სხვა
ხალხური მედიცინა მეჭეჭების სამკურნალოდ
ხალხურ მედიცინაში ძალიან ბევრი ეფექტური საშუალება არსებობს მეჭეჭების მოსაშორებლად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენენ, მაინც აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია.
ქრისტესისხლა
ქრისტესისხლა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანის დაავადებების სამკურნალოდ. მისი გადაჭრისას ღეროდან რძისმაგვარი ნივთიერება გამოიყოფა რომელიც მეჭეჭზე დღეში ერთხელ უნდა წაისვათ და პრობლემური ადგილი დაიფაროთ.
ბაბუაწვერა
ბაბუაწვერა კიდევ ერთი მცენარეული წამალია რომელიც ეფექტურად გამოიყენება მეჭეჭების სამკურნალოდ. ყვავილთან ახლოს გადაჭერით ღერო და იქიდან გამოყოფილი რძის მაგვარი ნივთიერება მეჭეჭზე დღეში 2-ჯერ წაისვით.
ლეღვი
როდესაც ლეღვს მოწყვეტთ, განსაკუთრებით კი – მწვანეს მისი ღეროდან სქელი, რძისმაგვარი ნივთიერება გამოიყოფა, ეს ნივთიერება მეჭეჭზე დღეში 2-ჯერ უნდა წაისვათ,დაახლოებით 10 დღის განმავლობაში.
კეშიუ
ზუსტად კეშიუა ყველაზე ეფექტური საშუალება მეჭეჭების ბუნებრივი გზით მოსაცილებლად, ძირითადად კი ზეთი რომელიც მისი ნაჭუჭისგან მზადდება.
თქვენ შეგიძლიათ ზეთი ბამბის ტამპონით, დღეში სამჯერ წაისვათ და ნახევარი საათით გაიჩეროთ. თუმცა ამ საშუალებასთან სიფრთხილე გმართებთ რადგან მგრძნობიარე კანზე მისმა აქტიურმა ნივთიერებებმა შეიძლება დაზიანებები გამოიწვიოს.
კალენდულა
კალენდულა ტრადიციული წამალია, რომელიც ბუნებრივი მეჭეჭების სამკურნალოდ გამოიყენება, მისი ფოთლის წვენის შემადგენლობაში აქტიური ინგრედიენტები შედის რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურია მკურნალობისთვის! ასევე კარგ შედეგს იძლევა მისი ფესვებისგან მიღებული წვენიც.
პროცედურის ჩასატარებლად, იღებენ 1 მუჭა კალენდულის ფოთლებს და თბილ წყალში ყრიან, აყოვნებენ 15 წუთი, გადაწურავენ და ათქვეფენ. ეს მასას როგორც მალამო, ადგილობრივი გამოყენებისთვის გამოდგება. მკურნალობის კურსი ასეთია: წაისვით მიღებული მასა (მალამო) პრობლემურ ადგილზე 1 საათით, დღეში 2-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში.
ხახვი
ხახვიც ასევე უებარი წამალია ხალხურ მედიცინაში, იგი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და რა თქმა უნდა ეფექტურად ებრძვის მეჭეჭებს. სასარგებლო ნივთიერებებით სიმდიდრიდან გამომდინარე ის საოცრად ძლიერი ანტიბიოტიკი და ანტივირუსული საშუალებაა.
ხახვის სტრუქტურები ასტიმულირებენ სისხლის მიმოქცევას, სწორედ ამიტომ მოქმედებენ ისინი ძალიან სწრაფად.
მისი გამოყენების წესი ისეთივეა როგორც წინა საშუალების, შეიზილეთ ან დაიდეთ ბამბის ტამპონით დღეში რამდენჯერმე, შეგიძლიათ ეს საფენი ღამითაც დაიტოვოთ, მაგრამ აჯობებს ჯერ სინჯი გაიკეთოთ რადგან მგრძნობიარე კანზე მან შიძლება სერიოზული გაღიზიანება გამოიწვიოს.