Connect with us

ყვავილები

ჭინჭრის სასუქი. ბიუჯეტური სასუქი, რომელიც კარგი მოსავლის გარანტიას იძლევა

არ მოგწონთ ნაყიდი სასუქები და მიჩვეული ხართ მის დამოუკიდებლად მომზადებას? მაშინ დღევანდელი სტატია თქვენთვის სასარგებლოა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ჭინჭრის სასუქი, რომელიც 100%–იან შედეგს იძლევა.

ასეთი ბალახების ნაყენი მცენარის იმუნიტეტს აძლიერებს და მავნებლების მიმართ მის ამტანობას ზრდის. ჭინჭრის სასუქის წყალობით კულტურის ზრდა ჩქარდება,  მოსავლიანობა 1,5-2-ჯერ იზრდება.

როგორ მოვამზადოთ ჭინჭრის სასუქი: ნაყენის რეცეპტი

პირველი ეტაპი

ჯერ ჭინჭარი შეაგროვეთ. მას ღობის უკანაც იპოვით. მთავარია, გზაზე არ შეაგროვოთ. ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა სასუქი გვჭირდება. ჭინჭრის შესაგროვებლად ხელთათმანი გაიკეთეთ და ბასრი დანით ან მაკრატლით ბალახი გადაჭერით. რეკომენდებულია, გრძელსახელოიანი ტანსაცმელი ჩაიცვათ, რომ კანზე დამწვრობის რისკი შეამციროთ. დაახლოებით 8-10 მცენარე მოჭერით. ჭინჭარი დაფერთხეთ, რომ ნაგავი, მიწა და მწერები მოაშოროთ. დამჭკნარი და დაავადებული ფოთლები მოაშორეთ.

დიდი პლასმასის ვედრო მოამზადეთ. ლითონის ჭურჭელი არ გამოგადგებათ. ჭინჭარი მაკრატლით ან სეკატორით დაჭერით. თუ ჭინჭარზე ყვავილებია, მოაშორეთ. ვედროს 2/3 მოცულობა ჭინჭრით გაავსეთ.

მეორე ეტაპი

წყალი შეათბეთ. ჭინჭარს თბილი წყალი დაასხით, ვედრო ბოლომდე არ გაავსოთ. ჭურჭელს თავსახური დაახურეთ და 1-2 კვირა სითბოში გააჩერეთ. მზის სხივების ქვეშ დუღილის პროცესი სწრაფად დაიწყება. პროცესის დასაჩქარებლად 10 გ მშრალი საფუარი დაუმატეთ.

დღეში ერთხელ თავსახური ახადეთ და ნარევს ჯოხით აურიეთ. დუღილის პროცესში ნაყენს საკმაოდ უსიამოვნო სუნი აქვს. ვედროს 1 მუჭა ნაცარი დაუმატეთ და აურიეთ, რომ სუნი შეამციროთ. ასე სუნი ნაკლებად მძაფრი გახდება. თუ ნაყენი აქაფდა და ძალიან გამუქდა, უკვე მზადაა.

როგორ გამოვიყენოთ ნაყენი ბოსტანში

მზა საშუალება გადაწურეთ. შემდეგ 1 ლ ჭინჭრის ნაყენი 10 ლ სუფთა წყალში გააზავეთ. კვირაში მაქსიმუმ 2–ჯერ მცენარეები გამოკვებეთ. ჭინჭრის საშუალება პომიდვრის, კიტრის და სხვა კულტურის გამოსაკვებად იდეალურია. მნიშვნელოვანია! ხახვი, ნიორი, პარკოსანი ჭინჭრის ნაყენით არ გამოკვებოთ, რადგან მის განვითარებაზე დამღუპველად მოქმედებს.

გახსოვდეთ! მცენარე ჯერ წყლით კარგად უნდა მორწყათ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ჭინჭრის სასუქის გამოყენება. ბევრი მეაგარაკე ამ საშუალებას ბოსტანში აქტიურად იყენებს. თქვენც სცადეთ.

Advertisement