Connect with us

ყვავილები

ჭიანჭველები იორდასალამზე: როგორ მოვიშოროთ მავნებელი

იორდასალამი ჩემი საყვარელი ყვავილია, რომლის გაშლასაც ყოველთვის მოუთმენლად ველოდები. აგარაკზე ამ ყვავილების 4 უზარმაზარი ბუჩქი (თეთრი და ვარდისფერი) მაქვს. თუმცა ამ სილამაზით ტკბობა მხოლოდ მე არ მსურს. კოკრებზე ჭიანჭველები სწრაფად ჩნდება. თუ მსგავსი პრობლემა თქვენც გაწუხებთ, Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ხრიკებს, რომელთა დახმარებით ჭიანჭველების დაფრთხობას და ყვავილების დაცვას შეძლებთ.

გამოცდილი ფლორისტების თქმით ჭიანჭველა ყვავილს არ აზიანებს, მხოლოდ მისი კოკრის ტკბილი წვენით იკვებება. თუმცა ზოგჯერ კოკრებსაც აზიანებს, რომ ტკბილ წვენს მისწვდეს.

როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები

იორდასალამის ბუჩქი მსუბუქად შეანჟღრიეთ. ასე მასზე არსებულ ჭიანჭველებს ჩამოყრით. კიდევ ერთი მეთოდი: ცივ წყალში ტოტები და კოკრები ჩადეთ, რომ ჭიანჭველები მოშორდეს.

ამის შემდეგ ბუჩქის გარშემო თხრილი ამოთხარეთ. თოკი ან გრძელი, ვიწრო ნაჭერი ჩადეთ, წინასწარ არყის ხის კუპრით გაჟღინთეთ. თხრილში ჩადეთ და მსუბუქად მიწით დაფარეთ.

ჭიანჭველები არყის კუპრის სპეციფიკურ სუნს ვერ იტანენ, ამიტომ იორდასალამის ბუჩქს გვერდს აუვლიან. როგორც კი იორდასალამი აყვავილდება, შეგიძლიათ თოკი ამოიღოთ.

სხვა მეთოდები ჭიანჭველების დასაფრთხობად

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მანანის ბურღული ან დარიჩინი, თუ ჭიანჭველების მოშორება გსურთ. მავნებელი მანანის ბურღულის გემოს და დარიჩინის სუნს ვერ იტანს. ასე იორდასალამს დაიცავთ.

აყვავილების შემდეგ ჭიანჭველები იორდასალამს თავისით დატოვებს, მაგრამ ყვავილი დაზიანებისგან რომ დაიცვათ, სჯობს სათანადო ზომები მიიღოთ.