Connect with us

სხვა

ხანძრებმა ავსტრალიის ზეცა აბორიგენების დროშას დაამგვანეს

ავსტრალია ხანძართან ბრძოლას აგრძელებს, მის უახლეს ისტორიაში ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა, იქიდან კი ახალ-ახალი ფოტომასალა ჩნდება რომელიც ხშირ შემთხვევაში სულისშემძვრელია.

უკანასკნელი ფოტოშედევრებიდან – აპოკალიფსური ზეცის სურათია, რომელიც საშიანლად გავს ავსტრალიელი აბორიგენების – ავსტრალიის პირველ მოსახლეთა დროშას.

ეს სურათი სამხრეთ ავსტრალიის მაცხოვრებლის – როუზ ფლეტჩერის მიერ არის გადაღებული. ფოტო ვირუსულ სენსაციად იქცა.

“სრული უიმედობის დროს, სამხრეთ ოკეანის თავზე განთიადი დავაფიქსირე. ამომავალი მზე, კვამლის კედლის უკან მკრთალ რგოლად მოჩანდა – და უცბათ, რამდენიმე ჯადოსნურ წამში, ჩემს თვალწინ აბორიგენების დროშა გამოისახა…”- ყვება ფლეტჩერი.

მას შემდეგ რაც, ფოტო Facebook-ზე გამოქვეყნდა, სწრაფდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ათასობით კომენტარი დააგროვა:

“წინაპართა სულებს რაღაცის თქმა სურთ”

“ამით ყველაფერი ნათქვამია. აბორიგენები დედამიწაზე ზრუნავდნენ. სირცხვილი ავსტრალიის მთავრობას!”

აბორიგენების ოფიციალური დროშა 1971 წელს შემუშავდა და დამტკიცდა. დროშა ორი ჰორიზონტალურ ზოლს (ზემოთ შავი, დაბლა კი წითელი) და ცენტრში ოქროსფერ წრეს წარმოადგენს.

შავი ფერი – ავსტრალიელ აბორიგენებს განასახიერებს, წითელი კი – ავსტრალიის მიწასა და წითელ ოქრას (ჰემატიტი, ჟანგმიწა რომელსაც ავსტრალიელი აბორიგენები თავიანთ ცერემონიებში იყენებენ), ყვითელი – კი მზეს, სიცოცხლის დაბადებასა და დაცვას აღნიშნავს.

ევროპელების გამოჩენამდე ავსტრალიელი აბორიგენების რაოდენობა 300-დან 700 ათას ადამიანს უდრიდა, რომელთა შემადგენლობაშიც 500-ზე მეტი ტომი და 200-მდე ენობრივი ჯგუფი შედიოდა. 1921 წლისთვის კი მათი რაოდენობა 60 ათასამდე შემცირდა.

დღეს ავსტრალიაში დაახლოებით 550 000 აბორიგენი ცხვრობს. ეს კი ქვეყნის მოსახლების მხოლოდ 2,7%-ია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.