მოდა და სტილი
ხავერდის სეზონი: რა სურნელი ასდით მშვენიერ ქალებს შემოდგომაზე
შემოდგომის ნამდვილი მეგობარი რომ გახდეთ, აუცილებელი არაა რომანტიკოსი, მხატვარი ან პოეტი იყოთ. საკმარისია, ნამდვილად საშემოდგომო ნივთები გარს შემოიხვიოთ, რომლებიც კაშკაშა და ფერადი სეზონის ატმოსფეროს ქმნის. პლედში გაეხვიეთ, საყვარელი წიგნი აიღეთ ან ფილმი „სახლი ტბასთან“ ჩართეთ და აუცილებლად სურნელოვანი ქრიზანთემის ლამაზი თაიგული შეიძინეთ. რაც მთავარია, საშემოდგომო სუნამოს შეძენა არ დაგავიწყდეთ. თქვენს იმიჯში დახვეწილ საშემოდგომო განწყობას სწორედ ის ქმნის!
აი, რაღაც ხის, მუშკის, ქარვის, დარიჩინის და ილის ნოტებით. ისეთი სუნამო, რომელიც ყველაზე ნაცრისფერ და ცივ დღეებში გაგათბობთ და კომფორტს შეგიქმნით.
დღეს Alltime.ge- ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი სურნელი შეიძინოთ 2021 წლის შემოდგომაზე. კრეატიული და მგრძნობიარე ადამიანებისთვის!
საშემოდგომო სუნამოები
Tom Ford Tobacco Vanille
ფასი: 30 მლ – 555 ლარი
სუნამო ცივ სეზონზე იდეალურია, რადგან პირველივე ნოტებიდან თბილი მოტივებით გაგათბობთ. არაფერს ვამბობთ ტკბილ ვანილზე უჩვეულო სიმწარესთან კომბინაციაში! მასში ასევე იგრძნობთ ჩირს, ხეს, სანელებელს და კაკაოს.
სუნამოს კომპონენტები ერთმანეთთან ჰარმონიაშია და მფლობელს არისტოკრატიზმს და დახვეწილობას ანიჭებს, პატივისცემას იწვევს საზოგადოებაში, სადაც ქალბატონები ჯენტლმენებთან საუბრებს მართავენ.
Wood and Spices Montale
ფასი: 50 მლ – 252 ლარი
ლამაზი, კაშკაშა, კეთილშობილური, შეუპოვარი – ეს ყველაფერი Wood and Spices Montale–ზეა. სუნამოში კეთილშობილი ხის და პიკანტური სანელებლების კომბინაციას შეხვდებით. მის ზედა ნაწილში ფერადი ეგზოტიკა ჭარბობს, რომელსაც აგარის ხის და ეგვიპტური ვეტივერიას ნოტები წარმოაჩენს.
სუნამოს კომპოზიციის მთავარი ნაწილი მოგხიბლავთ კაშკაშა აღმოსავლური სანელებლებით, რომელიც ტყის კენკრის სიტკბოთი მორთულია. მომაჯადოებელ შლეიფს საკმევლის კვამლი ქმნის, რომელიც წითელი წიწაკის და ილის ცეცხლით გახურებულია.
Valentino Voce Vita
ფასი: 30 მლ – 310 ლარი
თითოეული ქალი უნიკალურია და სწორედ ამის თქმა სურდათ ამ საოცარი არომატის შემქმნელებს!
ერთი შეხედვით, არომატი საშემოდგომო არაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით! პირველივე ნოტებიდან მასში მკაფიოდ ისმის ციტრუსი, რომელიც თანდათან კეთილშობილურ და ხმაურიან კოჭის პარტიაში გადადის. არომატის გული – ტკბილი ჟასმინი და ფორთოხლის ყვავილები. ძირითად ნოტებად ვანილი და ხავსი მშვიდობიანად მეზობლობენ.
