Connect with us

ყვავილები

ჭარხლის ნახარში მცენარეებისთვის

ერთხელ მეგობართან მივედი და დავინტერესდი რომელი კერძის მოსამზადებლად ხარშავდა ჭარხალს, აღმოჩნდა რომ ბოსტნეული არა კერძისთვის არამედ მისი მცენარეებისთვის იყო განკუთვნილი. რა თქმა უნდა მეთოდმა დამაინტერესა. ზამთრის პერიოდში ოთახის მცენარეები გასაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ, ჭარხლის ნახარშის რეცეპტი კი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება.

დაგჭირდებათ წყალი რომელშიც ჭარხალი იხარშებოდა, ხარშვის დროს წყალში ბევრი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინი გამოიყოფა. ჭარხალი ბევრ ფტორს, კალიუმს, კალცს, ფოსფორს და მაგნიუმს შეიცავს. ასეთი კოქტეილი კი ნამდვილად სასარგებლოა.

ნახარში ოთახის ტემპერატურის ნახარშით მორწყეთ, რომელიც თანაბარი რაოდენობით არის შეზავებული ოთახის ტემპერატურის წყლით. აუცილებელია ახალმოხარშული ნახარშის გამოყენება. ამ ხსნარით მცენარე კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ.

სახლში მომზადებული სასუქი მაღაზიის სასუქს არ ჩამოუვარდება. მათი მომზადება ძალიან მარტივია და ბევრ სარგებელი მოაქვთ!