაშე ლოცვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ისეც შეგიძლიათ ილოცოთ, თუ სახლში მსგავსი ხატი არ გაქვთ.

Аlltime.ge–ს რედაქცია ხატის შექმნის ისტორიას გიზიარებთ და გიამბობთ, როგორ ილოცოთ ფინანსური შეჭირვების დროს.

ღვთისმშობლის ხატი „იკონომოსა“, იგივე მაშენებელი ათონის მთაზე ერთ–ერთი ძვირფასი ხატია, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ დაიწერა. ღვთისმშობელი წმინდა ათანასეს გამოეცხადა. გიამბობთ ხატის შექმნის ისტორიას.

ლეგენდის მიხედვით, ღვთისმშობლის ეს გამოსახულება ათონის მთაზე გამოჩნდა და ბერები შიმშილისგან იხსნა. ეს მე–10 საუკუნეში მოხდა. იმ დროს მცირე მოსავლის გამო შიმშილობა დაიწყო. ბევრმა ბერმა სიდუხჭირეს ვერ გაუძლო, ათონის მთა მიატოვა და სხვა მონასტრებში გადავიდა.

წმინდა ათანასემ სხვებზე მეტხანს გაძლო. უკვე შიმშილისგან ძალაგამოცლილი მონასტრის დატოვებას აპირებდა, რომ გზაზე ღვთისმშობელი გამოეცხადა. ღვთისმშობელმა სულმოკლეობაში ამხილა და დახმარებას დაჰპირდა. უთხრა, რომ ამიერიდან მისი ლავრის ეკონომი გახდებოდა, რომ შეეძლო მშვიდად ყოფილიყო, რადგან თავად იქნება მისი მფარველი.

წმინდა ათანასემ არ დაიჯერა, რომ მის წინაშე ღვთისმშობელი იდგა, რადგან ანგელოზის სახის მიღება ეშმაკსაც შეეძლო. ღვთისმშობელმა მის დასარწმუნებლად უბრძანა, რომ კვერთხი ქვაზე დაერტყა. ბერი ასეც მოიქცა და იქიდან წმინდა წყარო სასწაულებრივად გადმოვიდა. მონასტერში დაბრუნებულმა ბერმა საჭმელ–სასმელით სავსე საკუჭნაო ნახა. მალე სხვა ბერები მონასტერში დაბრუნდნენ. მას შემდეგ წმინდა ათანასეს მონასტერში მხოლოდ ეკონომის თანაშემწის თანამდებობა არსებობს.

„მაშენებელის“ ხატზე ღვთისმშობელთან ერთად გამოსახულია წმინდა ათანასე ათონელი და წმინდა მიქაელ სინადელი. ამ ხატის წინაშე ილოცეთ, თუ გსურთ, ახლობლები შიმშილობისგან, გაკოტრებისგან, ფინანსური კრიზისგან დაიცვათ.

ლოცვა ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობლის მიმართ

ვუგალობ მადლსა შენსა, დედუფალო, და გევედრები, გონებაჲ ჩემი აღავსე მადლითა, წარმიმართე მე, რაჲთა ვიდოდე გზასა უფლისა მცნებათასა. გალობასა შინა მღვიძარებით განმაძლიერე, რომელი დახსნილობისა ძილითა შეპყრობილ ვარ. საკრველთაგან ცოდვათა ჩემთასა განმხსენ მეოხებითა შენითა, სძალო ღმრთისაო. ღამით და დღით დამიცევ ბრძოლათაგან ეშმაკისათა და განმარინე მე. რომელმან ცხოვრების მომცემელი ღმერთი მუცლად იღე, მე, მომწყდარი ვნებათაგან განმაცხოველე. რომელმან ნათელი დაუღამებელი ჰშევ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე. დიდებულო მეუფისა საყდარო, ტაძრად სულისა წმიდისა განმწმიდე მე. რომელმან მკურნალი იგი ყოველთა ჰშევ, განკურნენ სულისა ჩემისა ვნებანი დამძიმებულნი. რომელი ვიგვემები ღელვათა შინა ამის სოფლისათა, მყუდროებად მიმაწიე. მიხსენ მე ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დაუცადებელად მტანჯველისაგან მატლისა. ნუ მიჩვენებ მე ეშმაკთა ჩემ ზედა მოხარულთა, რომელსა მიქმნიან მრავალნი ცოდვანი. განმაძლიერე ბრძოლასა შინა ვნებათასა, ყოვლად უბიწოო ქალწულო. უცხო მყავ მე ყოვლისაგან სატანჯველისა და ყოველთა ღმერთსა შემაწყნარე. ზეცისა სიხარულსა ღირს-მყავ მიმთხვევად ყოველთა თანა წმიდათა. ყოვლადწმიდაო ქალწულო, შეისმინე ვედრებაჲ უღირსისა და უხმარისა მონისა შენისა. უფსკრული ცრემლთა მომმადლე, დედუფალო, რაჲთა მწიკვლი სულისა ჩემისა განვიწმინდო. სულთქმაჲ ლმობიერი გულსა ჩემსა მომივლინე, დედუფალო. უძლური ესე ვედრებაჲ ჩემი შეისმინე, წმიდაო, და ღმრთისა სახიერისა შესწირე. უზეშთაესო ანგელოზთაო, უზეშთეას ვნებათა გამომაჩინე. ნათლით შემოსილო, სამკვიდრებელ დაამკვიდრე ჩემთანა მადლი შენი და სუნელ მყავ მე. ხელთა აღვიპყრობ და ბაგეთა ჩემთა შეგინებულთა აღვახვამ ქებად შენდა. ყოვლადწმიდაო, სულისა განმხრწნელთა ვნებათაგან მიხსენ მე დაუცხრომელითა ვედრებითა შენითა ქრისტეს მიმართ, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასწაულმოქმედი ხატი დაგეხმარებათ, რომ ვალები დაფაროთ და კეთილდღეობაში იცხოვროთ. ღვთისმშობელი სიღარიბისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. მთავარია, რომ გულწრფელად ილოცოთ და ღვთისმშობლის დახმარება არ დააყოვნებს.

Advertisement