მოდა და სტილი
ჭაღარის შეღებვის 5 სუპერ მეთოდი
ამბობენ, რომ ღირსეულად უნდა გაჭაღარავდეთ. ეს მტკიცებულება მამაკაცებს კარგად უხდებათ. ქალებს კი ურჩევნიათ, რომ თმა შეიღებონ და სხვებს ჭაღარა თმა არ აჩვენონ. სამწუხაროა, მაგრამ ჭაღარა თმა შეიძლება 20 წლის ასაკშიც გამოჩნდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიბერის მოტყუებას ვერ შეძლებთ. დღეს ნებისმიერ სალონში თმის პროფესიონალურად შეღებვას და ჭაღარის დამალვას შეძლებთ. დღეს გიამბობთ, თუ რა უნდა იცოდეთ ჭაღარა თმის შეღებვის შესახებ და როგორ უნდა შეიღებოთ ეფექტურად სახლის პირობებში.
უდაოდ, პროფესიონალურ სალონებში გამოცდილი ოსტატები ფერს და ტონს შეგირჩევენ, რომელიც თქვენს კანს და სახეს ყველაზე მეტად უხდება. ასევე შერჩეული ფერით ჭაღარას ოსტატურად შენიღბავენ. რა უნდა ქნათ, თუ ფერის შეცვლა არ გსურთ და ჭაღარის შენიღბვა სახლის პირობებში გსურთ?
დღესდღეობით მაღაზიებში სპეციალური საშუალებების უზარმაზარი არჩევანი იყიდება. ჭაღარის შესაღები ისეთი საშუალებები, როგორიცაა „Estel” და „Igora” სალონებში გამოიყენება, მაგრამ მათ პოვნას მაღაზიებშიც შეძლებთ. ჭაღარა თმის მქონე ქალებში ბევრ ისეთ ადამიანს იპოვით, რომელსაც თმის ბუნებრივად შეღებვა ურჩევნია.
1. პროფესიონალური საღებავები ჭაღარა თმისთვის
თითქმის ყველა სილამაზის სალონში ახალი სტილის შესაქმნელად და თმის შესაღებად ოსტატებს მხოლოდ პროფესიონალი ფირმების მიერ წარმოებული საღებავების გამოყენება ურჩევნიათ. ყველა საღებავი ამიაკის შემცველობის მიხედვით იყოფა. ეს ნივთიერება პროცენტული მაჩვენებლით გამოიხატება და გვხდება საღებავები 3%, 6%, 9% და 12% ამიაკით, ასევე უამიაკო საღებავები.
ჭაღარა თმის პროფესიონალურად შესაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ საღებავები, რომლებიც შეღებვის სხვადასხვა ხარისხით იყოფება. ჭაღარა თმის რაოდენობა შეიძლება სუსტად, საშუალოდ (დაახლოებით 50%) და ძლიერ გამოხატული (ზრდასრული ასაკის ქალებში) იყო. მაღაზიის დახლებზე იპოვით საღებავებს ჭაღარის ამა თუ იმ სიმძიმის მიხედვით. თქვენ ხომ არ გსურთ, რომ რამდენიმე ღერი ჭაღარა თმის გამო ძლიერი საღებავით მთელი თმა დააზიანოთ.
3% დამჟანგველი
ასეთი დამჟანგველი საღებავებში გამოიყენება, როცა ბუნებრივზე ოდნავ უფრო მუქი ფერის მიღება გსურთ. ის თმის სტურქტურას მცირედით აზიანებს და არ წვავს. ჩვეულებრივ მუქი ფერის საღებავები შეიცავენ.
ჭაღარა თმას თავისი მინიმალური ინტენსივობის ხარჯზე ცუდად ღებავს, ამიტომ თუ საკმაოდ ბევრი ჭაღარა თმა გაქვთ, 3%-იანის გამოყენებაზე უარი თქვით.
6% დამჟანგველი
ეს უფრო ძლიერი საშუალებაა. უპირატესად მუქი და საშუალო შეფერილობის საღებავში გამოიყენება. თუ თმის ოდნავ გამუქება, ან ფერის შენარჩუნება და ბზინვარების მინიჭება გსურთ, წყალბადის ზეჟანგის შემცველი ეს ვარიანტი თქვენთვის უფრო იდეალურია.
ჭაღარა თმაზე უფრო თანაბრად ჯდება, ვიდრე 3%-იანი, ჭაღარას პრაქტიკულად მთლიანად ღებავს, თუ მთლიანად გაჭაღარავებული არ ხართ. სრული ჭაღარის შემთხვევაში სჯობს სხვა ვარიანტი აირჩიოთ.
9% დამჟანგველი
ასეთი ვარიანტი სჯობს აირჩიოთ მაშინ, როცა თმის მნიშვნელოვნად გაღიავება გსურთ. ის თმის სტრუქტურიდან ბუნებრივ პიგმენტს სრულად იღებს და მას ახალი შერჩეული ფერით ავსებს. ჭაღარა თმისთვის საკმაოდ კარგი ვარიანტია, შიგნიდან შერჩეული ფერით ავსებს.
12% დამჟანგველი
წყალბადის ზეჟანგის ყველაზე ძლიერი შემცველი ვარიანტია. ის შინაგან პიგმენტს სრულად ანადგურებს და შესაბამისით ცვლის. ოსტატები მას საკმაოდ იშვიათად იყენებენ, რადგან თმის ძაფის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით დამღუპველია. მსგავსი ვარიანტი უნდა აირჩიონ მათ, ვისაც საკმაოდ უხეში, ურჩი თმა აქვს და შეღებვას ცუდად ექვემდებარება.
