Connect with us

ჯანმრთელობა

ხალხური საშუალებების გამოცდილი რეცეპტები ალერგიის სამკურნალოდ

უმეტესობა ალერგიის სამკურნალოდ, ალბათ, ყველაზე ეფექტური და მარტივი მეთოდი ქატოა. დიახ, ჩვეულებრივი ქატო.

ერთი კოვზი ქატო აიღეთ, მდუღარე წყალში მოხარშეთ და რამდენიმე წუთში შეჭამეთ. ყოველ დილით, უზმოზე ასე გააკეთეთ, წინასწარ 1 ჭიქა წყალი დალიეთ. ესეც მთელი მკურნალობა. უკვე 15 წუთის შემდეგ ცრემლდენა და ცხვირიდან სისველე შეწყდება. ქატო არა მხოლოდ ალერგიის დროს არის სასარგებლო. მას ორგანიზმიდან შხამი გამოაქვს, ნაწლავების მუშაობას არეგულირებს და დისბაქტერიოზს კურნავს. მისი მიღება ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიათ.

ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იქმნება, როცა ცხვირით საერთოდ ვერ ვსუნთქავთ ან ჰაიმორიტი გვაწუხებს. ამ დროს თქვენი აუცილებელი დამხმარე საშუალება ცხვირის წვეთებია, რომლებიც 1-2 დღე გვყოფნის და შვებას მხოლოდ 2-3 საათით გვანიჭებს.

ხალხური მედიცინის რეცეპტები ალერგიული რინიტის საწინააღმდეგოდ

ყოველ დილით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ნახევარი ჭიქა თბილი რძე არყის კუპრით დალიეთ. პირველ დღეს რძეს 1 წვეთი კუპრი დაუმატეთ, მეორე დღეს 2 წვეთი და ასე 12 წვეთამდე აიყვანეთ. შემდეგ კი კუპრის წვეთების რაოდენობა თითო წვეთობით შეამცირეთ და 1 წვეთამდე დაიყვანეთ. კურსის გავლის შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და სამკურნალო პროცედურა კვლავ გაიმეორეთ. შედეგად თავისუფალ სუნთქვას მიიღებთ. ამასთან არყის ხის კუპრი სისხლს წმენდს.

კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი სხვადასხვა სახის ალერგიის დროს

ნაადრევ გაზაფხულზე ჭინჭარი შეაგროვეთ, გაახმეთ და მისი ნაყენი დალიეთ. 2 ს/კ ხმელ ჭინჭარს თერმოსში ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით. 2-3 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა ნახარში დღეში 5-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3 კვირა, შემდეგ კი თქვენი განწყობის მიხედვით.

რეცეპტი ბრონქული ასთმის დროს

ეს რეცეპტი ძალიან დიდი ხნით უნდა გამოიყენოთ – ოქტომბრიდან მაისამდე. თუმცა შედეგი ამად ღირს: ის ბრონქულ ასთმას სამუდამოდ მოგაშორებთ. სამლიტრიან ქილაში 1 კგ წვრილად დაჭრილი ნიორი ჩაყარეთ, 1 ლ დაყენებული წყალი დაასხით და 1 თვე ბნელ ადგილას შეინახეთ. მიღება: 1 ჩ/კ ნაყენი 1 ჭიქა ცხელ რძეში გახსენით და დილით, უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ერთი დღეც არ გამოტოვოთ.

რეცეპტი მათთვის, ვისაც ალერგიამ ლაქები და წყლულები დაუტოვა

არყის ფოთლები შეაგროვეთ, მდუღარე წყალში მოხარშეთ და ჩაის ნაცვლად დალიეთ. უკვე 1 კვირაში ალერგია დაგავიწყდებათ.