Connect with us

თავის მოვლა

ხალხური მეთოდები ფრჩხილების გასამაგრებლად და მათი ინფექციების მოსაშორებლად

მტვრევადი ფრჩხილები – ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომელიც ადამიანებს ძალიან აწუხებთ.
რა იწვევს ფრჩხილების მტვრევას?

მიზეზი ხშირ შემთხვევაში არა ერთი, არამედ, რამდენიმე ფაქტორია, ამიტომ ძნელია ერთი კონკრეტული მკურნალობის მეთოდის შერჩევა. ფრჩხილების მტვრევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სოკოს გაჩენა, თითების ინფექცია ან სხვა დაავადებებია. მეორეს მხრივ, ფრჩხილის მოტეხვა, ყოვედღიური საქმეების კეთების დროსაც არ არის ძნელი.

საბედნიეროდ, მკურნალობის ბევრი ხალხური მეთოდი არსებობს, რომლებიც ფრჩხილის მტვრევადობის აღმოსაფხვრელად გამოგვადგება.

შინაურილი მეთოდები მტვრევადი ფრჩხილისთვის

ეს ხალხური მეთოდები, მტვრევადი ფრჩილების მკურნალობისთვის გამოგადგებათ. ისინი ფრჩხილებს ძლიერსა და ჯანმრთელს გახდიან.

ნიორი ფრჩხილებისთვის

ნიორი ერთ-ერთი ანტიოქსიდანტია, რომელსაც თქვენი ორგანიზმის დაცვა შეუძლია. ფრჩხილის გასამაგრებლად ნივრის გამოყენება შეგვიძლია. უბრალოდ გაჭყლიტეთ ორი კბილი ნიორი და გაისვით ფრჩხილებზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. დაიტოვეთ დაზიანებულ ფრჩხილზე ნახევარი საათით, შემდეგ კი დაიბანეთ თბილ წყალში. ეს პროცედურა დღეში მინიმუმ ერთხელ უნდა ჩაიტაროთ.

ნუშის ზეთი, ფორთოხლის წვენი და შაქარი

გამოწურეთ ფორთოხალი და აურიეთ ჩაის კოვზ შაქართან. შემდეგ ჩადეთ ფრჩხილები ნარევში და გაიწმინდეთ ნუშის ზეთში დასველებული ბამბის ნაჭრით.

აბუსალათინის და ზეითუნის ზეთი მტვრევადი ფრჩხილებისთვის

მტვრევადი ფრჩხილისთვის ამ ორი ზეთიდან ნებისმიერის გამოყენება შეიძლება უბრალოდ საჭიროა, მათში ბამბა დავასველოთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ფრჩხილში შევიზილოთ.

ფრჩხილის მტვრევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გაუწყლოვნებაა. ზეთების საშუალებით კი ფრჩხილის დატენიანება ხდება.
ასევე შეგიძლიათ ამ ზეთებიდან ერთ-ერთით ჭიქა ნახევრამდე გაავსოთ და შიგნით ფრჩხილები ჩაყოთ – ძილის წინ, 25 წუთის განმავლობაში.

საკვები სოდა

ნატრიუმის ბიკარბონატს ბევრი ფუნქცია და ბევრი ღირსება აქვს. მას მჟავიანობის გაქრობაც შეუძლია, მჟავიანობა – ფრჩხილების მტვრევადობას იწვევს.
აურიეთ სუფრის კოვზი საკვები სოდა თბილ წყალში და ჩაყავით დაზიანებული ფრჩხილები ნაზავში. გაიმეორეთ პროცესი – კვირაში ერთხელ.

ძმარი

ამ მეთოდით მკურნალობა 15 დღე უნდა გაგრძელდეს. განსაკუთრებით თუ კარგი შედეგის მიღება გსურთ.

ვაშლის ძმარი ჭიქაში გადმოასხით და თითები მასში ჩაყავით. გააკეთეთ ეს ძილის წინ, 15 დღის განმავლობაში და მალე შეამჩნევთ, რომ თქვენი მტვრევადი ფრჩხილები თანდათან გამაგრდებიან. ესეთი პროცედურა ეფექტურია ფრჩხილის სოკოს დაავადებებისას.