საკითხავი
ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გამოყენების 9 ხრიკი, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ
ჩვეულებრივ ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს ჭურჭლის გარეცხვის გარდა უამრავი სხვა გამოყენებაც აქვს. ის ძვირი სულაც არ ღირს და ნებისმიერ დიასახლისს ყოველთვის ხელთ აქვს. ნახეთ, 9 ხრიკი, თუ როგორ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი არაპირდაპირი დანიშნულებით.
ღრუბელი ლაქის მოსაშორებელ საშუალებად გადააქციეთ
ზოგიერთი სახეობის ლაქის (მაგალითად, ბრჭყვიალები) მოშორება ბამბით საკმაოდ რთულია. ამ შემთხვევაში ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი დაგეხმარებათ, რომელიც შუაზე უნდა გაჭრათ, დაახვიოთ და სუფთა ქილაში ჩადოთ. ღრუბელს ლაქის მოსაშორებელი სითხე დაასხით და ბამბის დისკების პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.
ეთერზეთები დაუმატეთ
ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს სასიამოვნო სუნი რომ ჰქონდეს, რამდენიმე წვეთი პიტნის, ლიმონის ან ევკალიპტის ეთერზეთი დააწვეთეთ. არომატის გარდა, ეთერზეთი ბაქტერიებს ანადგურებს, ასე რომ ორმაგ სარგებელს მიიღებთ.
მიკროტალღურ ღუმელში შედეთ
მიკროტალღური ღუმლის შიდა სივრცე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე რომ გაწმინდოთ, ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი დაასველეთ, ღუმელში შედეთ და 3-5 წუთით ჩართეთ. ღრუბლიდან წამოსული ორთქლი მიმწვარ საკვებს და ცხიმის ლაქებს დაარბილებს და კედლებიდან მათი მოშორება გაგიადვილდებათ.
ღრუბელს წებო დაასხით
ეს მეთოდი შეუძლია ჩაინიშნონ დედებმა, ძიძებმა, აღმზრდელებმა და უმცროსი კლასის მასწავლებლებმა. თუ რაიმე პროექტისთვის რაღაცის მიწეპება გსურთ, წინასწარ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი წებოში დაასველეთ. ღრუბელი პლასტმასის კონტეინერში ჩადეთ, წებო დაასხით და თავსახური დაახურეთ. ცოტა ხანში ღრუბელი წებოს შეიწოვს და ბავშვებს მისი ქაღალდზე წასმა გაუადვილდებათ. არანაირი არეულობა და წებოს წვეთი მაგიდაზე, სკამსა და ტანსაცმელზე.
გაყინეთ
ღრუბელი შეგიძლიათ გამოიყენოთ გამაგრილებელი ელემენტების ნაცვლად, თუ ახალი პროდუქტის ტრანსპორტირება გჭირდებათ. ღრუბელი ცივ წყალში დაასველეთ, დახურულ პლასტმასის პაკეტში მოათავსეთ და საყინულეში მთელი ღამით შეინახეთ.
რთულად ხელმისაწვდომი ადგილების გასაწმენდად გამოიყენეთ
რთულად ხელმისაწვდომი ადგილების გასაწმენდად სპეციალური ჯაგრისის ნაცვლად აიღეთ სამზარეულოს მაშა და მასზე რამდენიმე ღრუბელი რეზინით დაამაგრეთ ან ღრუბელი შუაში გაჭერით და მაშაზე მიამაგრეთ. ასეთი მოწყობილობით მტვრიან ვენტილიატორს, ჟალუზს და ბატარეას სწრაფად გაუმკლავდებით.
გასარეცხად გამოიყენეთ
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ჩაგინაცვლებთ სპეციალურ სალფეთქებს, რომელთაც რეცხვის დროს ხაზების თავიდან ასაცილებლად და დამუხტვის, ცხოველის ბეწვის და ნაცრისფერი ნადების გასაქრობად ამატებენ. 1 ვედრო წყალს თეთრეულის კონდიციონერი დაუმატეთ. წყალში ღრუბელი ჩადეთ და თავსახური დაახურეთ. რეცხვის დროს უბრალოდ ერთი ღრუბელი აიღეთ, როგორც საჭიროა გაწურეთ და დოლურაში ნივთებთან ერთად მოათავსეთ. გამოყენების შემდეგ ღრუბელი შეგიძლიათ კვლავ ვედროში დააბრუნოთ. შედეგი ისეთი იქნება, როგორც სპეციალური სალფეთქების გამოყენების დროს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს.
თმა დაიხვიეთ
ბლოგერი ჩარმი ჯეინის დახმარებით გავიგეთ, თუ როგორ დავიხვიოთ თმა რბილი ბიგუდების ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გამოყენებით. ღრუბელი ხელში ჰორიზონტალურად დაიჭირეთ, მასზე თმა დაახვიეთ, შემდეგ ღრუბელი ორად გაკეცეთ და რეზინით დაამაგრეთ. დილით მდიდრული ლოკონები გექნებათ.