Connect with us

საკითხავი

წყალბადის ზეჟანგი: 30 არასტანდარტული გამოყენების მეთოდი

წყალბადის ზეჟანგი ყველასთვის ცნობილი, თეთრებად ღირებული სამკურნალო საშუალებაა. წყალბადის ზეჟანგის სტანდარტული გამოყენებით ვერავის გააკვირვებთ. მას ჭრილობების და ნაკაწრების დასამუშავებლად იყენებენ. თუმცა ამის გარდა სითხის გამოყენების სხვა მეთოდებიც არსებობს. ჩვენთვის 30 მეთოდის შესახებ ცნობილია!

სადეზინფექციო თვისებების წყალობით წყალბადის ზეჟანგს საყოფაცხოვრებო ცხოვრებაში ხშირად ნახავთ. ამ საშუალებით შეგიძლიათ სხვადასხვა ნივთები გაწმინდოთ, კოსმეტიკური მიზნით ან კულინარიაში გამოიყენოთ! გამოყენების ასეთი ფართო სპექტრი გულგრილს არ დაგტოვებთ – სამკურნალო სითხე თქვენს აფთიაქში სამუდამოდ ადგილს დაიკავებს.

როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი: საუკეთესო არასტანდარტული მეთოდები

1. ყურში გაციების დროს

ვირუსს ამ საშუალების ეშინია. საკმარისია თითოეულ ყურში 3 წვეთი საშუალება ჩაიწვეთოთ და გაციება გაქრება! წყალბადის ზეჟანგი გაციების სამკურნალო მარტივი მეთოდია, რომელიც ყურში დაგროვებულ გოგირდსაც მოგაშორებთ.

2. ბოსტნეულის და ხილის გაწმენდა

ბოსტნეულსა და ხილს პესტიციდები რომ მოაშოროთ, 60 მლ წყალბადის ზეჟანგისა და 700 მლ წყლის ხსნარში გარეცხეთ.

3. ჰაერის გასაწმენდად

ჰაერში ბაქტერიებს კლავს: 3,5 ლ წყალში 0,5 ლ წყალბადის ზეჟანგი გახსენით და ოთახში გააფრქვიეთ.

4. ფრჩხილების გათეთრება

შესანიშნავი მეთოდი ფრჩხილების გასათეთრებლად – უბრალოდ წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ.

5. კბილების გასათეთრებლად

კბილების გათეთრებას 2 ჩ/კ წყლისა და 1 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგის ხსნარით შეძლებთ.

6. თმის გაღიავება

სითხე თმის გასაღიავებლად გამოიყენეთ. ამისთვის ნარევი მოამზადეთ, რომლის შემადგენლობაშიც წყალბადის ზეჟანგი, ნიშადურის სპირტი, გლიცერინის საპონი და წყალი შედის.

7. თმის მელირება

თმის მელირებისთვის, სველი თმა წყალბადის ზეჟანგში მსუბუქად დაასველეთ.

8. წყალბადის ზეჟანგი სახისთვის

წყალბადის ზეჟანგით სახის კანის გაწმენდისა და მკურნალობის შესახებ გსმენიათ? სითხე დახშული ფორებისა და აკნეს პრობლემას გაუმკლავდება. საკმარისია სახე წყალბადის ზეჟანგში დასველებული ბამბის დისკით გაიწმინდოთ.

9. სურდოს სწრაფად მკურნალობა

სურდოს ეფექტურად გაუმკლავდებით, თუ ცხვირს 1 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგისა და 1 ჭიქა წყლის ნარევით გამოირეცხავთ.

10. კბილის ტკივილის მკურნალობა

თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ, პირში ქოქოსის ზეთისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევი გამოივლეთ. მკურნალობა პირის ღრუს სხვა პრობლემის დროსაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ.

11. ორგანიზმის გასაწმენდად

ორგანიზმიდან წიდების გამოდევნა მარტივია. ამისთვის 250 მლ 35 %-იან წყალბადის ზეჟანგი აბაზანას დაუმატეთ. აბაზანის მიღების შემდეგ მსუბუქი შხაპი მიიღეთ.

12. კბილის ჯაგრისის სადეზინფექციოდ

კბილის ჯაგრისის გასაწმენდად მისი წყალბადის ზეჟანგით გაწმენდა საკმარისია.

13. კოჟრების მოშორება

კოჟრებს მარტივად მოიშორებთ, თუ თბილი წყლისა და წყალბადის ზეჟანგის (თანაბარი პროპორციით) ნარევში ფეხის აბაზანას მიიღებთ.

14. ფეხის სოკოს მკურნალობა

ფეხის სოკოს ანალოგიური მეთოდით გაუმკლავდებით. 1:1 პროპორციით თბილი წყალი და წყალბადის ზეჟანგი აურიეთ. ამ ხსნარში დაზიანებული ნაწილი დაიმუშავეთ. მკურნალობა მინიმალურ ვადაში შესანიშნავ შედეგს მოგცემს.

