მოდა და სტილი
ჭკვიანი ქალი ჩანთით ჩაის პაკეტს ატარებს და აი, რატომ
ქალის ჩანთა სხვა სამყაროს პორტალია. რას არ იპოვით მასში: კოსმეტიკა, ლანჩის კონტეინერი, ბრტყელტუჩა. იქნებ დასჭირდეს! მასში ბევრი სასარგებლო ნივთი ინახება და მხოლოდ ჩანთის უსიამოვნო სუნია არასასურველი. ის რამდენიმე მიზეზით შეიძლება მოხდეს და მისი მოშორება მარტივია.
თუ ჩანთაში უსიამოვნო სუნი იგრძენით, პანიკაში არ ჩავარდეთ. საყვარელი აქსესუარი ანგარიშიდან არ ჩამოწეროთ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ჩანთა იმდღესვე ქიმწმენდაში წაიღოთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, პირველ დღეებში სუნის გაქრობაში ჩაი დაგეხმარებათ.
ჩანთაში უსიამოვნო სუნის გაჩენის მიზეზები
აქ, ორი შესაძლო ვარიანტია: უცხო არომატი გაჩნდა ან სუნს თავად ჩანთა გამოყოფს. პირველი მიზეზის აღმოფხვრა მარტივია. პირველ რიგში, სუნის მიზეზი მოიშორეთ, შემდეგ ჩანთა გაანიავეთ. თუ ჩანთას თავისი უსიამოვნო სუნი აქვს, გამოდის უხარისხო მასალისგან არის დამზადებული.
როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი
ჩაის პაკეტი ნებისმიერი მიზეზით გაჩენილ საძულველ სუნს გაუმკლავდება. საშე ჩანთის ძირში ჩადეთ და რამდენიმე დღე დაივიწყეთ. ქაღალდის ტომარა უსიამოვნო სუნს შთანთქავს, ხოლო ჩაი თავის არომატს გამოყოფს. ნატურალური ტყავის ჩანთაში განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება.
ასე ჩანთას მცირე ხნით ნეიტრალურ სუნს მიანიჭებთ. უსიამოვნო სუნს სრულად ვერ მოიშორებთ, რადგან ჩაის პაკეტი პრობლემას მხოლოდ დროებით აგვარებს. სპეციალისტის დახმარება მაინც დაგჭირდებათ.
ჩანთის გაწმენდა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. გირჩევთ, ამ მიზნით ნაზი საშუალება, მაგალითად, საბავშვო საპონი გამოიყენოთ. ტყავის ჩანთის გარეცხვა არ შეიძლება. ასეთი ნაწარმი სპირტის ხსნარით, კალიუმის პერმანგანატით ან ლიმონის წვენით გაწმინდეთ.
რა გავაკეთოთ შემდეგ
სარეკლამო ბლოტერი ჩანთას სასიამოვნო არომატს მიანიჭებს. ასე უწოდებენ ქაღალდის ზოლებს სხვადასხვა სუნამოს სურნელით, რომლებიც, როგორც წესი, სავაჭრო ცენტრებში იყიდება. თქვენთვის სასიამოვნო არომატი შეარჩიეთ, ბლოტერი ჩანთის ძირში ჩადეთ. აქსესუარს თქვენთვის მოსაწონი სურნელი ექნება.
როგორც ხედავთ, ჩანთიდან უსიამოვნო სუნის გასაქრობად ქიმწმენდის მომსახურება აუცილებელი არა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა დაგიჯდებათ ეს „სიამოვნება“.