Connect with us

ჯანმრთელობა

ხალხური მეთოდი. რა უნდა დადოთ ბალიშის ქვეშ, რომ სწრაფად და მშვიდად დაიძინოთ

მახსოვს, ახალგაზრდობაში, როგორც კი თავს ბალიშზე დავდებდი, მაშინვე ღრმად ვიძინებდი. ტყუილად არ ამბობენ: ტანკიც ვერ გააღვიძებს. ასაკის მატებასთან ერთად შუაღამით სულ უფრო ხშირად ვწრიალებ, მორფეუს ვეძახი და ცხვრებს ვითვლი. როგორ მოვიშორო უძილობა, ხალხური მეთოდით თუ საძილე აბებით?

თუ სერიოზული აბების მიღება არ გსურთ, მაგრამ დილით გამოუძინებელი გაღვიძებით დაიღალეთ, ხრიკს გიზიარებთ. ამ მეთოდით მშვიდი ძილი დავიბრუნე. ახლა მხოლოდ მას ვიყენებ. აფთიაქში წასვლა საჭირო არაა. აუცილებელი ნივთი სამზარეულოში ნამდვილად გაქვთ.

როგორ მოვიშოროთ უძილობა ხალხური მეთოდით

უძილობა წამლების გარეშე რომ დაამარცხოთ, მხოლოდ დაფნის ფოთოლი გჭირდებათ. დიახ, ინგრედიენტი, რომელსაც წვნიანის, რაგუს და სოუსის მომზადებისას ვიყენებთ. დაფნის ფოთოლი ღამით ბალიშის ქვეშ უნდა დადოთ. მცენარე ნერვულ სისტემას სწრაფად ამშვიდებს, სტრესს და დაძაბულობას აქრობს. არა მხოლოდ უძილობას, არამედ დეპრესიას ებრძვის. გამოცდილი მეთოდია!

რა გავაკეთოთ სწრაფად დასაძინებლად

1. ძილის გრაფიკი დაიცავით. ერთსა და იმავე დროს დაიძინეთ და ადექით, დასვენების დღეებშიც.

2. იდეალური პირობები შექმენით ძილისთვის. საძინებელ ოთახში სიწყნარე და სიბნელე უნდა იყოს, ყურადღებას არაფერი უნდა გიფანტავდეს.

3. ღამით ფანჯარა ღია დატოვეთ ან დაძინებამდე ოთახი კარგად გაანიავეთ. სუფთა ჰაერი ჯანსაღ და ძლიერ ძილს ხელს უწყობს.

4. გაჯეტები არ გამოიყენოთ. ძილის წინ კატების ყურება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ეკრანზე მოძრაობას ნამდვილ ცხოვრებაში საფრთხედ აღიქვამს. ამის გამო მშვიდ რეჟიმზე გადართვა უჭირს.

5. დღის მეორე ნახევარში ენერგეტიკულ სასმელებზე, ყავასა და ძლიერ ჩაიზე უარი თქვით.

ხშირად უძილობა სტრესის მომატებას უკავშირდება. მშვიდად რომ დაიძინოთ, ყველა პრობლემა მოაგვარეთ. რელაქსაციის და მედიტაციის ტექნიკებს დაეუფლეთ. თუ უძილობა დიდი ხანია გაწუხებთ და არაფერი გეხმარებათ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

Advertisement