Yves Saint Laurent Black Opium Floral Shock
ფასი: 50 მლ – 378 ლარი
ჩემი საყვარელი არომატი! ცივ ამინდში Black Opium Floral Shock უფრო მომგებიანად ჟღერს. მასში პირველი ნოტებიდან ბერგამოტს, ლიმონს, მსხალს და ფრეზიას იგრძნობთ. გულის ნოტებში გვხვდება გარდენია, ფლერდორანჟი, მზის ნოტები და თეთრი ყვავილები.
ძირითად ნოტებში: ქარვის ხე, თეთრი მუშკი და, რა თქმა უნდა, ყავა. მისი სიტკბო, მგრძნობელობა მიყვარს. ამ არომატის ტყვეობაში უკვე 2 წელია ვარ!
Juliette Has A Gun Metal Chypre
ფასი: 75 მლ – 340 ლარი
პარფიუმერმა რომანო რიჩიმ ისეთი არომატის შექმნა შეძლო, რომელიც სპილენძის გრილი და ლითონის ჟღერადობით გიპყრობთ. კლასიკური ნოტების კომბინაციით წყალი Metal Chypre შექმნა, რომელიც კლასიკური ხმების და ფუტურისტული გავლენის განსახიერებაა.
არომატი მწკლარტე ბერგამოტით და ნაზი ვარდისფერი წიწაკით იხსნება. გამხსნელი აკორდები დახვეწილ „გულში“ იშლება, რომელიც მაცდური ქარვის, დახვეწილი ზამშის, ყვავილოვანი ზამბახის და ბალზამირებული პაჩულისგან შედგება. „გულის“ აკორდები თანდათან ქრება და ადგილს შლეიფს უთმობს: პარკოსანი ტონკას მიმზიდველი ხმები ამბროქსანის და თეთრი მუშკის მრავალფეროვან ჩრდილებში იძირება.
Hermes Hermessence Vanille Galante
ფასი: 100 მლ – 700 ლარი
არომატი მსუბუქი წიწაკის სანელებლით და გრილი მწვანილით გიზიდავთ, ვანილი ახალ, თვალწარმტაც სურათს ქმნის. მისი დეტალურად აღწერა არ მსურს, ის თავად უნდა იგრძნოთ. თითოეულ ქალზე განსხვავებულად, უნიკალურად ჟღერს! ნოტები: ვანილი, ყვავილები, ხე, სანელებელი, თამბაქო, კონიაკი, კაკაო, თეთრი მუშკი.
Ajmal Amber Wood
ფასი: 100 მლ – 400 ლარი
უფრო სქელი სუნამოს, უფრო ზუსტად სქელი შლეიფის მქონე სუნამოს პოვნა რთულია. ამასთან არომატი ძალიან მყუდრო და მიმზიდველია. სუნამო აგრესიული ქარვით, თეთრი წიწაკით და მწვანე ვაშლით იხსნება, მას ლავანდის ექო და ილის ნოტები მოჰყვება.
ხის გულს თან ახლავს იების ნაზი სიმღერა კედრის წიწვების ნოტებით, ხოლო ძირიტად ნოტებად ქარვა და პაჩული გვხვდება. მასში პაჩული ძალიან იგრძნობა!
რედაქციისგან
სუნების აღქმა ინდივიდუალურია! სწორედ ამიტომ, არომატის არჩევისას საკუთარ შეგრძნებებს მოუსმინეთ! შემოდგომისთვის ხის, ქარვის, შიპრის ნოტები შესანიშნავია. პაჩული, ნემსიწვერა, ვანილი, შოკოლადი, შროშანი, დარიჩინი, მანდარინი, ყავა, ილი – ეს ნოტები ეძებეთ, როცა საშემოდგომო სუნამოს არჩევას დააპირებთ.
რომელი მიმართულებაც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ პარფიუმი კარგ განწყობას უნდა განიჭებდეთ და საშემოდგომო სევდას არ იწვევდეს!