15. ხსნარი აკვარიუმისთვის

წყალბადის ზეჟანგი აკვარიუმის გაწმენდასა და სოკოს მოშორებაში დაგეხმარებათ. თევზების მოყვარულების საიტებზე ზუსტ რეცეპტს იპოვით. ისინი მიგანიშნებენ, თუ როგორ გაწმინდოთ ისე, რომ აკვარიუმის ბინადრებს ზიანი არ მიაყენოთ.

16. ლაქების საწინააღმდეგო საშუალება

სითხე ორგანული წარმოშობის ლაქებს, განსაკუთრებით სისხლის ლაქას მარტივად გაუმკლავდება. ლაქა წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ, რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ ცივ წყალში დასველებული ქსოვილით გაწმინდეთ.

17. ხორცის მარინადი

ხორცის ან თევზის მარინადისთვის წყალი და წყალბადის ზეჟანგი 1:1 პროპორციით აურიეთ, შემდეგ ხორცს დაასხით, თავსახური დააფარეთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ. მომზადების წინ ხორცს წყალი მსუბუქად უნდა გადაავლოთ.

18. შინაური ცხოველის მკურნალობა

თუ შინაური ცხოველი მოიწამლა, კუჭის გასაწმენდად და დასამშვიდებლად წყალბადის ზეჟანგი გამოიყენეთ. წყალბადის ზეჟანგით შეგიძლიათ ცხოველის ჭრილობა დაამუშაოთ.

19. ჭურჭლის საწმენდად

გაოცდებით, მაგრამ წყალბადის ზეჟანგი ჭურჭლის სარეცხად შესანიშნავი საშუალებაა. უბრალოდ რამდენიმე წვეთი სითხე თქვენს ჩვეულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას დაუმატეთ.

20. სახლის დასალაგებლად

შესანიშნავი მეთოდი ტოქსიკური და ალერგიის გამომწვევი ქიმიური საშუალებების თავიდან ასარიდებლად.

21. საშუალება გასარეცხად

220 მლ წყალბადის ზეჟანგი თეთრ თეთრეულს დასალბობად დაუმატეთ და 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გარეცხეთ. ამ ხრიკით ქსოვილის გათეთრებას შეძლებთ.

22. თვალის ლინზის დამუშავება

თუ თვალის ლინზას იყენებთ, შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგის ხსნარში მთელი ღამე გააჩეროთ და მშვიდად გარეცხოთ.

23. უსიამოვნო სუნის გასაქრობად

ქსოვილიდან არასასიამოვნო სუნის გაქრობას ძმრის და წყალბადის ზეჟანგის ნარევით შეძლებთ. ამ ხსნარში გარეცხვის წინ თეთრეული ჩაალბეთ და შედეგი გაგაოცებთ.

24. სოკოს და ობის საწინააღმდეგოდ

ამისთვის ობით დაზიანებულ ადგილს წყალბადის ზეჟანგი დაასხით, 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ღრუბლის დახმარებით გაწმინდეთ.

25. ფანჯარაზე ბზარების საწინააღმდეგოდ

წყალბადის ზეჟანგის წყლიანი ხსნარი გამოიყენოთ, რომ ფანჯრები გაწმინდოთ.

26. ხის ჭურჭლის სადეზინფექციოდ

ამისთვის ხის ჭურჭელი უბრალოდ წყალბადის ზეჟანგით გაწმინდეთ.

27. სოდა და წყალბადის ზეჟანგი ჭურჭლის გასარეცხად

ჭურჭელზე მიმწვარი საკვების მოსაშორებლად წყალბადის ზეჟანგის და სოდის ნარევი გამოიყენეთ.

28. საუკეთესო სადეზინფექციო საშუალება

როგორც ძლიერი ანტისეპტიკი კანზე ყველა პათოგენურ მიკროორგანიზმს ანადგურებს. ხელის საუკეთესო სადეზინფექციო საშუალება – სამკურნალო სითხით ხელები გაიწმინდეთ.

29. პირის ღრუს სავლები

ნებისმიერი ბაქტერიის , ასევე წყლულების მოსაშორებლად პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგი გამოივლეთ. სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორიცაა სტომატიტი, ტონზილიტი და სხვა, წყალბადის ზეჟანგით მკურნალობა ხშირად ინიშნება.

30. წყალბადის ზეჟანგი ნერგებისთვის

ოთახის მცენარეები მადლიერები იქნებიან, თუ სარწყავ წყალს 1:32 პროპორციით წყალბადის ზეჟანგს დაუმატებთ. ასე მცენარის ფესვები გაძლიერდება.

როგორც ხედავთ, წყალბადის ზეჟანგის გამოყენების ბევრი ალტერნატიული მეთოდი არსებობს. სცადეთ და თქვენ შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული იქნებით.