საკითხავი
ხალიჩის ფორმა და ფერი სწორად შეარჩიეთ და ფინანსებს მოიზიდავთ
მთელი ოჯახის კარგი განწყობის და კეთილდღეობის საფუძველი სახლური სიმყუდროვეა. უმნიშვნელო დეტალები (დეკორატიული ბალიში, ხალიჩა, არომატული სანთელი) სახლში მშვიდი ატმოსფეროს შექმნას ხელს უწყობს.
ზოგიერთი დეტალი არა მხოლოდ სახლს ამშვენებს, არამედ კეთილდღეობის მოზიდვას ხელს უწყობს. მაგალითად, ხალიჩა, რომელსაც შემოსასვლელ კართან ვაგებთ. ის ჭუჭყს და ნაგავს სახლში შეღწევის საშუალებას არ აძლევს. ხალიჩის ფორმას, ფერს და მოხატულობას სახლის ენერგეტიკაზე სხვადასხვა გავლენის მოხდენა შეუძლია.
ხალიჩის ფერი და ფორმა თითოეული სახლისთვის
ხალიჩის არჩევის წესი
ხალიჩა ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია. მას შეუძლია ოჯახს ბედნიერების, ჯანმრთელობის და ფინანსების მოზიდვაში დაეხმაროს ან, პირიქით, ხელი შეუშალოს. ხალიჩის სწორად შესარჩევად, გაარკვიეთ, სინათლის რომელ მხარეს იყურება თქვენი შემოსასვლელი კარი.
- დასავლეთ, ჩრდილო–დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს მრგვალი ხალიჩა გამოიყენეთ.
- აღმოსავლეთ, ჩრდილო–აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ მხარეს მართკუთხა ხალიჩა უკეთესია.
ხალიჩის ფერები
- დასავლეთ მხარეს შეარჩიეთ ღია ფერის ხალიჩა. ნაცრისფერი, ოქროსფერი, სპილენძისფერი, ყავისფერი, თეთრი და ნარინჯისფერი იდეალურია.
- აღმოსავლეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ მხარეს ლურჯი, მწვანე ან შავი ხალიჩა შეარჩიეთ.
- სამხრეთ მხარეს მწვანე და წითელი ხალიჩა საუკეთესოა.
- ჩრდილოეთ მხარეს ყავისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი და კრემისფერი ხალიჩა გამოგადგებათ.
ხალიჩის ფერების მნიშვნელობა
- ნაცრისფერი და შავი ხალიჩა ოჯახის წევრებს ნეიტრალური ენერგიით მუხტავს და ყველაფერში ცოტათი ეხმარება.
- მწვანე ხალიჩა ჯანმრთელობას აძლიერებს. ოჯახის წევრების ფიზიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, თუ მწვანე ხალიჩას დააგებთ. ძალების და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.
- ქვიშისფერი ხალიჩა მობინადრეებს გათვალვისგან დაიცავს და შინაგანი ძალების გაძლიერებაში დაეხმარება.
- შინდისფერი და წითელი ხალიჩა ოჯახის წევრებს კარგი განწყობით და მოტივაციით გაავსებს. წითელი ფერი უსიამოვნებისგან მფარველი თილისმაა.
- ლურჯი ხალიჩა ინტელექტუალური მუშაობისას დაგეხმარებათ.
მოხატული ხალიჩა
ხალიჩის მოხატულობას დააკვირდით. ყველა სახის ნახატი შესაფერისი არაა. მაგალითად, მასზე ჩიტი ან ანგელოზი გამოსახული არ უნდა იყოს. ასე ყოველდღე ჭუჭყიანი ფეხების დაბიჯება მოგიწევთ. გზასთან დაკავშირებული პრინტი (ბალახი, ქვიშა, კენჭი) შესაფერისია. თამამად გამოიყენეთ ხალიჩა წარწერებით Sweet home ან Welcome.
საკუთარი ბიზნესის შემთხვევაში ხალიჩაზე თქვენი კომპანიის ლოგო არ გამოიყენოთ. ასე სტუმრები და კლიენტები ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით თქვენს ლოგოს გათელავენ და იმედგაცრუებას და წარუმატებლობას მოგიტანთ.
ხალიჩის შერჩევას პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. ასე სახლში დადებით ენერგიას, ჯანმრთელობას, იღბალს და ფულს მოიზიდავთ.