Connect with us

ჯანმრთელობა

ჭრილობის შეხორცებაში სტაფილო დაგეხმარებათ. სამკურნალო ზეთი დიაბეტიკებისთვის

შაქრიან დიაბეტს ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს. პატარა ჭრილობა და ნაკაწრი დიდხანს და ძალიან რთულად ხორცდება. მთავარია, რომ დიაბეტიკმა უმნიშვნელო ჭრილობის და ნაკაწრის მკურნალობას დროულად მიხედოს და მდგომარეობის გაუარესება არ დაუშვას.

სტაფილოს ზეთი ჭრილობის, წყლულის, დამწვრობის და სხვადასხვა გამონაყარის შეხორცებას ხელს უწყობს, ასევე ინფექციების მიმართ ორგანიზმის გამძლეობას ზრდის.

ზეთის მომზადების რეცეპტი

1-2 სტაფილო კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ, რომ შედეგად 1 ჭიქა გახეხილი სტაფილო მიიღოთ.

გახეხილი სტაფილო ემალის ქვაბში ჩაყარეთ და მცენარეული ზეთი (მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი) დაასხით ისე, რომ ზეთმა სტაფილო ზემოდან 1 სმ-თი დაფაროს.

მეორე ქვაბი აიღეთ, რომელშიც სტაფილოთი სავსე ქვაბი ჩაეტევა. ეს დიდი ქვაბი 1/3 მოცულობაზე წყლით აავსეთ და ცეცხლზე დადგით. როცა წყალი ადუღდება, მასში სტაფილოთი სავსე ქვაბი მოათავსეთ და თავსახური დაახურეთ.

სტაფილოს და ზეთის ნარევი 60 გრადუსამდე ტემპერატურაზე 20 წუთით გააცხელეთ, არ აადუღოთ. წყლის ორთქლიდან გადმოდგით, გააგრილეთ და ორ ფენად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ. მიღებული ზეთი სუფთა ქილებში გადაანაწილეთ და მაცივარში შეინახეთ. გაწურული სტაფილო გადააგდეთ.

გამოყენების მეთოდი: ეს ზეთი ნაკაწრებსა და იარებზე წაისვით. ასევე 1 ჩ/კ ზეთი დღეში 3-ჯერ მოწუწნეთ.

უკუჩვენება: ნებისმიერი მცენარეული ზეთის გამოყენება რეკომენდებული არაა, თუ თირკმლებში, ღვიძლში ან ნაღვლის ბუშტში კენჭები გაქვთ.

გამოყენების წინ მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.