2. მელირება და კოლორირება
შეღებვის და ჭაღარის დამალვის მსგავსი ვარიანტი გამოადგება მათ, ვისაც უმნიშვნელო ჭაღარა აქვს. მელირება სრულ შეღებვასთან შედარებით საკმაოდ უსაფრთხოა, რასაც თავისი დადებითი მხარე ნამდვილად გააჩნია.
3. უამიაკო საღებავი
სარეკლამო რგოლებში ხშირად გაიგონებთ საღებავის შესახებ, რომელიც ამიაკს არ შეიცავს. საღებავის მწარმოებელი მის თვისებებზე საუბრობს და ჭაღარა თმის სრულად შეღებვას გპირდებათ. არ ღირს დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც რეკლამაში ამბობენ. უამიაკო საღებავი თმისთვის საკმაოდ ნაზია, მაგრამ მას უფრო ტონირება შეიძლება უწოდოთ და არა შეღებვა. მისი უვნებლობის გამო თმის სტრუქტურაში ვერ აღწევს და მხოლოდ ზედაპირს ღებავს. შედეგად, ჭაღარა თმის სრულად შეღებვა არ ხდება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საღებავი უფრო ადვილად ირეცხება, ვიდრე კლასიკური ამიაკის შემცველი საღებავი, რაც ჭაღარა თმის მფლობელებისთვის მომგებიანი არაა.
4. თმის არაპროფესიონალური საღებავი
მსგავსი საღებავები მაღაზიის დახლებზე საკმაოდ ხშირად გვხვდება. მასში ყველა კომპონენტი და ამიაკის რაოდენობა უკვე შერჩეულია. ასეთი საღებავის თმის დამოუკიდებლად და სწრაფად შესაღებად იდეალური ვარიანტი იქნება. ქალები ინსტრუქციის მიხედვით კომპონენტებს ერთმანეთში ურევენ და თმაზე საღებავს ისვამენ.
5. ხალხური მეთოდები თმის შესაღებად
ფერის შესაცვლელად ნატურალურ საღებავებს ის ქალები იყენებენ, რომელთაც ერთდროულად ფერის შეცვლა და მისი „განკურნება“ სურს. სახლის პირობებში ყველაზე პოპულარული საღებავებია ინა, ბასმა, ნიგოზი და ყავა.
ინა
ინით ჭაღარა თმის შეღებვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია. ახლა მსგავსი საღებავის შეძენას პრაქტიკულად ყველგან შეძლებთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ინა თმის სტრუქტურაში კარგად შედის და მისი ჩამობანას ვერაფრით შეძლებთ. სამაგიეროდ, ინა თმისთვის სასარგებლო ბევრ ნივთიერებას შეიცავს.
თუ წითური ან მოწითალო შეფერილობის თმის მიღება გსურთ, ინა გამოგადგებათ.
- საღებავის ფხვნილი იყიდეთ და მცირე რაოდენობით წყალში გახსენით.
- მიღებული სითხე დააყენეთ. უკეთესი იქნება, თუ მთელი ღამე გააჩერებთ.
- ამის შემდეგ თმაზე წაისვით და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ საკმაოდ მკრთალი შეფერილობის მიღება გსურთ ნახევარ საათზე მეტხანს არ გაიჩეროთ.
ბასმა
კიდევ ერთი ნატურალური და საკმაოდ პოპულარული საღებავი. ბასმით ჭაღარის შეღებვა ასევე ეტაპობრივად ხდება. ფხვნილი წყალში გახსენით და ცოტა ხნით გააჩერეთ.
ბასმა თმას მუქ და შავ შეფერილობას ანიჭებს, რაც საღებავის თმაზე გაჩერებაზეა დამოკიდებული. თუ წაბლისფერის მიღება გსურთ, შეგიძლიათ ჭაღარა თმა ინის და ბასმის ნარევით შეიღებოთ. რაც შავი ფერის იქნება ფხვნილი, მით უფრო მუქ შეფერილობას მიიღებთ.
ბასმა და ინი მცენარეულ საღებავს წარმოადგენს და თმის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.
ნიგოზი
თმის კიდევ ერთი ნატურალური საღებავი – ნიგოზი.
- ნიგოზი მწვანე ქერქისგან გაასუფთავეთ, სწორედ ის იქნება შესაღები ნივთიერება.
- ამის შემდეგ სპირტზე დაფუძნებული ქერქის ნაყენი მოამზადეთ და თმაზე წაისვით.
- რამდენიმე საათში სასიამოვნო ყავისფერ შეფერილობას მიიღებთ, რომელიც საკმაოდ მდგრადი იქნება.
ყავა
ყავით თმის შეღებვა საკმაოდ მარტივია. ყავა მოადუღეთ და დააყენეთ, ამის შემდეგ თმაზე წაისვით. შედეგად სასიამოვნო ყავისფერ შეფერილობას მიიღებთ.
უნდა გახსოვდეთ, რომ ხალხური საღებავები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა თქვენი თმის ფერი სასურველთან მაქსიმალურად ახლოსაა. ღია ფერის თმაზე ყავის ნარევის წასმით საკმაოდ უჩვეულო შედეგს მიიღებთ. თმის შესაღებად ნებისმიერი საშუალება ყურადღებით უნდა შეარჩიოთ და თქვენი ბუნებრივი შეფერილობა გაითვალისწინოთ.