სხვა
ჭუჭყიანი უთო წამებში გაპრიალდება – გამოცდილი მეთოდი!
რაც არ უნდა რუდუნებით უვლიდეთ უთოს, მის წყლის ჭურჭელსა და ძირზე ნადები მაინც ჩნდება. ეს ნალექი ხისტი წყლის, სინთეტიკური ქსოვილების დაუთოვების ან უთოს არასწორი გამოყენების შედეგად ჩნდება. ეს ყველაფერი უთოს და ზოგჯერ სამოსსაც აზიანებს, თუმცა არსებობს სრულიად გამოცდილი საშუალება რომელიც უთოს ბოლომდე გააპრიალებს. მისი მომზადება ისეთი კომპონენტებით შეგიძლიათ, რომელიც ნებისმიერ სახლში მოიპოვება.
როგორ გავწმინდოთ უთო ნადებისგან
დაგჭირდებათ:
- 180 მილიგრამი თეთრი ძმარი
- 150 გრამი მარილი
- ბამბის ან რომელიმე ნატურალური ქსოვილი
თანმიმდევრობა:
1. აიღეთ საშუალო ზომის ჯამი. აურიეთ მარილი და ძმარი.
2. დაასველეთ ქსოვილიმ ძმრის ხსნარში. რბილი მოძრაობებით ნარევი უთოს ძირზე დაიტანეთ.
3. თუ უთოს ნადები ძალიან აქვს მიკრული, ხსნარი უთოზე 5-10 წუთი გააჩერეთ.
4. ნაჭრის მეშვეობით ანდები მოაშორეთ
გისურვებთ თქვენს სახლში მუდამ სისუფთავე და სიმყუდროვე მეფობდეს!